თუ ვაისი წავა... ქომაგთა რჩეული კახა ცხადაძეა

AutoSharing Option
რუსეთში გასამართავ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები ვერ აჟღერდება. თუ საქართველოს ნაკრების შემთხვევაში მალევე გაირკვა, რომ შანსი არ გვქონდა, უკრაინელები ბოლო ტურში საკუთარ სტადიონზე დამარცხდნენ ხორვატიასთან და მიზანი ვერ აისრულეს.

დღეს ქართულ ფეხბურთში უკვე მთავარი განსახილველი თემა ნაკრებში ვლადიმირ ვაისის დარჩენა-არდარჩენის საკითხია. ყველაფერი საქართველოს ნაკრების სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უნდა გაირკვეს, რის შემდეგაც გვეცოდინება სლოვაკი სპეციალისტის პასუხი. არ არის გამორიცხული, ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს შეთავაზება ყაზახეთის ნაკრებიდანაც ჰქონდეს.

რამდენიმე გამოკითხვის შედეგად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ნაკრების გულშემატკივართა უმეტესობა ვაისის დარჩენის
მომხრეა, უბრალოდ, მთავარი მოთხოვნაა, სლოვაკმა სპეციალისტმა საქართველოში უფრო დიდი დრო გაატაროს და მოთამაშეებს დააკვირდეს.

მეორე ნაწილი, ვისაც ვაისთან დამშვიდობება სურს, ნაკრებში ადგილობრივი მწვრთნელის დანიშვნას ემხრობა. მწვრთნელობის სავარაუდო კანდიდატებს შორის რამდენიმეს ყველაზე მეტად ასახელებენ.

Sportall.Ge
აქტიურად განიხილება კახაბერ ცხადაძის ნაკრებში დაბრუნების საკითხი. ბევრი ქომაგი ფიქრობს, რომ ეროვნულ გუნდში მის მიერ დაწყებული ცვლილებები ძალიან კარგი იყო და უნდა გაგრძელებულიყო...

ცხადაძე 2014 წელს თემურ ქეცბაიას ნაცვლად დაინიშნა და ეროვნულ ნაკრებს 10 თამაშში გაუძღვა: 3 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 6 წააგო.

გულშემატკივრის მთავარი პრეტენზია კახა ცხადაძისადმი ნაკრებში მისი ვაჟის, ბაჩანას მიწვევას უკავშირდებოდა. სხვა შემთხვევაში, ქომაგი მწვრთნელის მიმართ აშკარად პოზიტიურად იყო განწყობილი, მაგრამ ფედერაციამ ცხადაძე ნაკრებიდან ხელფასის საკითხზე შეუთანხმებლობის გამო გაუშვა და მის მაგივრად ვლადიმირ ვაისი მოიწვია.

ბოლო პერიოდში ქართველი მწვრთნელი ალმათის "ქაირათში" მუშაობდა, დღეს კი ახალ სამსახურს ეძებს.

Sportall.Ge
მეორე სპეციალისტი, რომელსაც საქართველოს ნაკრებთან მიმართებაში ახსენებენ, გია ცეცაძეა. სულ ცოტა ხნის წინ მან "სამტრედია" დატოვა.

თუ ცეცაძის კარიერას გადავხედავთ იმერულ კლუბში, მას შიდა ასპარეზზე წარმატებული უნდა ვუწოდოთ, რადგან არსებული კონტინგენტით მუდმივად ახერხებდა დადებითი შედეგის მიღწევას.

რაც შეეხება საერთაშორისო სარბიელს, ცეცაძემ ევროტურნირებზე, ორ საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერაფერი დაუპირისპირა აზერბაიჯანულ კლუბებს.

ცეცაძე ეროვნულ ნაკრებში კახაბერ ცხადაძის ასისტენტიც იყო და შემდგომ, ვლადიმირ ვაისისაც. მანამდე მან საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები გაიყვანა ევროპის ჩემპიონატზე. გია ცეცაძე 43 წლისაა...

Sportall.Ge
თბილისის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი გულშემატკივართა კეთილგანწყობას აქამდე ინარჩუნებს, რაც დიდწილად გორის "დილაში" მის მუშაობას უკავშირდება. მისი ხელმძღვანელობით გორის გუნდმა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შთამბეჭდავად ითამაშა.

44 წლის მწვრთნელს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებშიც აქვს ნამუშევარი და საერთაშორისო გამოცდილებაც გააჩნია. "ტრაბზონსპორში" შოთა არველაძის ასისტენტი იყო.

რაც შეეხება დევდარიანის დამოძღვრილ "ლოკომოტივს", ევროტურნირების ზონაში მოსახვედრად იბრძვის და საკმაოდ ნაყოფიერად.

Sportall.Ge

საუბრობენ შოთა არველაძეზეც, რომელიც დღეს ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელია.

საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი აქამდე ვერ ახერხებდა წარმატებული სამწვრთნელო კარიერის აწყობას და კლუბებს ხშირად იცვლიდა, სანაკრებო დონეზე კი არასდროს უმუშავია.

განსაკუთრებით გამორჩეული გუნდი, სადაც შოთას უმუშავია, ჰოლანდიური "ალკმაარია". იქ ის ლუი ვან გაალის ასისტენტი იყო.

Sportall.Ge
გია გეგუჩაძეს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში უარყოფითი ბალანსი აქვს, მაგრამ მისი წარმატებები ქართველ გულშემატკივარს არ ავიწყდება და 52 წლის სპეციალისტი ეროვნულ გუნდში მიწვევის ერთ-ერთი კანდიდატია.

ხოლო ის, თუ რატომ ვერ დაატყო თავის ხელი გეგუჩაძემ ახალგაზრდულ ნაკრებს, ბევრისთვის გამოცანაა.

ცნობისთვის, გია გეგუჩაძესთან ერთად თბილისის "დინამოს" უეფას თასზე უთამაშია, "ზესტაფონს" კი ძალიან ცოტა დააკლდა ევროტურნირზე მოსახვედრად.
მკითხველის კომენტარები / 62 /
ცხადაძე არ იყო ოქრიაშვილმა მოედნიდან რო აგინა?
zura
14 ოქტომბერი 2017 08:36
0
ძოძუაშვილი და მხოლოდ ძოძუაშვილი.
დათო
13 ოქტომბერი 2017 16:26
0
სპორტული თვალსაზრისით,ჩამოთვლილთაგან ცხადაზის გარდა არც ერტი არ უნდა გაეკაროს არათუ ეროვნულს არამედ არც ასაკობრივ ნაკრებს
სანდრო
11 ოქტომბერი 2017 20:32
0
მაინც ვერაფრით გავიგე, რა გაქვთ გეგუჩაძის საწინააღმდეგო? მაინც რა? აბა?
ზაზა
11 ოქტომბერი 2017 20:09
0
ფეისბუქში დავწერე და იგივეს გავიმეორებ, ამ ფეხბურთელებს თავმოყვარეობა არ გააჩნიათ, ოღონდ სადმე შეყონ თავი, რომ ფული ჰქონდეთ, მერე მანქანა, გართობა დალევა გოგოები და შიგადაშიგ ნარკოტიკი,არც სამშობლოს სიყვარული გააჩნიათ და ვერც იმას ხვდებიან რას ნიშნავს ეროვნულ ნაკრებში თამაში,ფიზიკა ნული, ორი ტაიმი ვერ ვნახე ვერცერთი ნაკრებისგან კარგად თუ არა ნორმალურად ნათამაშები, რა უნდა ილაპარაკო ისეთი ფეხბურთი გვაქვს ნანახი და ისეთი ფეხბურთელები, გული გტკივა რა დონეზე დავეცით
გელა შარაბიძე
11 ოქტომბერი 2017 17:49
1
ვაისს ერთი მოგება არ აქვს შესარჩევში და როგორ უნდა დარჩეს ნაკრებში,შედეგი ხომ მთავარია.ალბათ ცხადაძის დაბრუნება აჯობებს, ხოლო ახალგაზრდულში დევდარიავი ან ცეცაძე, გეგუჩაძე ზესტაფონში. სირცხვილია ასეთი ფეხბურთელებით ფარერებთან წაგება, ესეც კობიაშვილის დამსახურებაა ჩააბარეს გეგუჩაძეს ყველა ასაკობრივი ნაკრები. თუ ნამუსი აქვს კობიაშვილს გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს.
ვალერი
11 ოქტომბერი 2017 13:45
0
ამ სტატიის ავტორი თვითონ წერს თუ ვინმე უწერს?
ლაშა
11 ოქტომბერი 2017 13:26
0
რა ჭანტურია ტიპი ნიჭიერია მაგრამ 90 წლების მოთამაშეა და ვერაფერი შეცვლის
დატოვონ ვაისი ოღონდ დაავალდებულონ ნაკრების განახლება დვალიშვილი ლობჟანიძე და ისეთები ვინც უთამაშებლები ან,"ჰ" კლასის ლიგებში ხეხავენ სკამებს არ გამოიძახოს, ვაისი მწვრთნედად კარგია მაგრამ სელექციონერი ცედია ხო და კეთილი ინებოს და მოუმატოს
Zorbegi
11 ოქტომბერი 2017 12:21
0
ფარერებმაც შეგვილაგეეეს ლამაზაად:))
ვაი ჩვენს პატრონს
11 ოქტომბერი 2017 10:35
0
აი გეუბნევი რა, ჩვენ ყველაზე ხომ ყველაზე ცუდი ერი არის, სუ გასაწყეტი არის... (შენ გეუბნები).
კანეშნა
11 ოქტომბერი 2017 11:00
0
არ ვიცი, არ ვიცი, მე რაღაც მგონია საშუალო მწვრთნელებია ყველა ზემოთჩამოთვლილი.

მაგათ ყველას დინამოს გარსია რომ წვრთნიდა, ეგ მერჩივნა. ან ივო შუშაკი რომ გვყავდა ცოტა ხნით :)
sg
11 ოქტომბერი 2017 09:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული