ერთა ლიგა დაკომპლექტდა: საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ევროპული ზონის შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ უეფას ერთა ლიგის პირველი გათამაშება დაკომპლექტდა. ტურნირის მონაწილე ევროპის 55 ნაკრები ოთხ: A, B, C და D ლიგებში განაწილდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრები, უეფას რეიტინგის გათვალისწინებით, D ლიგაში მოხვდა, რომლის მონაწილეები ასევე არიან: აზერბაიჯანი, მაკედონია, ბელორუსი, სომხეთი, ლატვია, ფარერები, ლუქსემბურგი, ყაზახეთი, მოლდოვა, ლიხტენშტეინი, მალტა, ანდორა, კოსოვო, სან მარინო, გიბრალტარი.

D ლიგის გუნდები 4 ჯგუფში გადანაწილდებიან. ჯგუფის გამარჯვებულები შემდეგ გათამაშებაში C ლიგაში აღზევდებიან.

ლიგის ოთხი საუკეთესო ნაკრები, რომლებიც ევრო 2020-ზე
ვერ მოხვდებიან, 2020 წლის მარტში პლეი-ოფის სისტემით ევროპის ჩემპიონატის საგზურს გაითამაშებს.

ჯგუფური ეტაპის წილისყრა 2018 წლის 24 იანვარს, ლოზანაში გაიმართება.

I ტური: 6-8 სექტემბერი 2018
II ტური: 9-11 სექტემბერი 2018
III ტური: 11-13 ოქტომბერი 2018
IV ტური: 14-16 ოქტომბერი 2018
V ტური: 15-17 ნოემბერი 2018
VI ტური: 18-20 ნოემბერი 2018.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ყოველთვის ვერიდები კრიტიკას ჩვენი ფეხბურთელების, მაგრამ თუ ასეც ვერ გავიდნენ ევროპის ჩემპინატზე ყველას გთხოვთ დაანებეთ ფეხბურთს სხვა ხელობა და პროფესია აირჩიეთ, თავმოყვარეობა იქონიეთ
ზიზუ
11 ოქტომბერი 2017 17:42
3
ესეთი ლოგიკით, ევროპის 30-მდე ქვეყანამ უნდა დაანებოს ფეხბურთის თამაშს თავი. ითამაშონ რას ერჩი, ჩვენც ნუ მოვიშლით ნერვებს. შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ვეღარასოდეს გავალთ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე.
შოთა
12 ოქტომბერი 2017 09:30
3
და მაინტერესებს ჩვნგან არაღიარებულ კოსოვოს როგორ ვეთამაშებით ოფიციალურად
უცხოპლანეტელი
11 ოქტომბერი 2017 23:50
0
ძალიან არ მინდა ამის თქმა მაგრამ,აქაც არაფრია გადაწკვეტილი,მაკედონია,ლუქსემბურგი,სასომხეთი აზერები და ბელორუსია თქვენ ფიქრობთ რომ საქართველო უპირობო ფავორიტია???? მე არ ვარ ის ვინც ვერ ხედავს რაგაც პატარა პროგრესს ამ ბიჭების თამაშში და მინდა რომ არ გავიდნენ ამ ლოგაში თავდაჯერებულები თორე მოლდოვის მაგალითი არც ისე დიდი ხნის წინ იყო
Mamuka
11 ოქტომბერი 2017 21:39
0
მშვენიერი რამ გახლავთ აეგ "დ" თუ "ჭ" ლიგა... წესით, მიღწეულის გამეორება არ უნდა გაგვიჭირდეს და თუ ანდორა, სან-მარინო და გიბრალტარი ჩაგვისვეს ჯგუფში, ისევ პრესტიჟულ ბოლოსწინა ადგილზე გავალთ... ფარერებთან, მალტასთან და ლუქსემბურგთან უფრო გაგვიჭირდება ამ მონაპოვრის შენარჩუნება და თუ ფორტუნამ მთლად გაგვწირა და მაინცდამაინც კოსოვოსთან, დნესტრისპირეთთან, ყარაბახთან, ფერღანასთან, ბაშკირეთის ასსრ-თან, ანაც, ჯვარი აქაურობას და თვითაღიარებულ კატალონიის ავტონომიურ-სოციალისტურ-ფედერაციულ წარმონაქმნთან მოვხვდით (ეჭვი მაქვს, გაგვიჩალიჩებენ), შესაძლოა, სულაც შეგვაძულონ ფეხბურთი სპორტის ამ სახეობაზე უიმედოდ და ცალმხრივად შეყვარებულ ქართველობას...
მსქროლავი ტროლი
12 ოქტომბერი 2017 11:27
2
საშა ჩივაძე ამბობდა ქართველი მწვრთნელების უმეტესობას დაბალი კვალიფიკაცია აქვსო და რასაც ფედერაცია ამათ სწავლებაში დროს და ენერგიას ხარჯავს. ისე ერთი ქართველი მწვრთნელის მომზადება რა გახდა, რომელიც ქართველ ფეხბურთელებს თანამედროვე ფეხბურთის თამაშს ასწავლის და გულშემატკივარს გაახარებს.
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
12 ოქტომბერი 2017 09:33
2
რა აზრი აქვს ესეთ ევროპირველობაზე გასვლას
c
11 ოქტომბერი 2017 20:04
5
D ლიგაში აუტსაიდერები სან მარინო, გიბრალტარი და ანდორა არიან. დანარჩენები, რამდენად სამწუხარო არ უნდა იყოს, საქართველოს ნაკრების დონის, ან უფრო ძლიერებია. ასე რომ, D ლიგაში 4-დან ერთ-ერთ ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა ძალზე გაჭირდება. ცნობილი გამოთქმა-"ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა" მართლდება. ქართული ფეხბურთის შემხედვარე კი სრულიად საწინააღმდეგოს თქმის საფუძველია: საქართველოში ფეხბურთის თამაში დაავიწყდათ! როგორც ბოლო დღეებმა გვიჩვენა, ეს ყველა ასაკს ეხება. 21 წლამდელთა ნაკრების ფარერებთან დამარცხება 1:3 ამას ადასტურებს.
ლევანი
12 ოქტომბერი 2017 10:56
0
ლუქსემბურგიც ჩვენზე ძლიერია. წარსულს და ქვეყნის ზომას ნუ უყურებთ. ლუქსემბურგიც ბელგიის გამოცდილებას მიყვება და იყენებს კიდეც. შემადგენლობას გადახედეთ და მიხვდებით რომ იქ 2 თუ 3 ლუქსემბურგელია ხოლო დანარჩენები ნატურალიზებული ფეხბურთელები ჰყავთ ბალკანური და ესპანური გვარებით.
................
12 ოქტომბერი 2017 00:39
2
აუ ვერ მივხვდი ეს რაღა უბედურებაა? ანუ შესარჩევი აღარ იქნება და ამით გავლენ გუნდები ევროპაზე? სამწუხაროდ ამ ნაკრებებიდან 4 საუკეთესოობამდე ძალიან ძალიან შორს ვართ. გიბრალტარი, ლიხტენშტეინი და სან მარინო ამათ თუ ვჯობივართ საბაოლოო ჯამში ეგეც საკითხავია. სომხეთთან, ლატვიასთან, მაკედონიასთან, აზერებთან, ყაზახებთან ამ ნაკრებს უბრალოდ შანსი არ აქვს. გინდა გერმანიას შეხვედრიხარ და გინდა სომხეთს რა აზრი აქვს? ჩვენთვის ეს გუნდებიც ისეთივე მიუწვდომლები არიან როგორც ის ბობოლები.
dadu
12 ოქტომბერი 2017 10:18
4
dadu-ს. შენი სახელი რა გვარია ბიჭო, ააააააააააა? სალახანიანი არტურა ხარ ხომ? გიცანი, გიცანი, ასკაცა?
დურუ
13 ოქტომბერი 2017 15:51
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული