სტატისტიკა, რომელსაც არ ველოდით

AutoSharing Option
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევში საქართველოს ნაკრებმა მოგების გარეშე დაასრულა. მაგრამ, რაც უნდა გასაკვირი იყოს, სტატისტიკაში გვაქვს ისეთი მაჩვენებლები, რომელიც ნაჩვენები შედეგისგან ბევრად განსხვავებულია.

ნაკრებმა 10 ჩატარებულ მატჩში 5 ფრედ ითამაშა და 5 წააგო. გაიტანა 8 გოლი, საშუალოდ ერთ შეხვედრაში 0.8 გოლი.

121-ჯერ დაარტყა კარის მიმართულებით: ამათგან 33-ჯერ ზუსტად, 51-ჯერ არაზუსტად, 37 დარტყმა დაბლოკეს და 6-ჯერ მოარტყეს ხარიხას.

162 მცდელობიდან ჩვენმა ნაკრებმა ბურთი 83-ჯერ ჩაჭრა, რაც 51-პროცენტიანი მაჩვენებელია.

საქართველოს ნაკრებმა ჯამში 31 კუთხური ჩამოაწოდა, საშუალოდ 3.1 კუთხური მატჩში.

სტატისტიკაში ყველაზე
გამოსარჩევი ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრებს საშუალოდ ბურთის ფლობა 55% ჰქონდა, რაც საკმაოდ ნორმალური მაჩვენებელია.

ყველაზე დიდი ბურთის ფლობა საქართველო-ირლანდიას (1:1) მატჩში გვქონდა - 69%, შემდეგია მოლდოვა-საქართველო (2:2) - 61% და საქართველო-უელსი (0:1) - 58%.

ბურთის ფლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვქონდა: ავსტრია-საქართველო (1:1) - 43%, უელსი-საქართველო (1:1) - 50% და საქართველო - სერბეთი (1:3) - 51%. 

ასევე არარეალურად შეიძლება მოგეჩვენოთ პასის სიზუსტე, 4512 გაცემული პასიდან 3871 ზუსტი - 85%.

მეკარეების მონაგარი საკვალიფიკაციოზე 24 "სეივია" და 14 გაშვებული გოლი. ამათგან 6 მატჩში 9 გოლი გაუშვა გიორგი ლორიამ და 4 შეხვედრაში 5 გოლი გიორგი მაკარიძემ. აღსანიშნავია, რომ ყველა მატჩში გავუშვით გოლი.

137-ჯერ არიან დაჯარიმებულები ქართველი ფეხბურთელები და 17 ყვითელი ბარათი აქვთ მიღებული, წითელი ბარათი არ მიგვიღია.

ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი იყო, 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა. 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა ჯანო ანანიძემ.  1 გოლი და 1 გადაცემაა ნიკა კაჭარავას ანგარიშზე.

დანარჩენი 3 გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა, გიორგი მერებაშვილმა და ვაკო გვილიამ გაიტანეს. 1-1 საგოლე გადაცემა აქვთ გაკეთებული დავით სხირტლაძეს და ჯიმი ტაბიძეს.

ყველაზე მეტი გოლი მოლდოვას ნაკრებს კიშინიოვში გავუტანეთ - 2 გოლი (2:2). ყველაზე მეტი თბილისში სერბეთმა გაგვიტანა - 3 გოლი (1:3).

ყველა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო: გურამ კაშიამ, გიორგი ნავალოვსკიმ და ვაკო ყაზაიშვილმა.

რაც შეეხება შემტევ ხაზს, ყველაზე მეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა და არანაირი შედეგი არ ჰქონია: გიორგი ქვილითაიას, ვლადიმერ დვალიშვილს და ჯაბა ჯიღაურს - 6 მატჩი.
მკითხველის კომენტარები / 23 /
რათქმაუნდა შედეგი საბოლოო ჯამში არის ძალიან ცუდი, 10 თამაშში არცერთი მოგება, მითუმეტეს ჯგუფში გვყავდა მოლდოვა.თუმცა იმედით ვუყურებდი ყველა მომდევნო თამაშს, იმიტომ რომ ყველა თამაში ამ იმედის საბაბს იძლეოდა. არცერთ თამაშში არ გამოვიყურებოდით უსუსურად, სტატისტიკაც ამას გვიჩვენებს. ბიჭებს ვერ დავადანაშაულებთ მოუნდომებლობაში, ზოგჯერ არ გვიმართლებდა, ზოგჯერ მსაჯები სცოდავდნენ, მაგალითად ორივეჯერ მოლდოვასთან, ზოგჯერ მწვრთნელი უშვებდა შეცდომას, მაგალითად შეცვლებზე, ხშირად წამყვანი ფეხბურთელები გვაკლდებოდა.რომ იტყვიან უმართლებს ძლიერს. ჩვენ როგორ უნდა ვიყოთ ძლიერები, როცა სტადიონები არ გვაქვს, ჩემპიონატის დონე კატასტროფაა
მერაბი-1960
11 ოქტომბერი 2017 15:55
3
რა არის მოულოდნელი?ზუსტი პასებიდან გამოაკელით უკან გაკეთებული და გვერდით მდგომს მიგორებული პასები და პროცენტი მერე დაიანგარიშეთ.10 თამაშში 33-ჯერ დაარტყეს ზუსტად,აქედან რამდენი იყო რეალურდ სახიფათო,ეგეც დაითვალეთ და ყველაფერი დალაგდება,თანაც ორ ცენტრალურ თავდამსხმელს ნულოვანი შედეგი აქვს.
სოსო
11 ოქტომბერი 2017 15:50
4
ქეცბაიას დროს 30 % სანატრელი იყო ღადაობ? ბურთის ფლობაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია
ქეცბო
11 ოქტომბერი 2017 15:52
2
ქეცბაიას ნაკრები ანტიფეხბურთს თამაშობდა და მასთან შედარებას აზრიც არ აქვს,მე უბრალოდ სათაურს ვუპასუხე,მოულოდნელობის შესახებ.ისე ჩემი პასუხები ვერგამარჯვების მიზეზებსაც საკმაოდ კარგად ხსნის,რა თქმა უნდა არასრულად,მაგრამ მაინც.
სოსო
11 ოქტომბერი 2017 20:29
0
ეროსი მანჯგალაძის მონოლოგი ფილმიდან "ნატვრის ხე":
"ყური მომიგდეთ ყმაწვილებო და დაიხსომეთ. შავ ზღვაში ჩავარდა მზე საქართველოსი! ჰმ, რაღა ამოიყვანს!? ვაი მამულო გასამეტებულო. მეცოდება, მეცოდება ჩემი სამშობლო საქართველო, ნაქარალი, ნაქორალი, გაგლეჯილი, გამოგლეჯილი, დაჭრილი არწივი, ვეფხვი უსულოდ დამარცხებული. იმარხება საქართველო! იმარხება ქრისტეს კუნძული! ღმერთო, შენი მაქვს იმედი, ფეხზე დააყენე ჩემი მამული. მოგვეც განახლების ძალთაგონიერება. ღმერთო შენ დაამხე ჩვენი მტერი ქართველყლაპია! აღსდექ საქართველო!
ქაღალდზე მეოცნებეთა დრო წავიდა, საქმეა საჭირო საქმე. ნუ გეშინიათ ხალხო! ისევ დაგვებადება: აღმაშენებელი, რუსთაველი,თამარი. ქუდზე კაცი! ქუდზე კაცი გამოვიდეს და დავიხსნათ მამული! აღსდექ საქართველოვ! აღსდექ საქართველოვ!
ყველამ ერთხმად შევ....! ჰმ გაპარულან ე ვირები, ეჰჰ. (ნახეთ ფილმი "ნატვრი ხე").
poeti
12 ოქტომბერი 2017 00:59
2
რა მაგრები ვყოფილვართ კაცო და არ გვცოდნია, ნახეთ ერთი ვინმემ (ვისაც ტელევიზორი გაქვთ) იქნებ გავედით მსოფლიო ჩემპიონატზე და არ ვიცით.
ვასილიჩი
12 ოქტომბერი 2017 00:24
3
ანუ დედა გეტყვნებათ მაგრამ მაინც წინ მიდიხართ რა
ზურა
11 ოქტომბერი 2017 22:46
3
წარმატების ფორმულის სამი პრინციპი: 1 უთამაშებელი ან/და შეუთამაშებელი ფეხბურთელი არ უნდა ათამაშო; 2 ნაკრების ფეხბურთელი ვინც სულ მცირე 15 კმ-ს ვერ დარბის ერთ მატჩში არ უნდა გამოიძახო; 3 დვალიშვილის (მისი მსგავსების) ნაკრებში გამოძახების ინსტიტუტი (უთავმოყვარეობის აუხსნელი ლოგიკა) უნდა გაუქმდეს.
ფორმულა
11 ოქტომბერი 2017 20:04
2
ყველა თამაშის მერე ვამბობ ამათ არა უყურებ მეთქი მაგრამ მოუთმენლად ველი მომდევნო თამაშის დაწყებას, იმიტომ რომ მიყვარს ფეხბურთი. . . თამაშის დროს ხან ამათ ვაგინებ ხან ჩემ თავს ამათ რომ ვუყურებ მაგრამ მანც უყურებ. . . ხოდა ასეა უმეტესობა საქართველოში და შეგვიცოდეთ ჩვენ მაინც, ხალხი საკუთარ თავს ვლანძღავთ ვქვენს გამო....
gulshematkivari
12 ოქტომბერი 2017 08:42
1
დიდებული სტატისტიკაა - ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მომეშვა გულზე... ეტყობა, ვაისი იმად დავიტოვეთ, რომ სტატისტიკაში მართლა ძლიერი სპეციალისტია და მიზნად დაუსახეს, რომ ეს სახარბიელო სტატისტიკა კიდევ უფრო გავიუმჯობესოთ და სტატისტიკურად მაინც გავიდეთ ხოლმე ქვეჯგუფიდან... თუ ვაისს ვაცალეთ, შესაძლოა, სტატისტიკურ ჩემპიონობასაც კი გამოვკრათ ხელი... ნეტა, მერე რაღას იტყვიან ფედერაციის კრიტიკაზე ჩასაფრებული ვაიგულშემატკივრები, კიდევ იწუწუნებენ - რაში ხარჯავენ ასობით მილიონ ლარსაო?!... ახლა, ზოგიერთი მათგანი კი იკლიაოზნიკებს - მაგ სტატისტიკას სჯობდა, ერთი კინკილა თამაში მაინც მოგვეგო მალდავანებთანო, მაგრამ ასეთებს ყური არ უნდა ვუგდოთ, ჩვენი საკეთებელი უნდა ვაკეთოთ და სტატისტიკას მივაწვეთ - მომავალი (ნუ, სტატისტიკა) ჩვენია!!!
მსქროლავი ტროლი
12 ოქტომბერი 2017 10:42
4
serbebtan nli kutxuri....da kide,risi tqma ginda rom es vaisaa tu uisas gaketebulia?rom normaluri machvenebelia?statistika kiara midit cru kobiashviltan da ...azri agaraaq ramis weras...kargad iyavit tqveni kobashvilan saitianad...bawi buqis,tyulebis da vazelinobis mets am saitze verapers vkitxulob....tugindat dabloket kidec komentari
euhh
11 ოქტომბერი 2017 14:52
5
ამას გვიმალავდით?!
ყვარყვარე
12 ოქტომბერი 2017 09:21
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული