ნაკრებმა 10 ჩატარებულ მატჩში 5 ფრედ ითამაშა და 5 წააგო. გაიტანა 8 გოლი, საშუალოდ ერთ შეხვედრაში 0.8 გოლი.
121-ჯერ დაარტყა კარის მიმართულებით: ამათგან 33-ჯერ ზუსტად, 51-ჯერ არაზუსტად, 37 დარტყმა დაბლოკეს და 6-ჯერ მოარტყეს ხარიხას.
162 მცდელობიდან ჩვენმა ნაკრებმა ბურთი 83-ჯერ ჩაჭრა, რაც 51-პროცენტიანი მაჩვენებელია.
საქართველოს ნაკრებმა ჯამში 31 კუთხური ჩამოაწოდა, საშუალოდ 3.1 კუთხური მატჩში.
სტატისტიკაში ყველაზე
ყველაზე დიდი ბურთის ფლობა საქართველო-ირლანდიას (1:1) მატჩში გვქონდა - 69%, შემდეგია მოლდოვა-საქართველო (2:2) - 61% და საქართველო-უელსი (0:1) - 58%.
ბურთის ფლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვქონდა: ავსტრია-საქართველო (1:1) - 43%, უელსი-საქართველო (1:1) - 50% და საქართველო - სერბეთი (1:3) - 51%.
ასევე არარეალურად შეიძლება მოგეჩვენოთ პასის სიზუსტე, 4512 გაცემული პასიდან 3871 ზუსტი - 85%.
მეკარეების მონაგარი საკვალიფიკაციოზე 24 "სეივია" და 14 გაშვებული გოლი. ამათგან 6 მატჩში 9 გოლი გაუშვა გიორგი ლორიამ და 4 შეხვედრაში 5 გოლი გიორგი მაკარიძემ. აღსანიშნავია, რომ ყველა მატჩში გავუშვით გოლი.
137-ჯერ არიან დაჯარიმებულები ქართველი ფეხბურთელები და 17 ყვითელი ბარათი აქვთ მიღებული, წითელი ბარათი არ მიგვიღია.
ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი იყო, 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა. 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა ჯანო ანანიძემ. 1 გოლი და 1 გადაცემაა ნიკა კაჭარავას ანგარიშზე.
დანარჩენი 3 გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა, გიორგი მერებაშვილმა და ვაკო გვილიამ გაიტანეს. 1-1 საგოლე გადაცემა აქვთ გაკეთებული დავით სხირტლაძეს და ჯიმი ტაბიძეს.
ყველაზე მეტი გოლი მოლდოვას ნაკრებს კიშინიოვში გავუტანეთ - 2 გოლი (2:2). ყველაზე მეტი თბილისში სერბეთმა გაგვიტანა - 3 გოლი (1:3).
ყველა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო: გურამ კაშიამ, გიორგი ნავალოვსკიმ და ვაკო ყაზაიშვილმა.
რაც შეეხება შემტევ ხაზს, ყველაზე მეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა და არანაირი შედეგი არ ჰქონია: გიორგი ქვილითაიას, ვლადიმერ დვალიშვილს და ჯაბა ჯიღაურს - 6 მატჩი.