ლევან კობიაშვილი: ვაისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს ვართ

AutoSharing Option
ლევან კობიაშვილი ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში, გადაცემა "ცენზურის გარეშეს" სტუმარი იყო. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში საქართველოს ნაკრების გამოსვლაზე ისაუბრა.

"საქართველოს ეროვნული ნაკრების შედეგი აბსოლუტურად მიუღებელია. ის, რომ შესარჩევი დავასრულეთ მოგების გარეშე, ძალიან ცუდია. მე ვერ შევძლებ ავხსნა, რა მოხდა. ფაქტია, რომ თამაში ვერ მოვიგეთ და შესაბამისად, მოგების გრაფაში გვიწერია 0.

პირველი მე ვარ ალბათ, ვისთვისაც მიუღებელია ასეთი შედეგი და ამ ყველაფერზე გული მწყდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გულშემატკივართა უმრავლესობა დამეთანხმება, რომ სხვა გუნდი არის მოედანზე და არც ერთ მატჩში მოწინააღმდეგეზე
ცუდად არ გამოიყურებოდა.

ეს არის გუნდი, რომელიც ბოლომდე იხარჯება, ფეხბურთს თამაშობს და ამ შესარჩევში მაღალი სათამაშო ხარისხი აჩვენა. ამას აღნიშნავს ყველა, მოწინააღმდეგეთა მწვრთნელები, მოთამაშეები და გაცილებით სხვა დამოკიდებულებაა ჩვენი გუნდის მიმართ.

მე არ ვიძახი, რომ ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა ყველაფერი იდეალურად გააკეთა. რასაკვირველია, ჰქონდა შეცდომები, როგორც ჩვენ, როგორც ფეხბურთელებს და ისევე, როგორც ყველას.

შეცდომები რომ არ დაგვეშვა, სხვა შედეგი გვექნებოდა, ამას არავინ არ გაურბის.

რის გამო ახდენს მწვრთნელი ყოველთვის ცვლილებას? რაღაციდან გამომდინარე ხდება, ხომ? ერთადერთი თამაში, სადაც ჩვენს ნაკრებს ყველა წამყვანი ფეხბურთელი, ვისზეც არის დაფუძნებული ჩვენი გუნდი, კარდიფში უელსთან მატჩში გვყავდა. მაშინ ერთადერთი ფეხბურთელი ჯაბა კანკავა გვაკლდა. ყველა სხვა მატჩში იყო შემადგენლობაში პრობლემები.

მწვრთნელს როდესაც ფეხბურთელები აკლია, ეძებს სხვადასხვა ვარიანტს. ყველა თამაშში გვიწევს ცვლილებების განხორციელება. აქედან გამომდინარე, რაღაც ამართლებს და რაღაცა ვერა.

იგივე მოლდოვაში მოპოვებული ერთი ქულა ჩემთვის არ არის საკმარისი, რადგან 3 ქულა გვქონდა დაგეგმილი. პირველი ტაიმის შემდეგ, როცა მწვრთნელმა ჩათვალა, სხვა ტაქტიკით გვეთამაშა, ისიც რაღაც მიზეზიდან გამომდინარე, მეორე ტაიმში სულ სხვა ფეხბურთი ითამაშა გუნდმა. ანუ რისი თქმა მინდა, გუნდი თუ თამაშს იგებს, შესაბამისად, არც მწვრთნელი დააპირებს, შეცვალოს ფეხბურთელები.

ჩვენ ყველა თამაშის წინ გვაკლდა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები, განსაკუთრებით, ბოლო ორი თამაში მინდა გამოვყო. ამ შეხვედრებში ძირითადი ბირთვი, ვინც რაღაცას ქმნის შეტევაში, გვაკლდა, რის გამოც მწვრთნელს უწევდა რაღაც ცვლილებების განხორციელება.

ჩვენ ახალ კონტრაქტზე დაწყებული გვაქვს დიდი ხანია, ვლადიმირ ვაისთან საუბარი. ეს არ ხდება ერთ დღეში, ორივე მხარე ფიქრობს რაღაცებზე, თუნდაც ფინანსურ დეტალებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე ძალიან ახლოს ვართ იმასთან, რომ ეს ხელშეკრულება გაფორმდეს.
მკითხველის კომენტარები / 51 /
Дзалиан карги
ТароСочи
11 ოქტომბერი 2017 15:59
8
ფულის გათეთრებაც ამას ჰქვია ჯოოოოოოოოოოოო, ნაკრებს ერთი თამაშიც არ მოუგია (ფრედ დამთავრებულებიც მოწინააღმდეგე გუნდების დაგეგმილი იყო თავიანთ სასარგებლოდ) დამდგარა ეგ ვაჟბატონი და ახალ კონტრაქტს არ სთავაზობს ვაისს?ეტყობა შეხმატკბილებულად მუშაობდნენ ფულის გათეთრების დროს და რათ უნდა ახალი მწვრთნელი?
keili
12 ოქტომბერი 2017 10:04
1
საიდან მოაქვთ ამდენი ნაცარი, ლაფათკით რომ გვაყრიან თვალებში?! ან ასეთს რას შოულობ, კობი, ახლო წარსულში ხალხის შენდამი უსაზღვრო სიყვარულზე მეტი რომ გიღირს?! რით ვერ გაიგეთ: ქართულმა ფეხბურთმა თქვენი ბიზნეს-აქტივობის ასპარეზად კი არა, ხალხის გულის გასახარად უნდა იარსებოს, ან არ იარსებოს საერთოდ!!!
ცოტნე
12 ოქტომბერი 2017 09:21
1
დადონ საჯაროდ ვაისის კონტრაქტი,დარწმუნებული ვარ თანხა მილიონებზე ადის,იყოფენ ალბათ ამ თანხას ეგენი,რანაირად შეელევა ვაისს?
eeeeex
12 ოქტომბერი 2017 08:01
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული