ერთა ლიგა დაკომპლექტდა: საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ევროპული ზონის შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ უეფას ერთა ლიგის პირველი გათამაშება დაკომპლექტდა. ტურნირის მონაწილე ევროპის 55 ნაკრები ოთხ: A, B, C და D ლიგებში განაწილდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრები, უეფას რეიტინგის გათვალისწინებით, D ლიგაში მოხვდა, რომლის მონაწილეები ასევე არიან: აზერბაიჯანი, მაკედონია, ბელორუსი, სომხეთი, ლატვია, ფარერები, ლუქსემბურგი, ყაზახეთი, მოლდოვა, ლიხტენშტეინი, მალტა, ანდორა, კოსოვო, სან მარინო, გიბრალტარი.

D ლიგის გუნდები 4 ჯგუფში გადანაწილდებიან. ჯგუფის გამარჯვებულები შემდეგ გათამაშებაში C ლიგაში აღზევდებიან.

ლიგის ოთხი საუკეთესო ნაკრები, რომლებიც ევრო 2020-ზე
ვერ მოხვდებიან, 2020 წლის მარტში პლეი-ოფის სისტემით ევროპის ჩემპიონატის საგზურს გაითამაშებს.

ჯგუფური ეტაპის წილისყრა 2018 წლის 24 იანვარს, ლოზანაში გაიმართება.

I ტური: 6-8 სექტემბერი 2018
II ტური: 9-11 სექტემბერი 2018
III ტური: 11-13 ოქტომბერი 2018
IV ტური: 14-16 ოქტომბერი 2018
V ტური: 15-17 ნოემბერი 2018
VI ტური: 18-20 ნოემბერი 2018.
მკითხველის კომენტარები / 20 /
და მარტო ეს შესარჩევი იქნება???აქამდე რა შესარჩევიც იყო ის როდისგა უნდა ითამაშონ.მადლობა პასუხისთვის
ბონდი ჯეიმსი
11 ოქტომბერი 2017 21:43
0
ჩვეულებრივი შესარჩევი 2019 წელს დაიწყება ერთა ლიგის შემდეგ
nase
12 ოქტომბერი 2017 00:15
0
4 გუნდიანი ჯგუფები იქნება
ნიკ
11 ოქტომბერი 2017 21:35
1
მაინტერესებს სულ ჯგუფში რამდენი გუნდი იქნება ან საქართველო რომელ ჯგუფში მოხვდება ნეტა ჩემი აზრით ჯგუფში უნდა იყოს 6 გუნდი ხო მომწერეთვინმემ
gurami
11 ოქტომბერი 2017 20:56
2
4 გუნდიანი ჯგუფები იქნება
ნიკ
11 ოქტომბერი 2017 21:34
0
არა მართლა გადაგვარდნენ ეს ფულიანი ქართველები, როდესაც ფეხბურთი მოკლეს საქართველოში და მაინც გვთავაზობენ თავიანთ ვაისას, თურმე ფულს უყოფს კარგად ფედერაციის მამებს, თქვენი ფეხბურთიც მოვ...ნ და თქვენი უნამუსო ჭკუაც!!! დავაყენოთ რევაზ ძოძუაშვილი ფედერაციის პრეზიდენტად,ვისაც ნამდვილად გულს წვავს ქართული ფეხბურთი, ჩივაძე, გუცაევი, გაბელია, ესენი თავიანთი ქართული გულით და კაცობით თუ იხსნიან ჩვენს მიცვალებულ ფეხბურთს და გამოზრდიან ჟილკიან ბიჭებს და ერთ 10 წელიწადში ეგებ დაიწყოს ფეხბურთის ბუმი ისევ საქართველოში!
gulshematkivari
12 ოქტომბერი 2017 19:00
3
ავტორის გასაგონად თუ წასაკითხად. მთელი სტრუქტურა რომ აღწეროთ ნორმლურად არ შეიძლება? ან ჩვენი ჯგუფიდან (D) რამდნეი გუნდი გადის ევროპაზე ეგ რომ ნორმალურად დაწროთ? მე როგორც გავიგე ორი? ან ვინმემე თუ იცით სად წერი სტატია სადაც შეიძლება გვიგოთ მთლიანი სტრუქრურა როგორ მუშაობს. წინასწარ მადლობა
დავითი
12 ოქტომბერი 2017 12:08
1
არის 16 გუნდი გადანაწილდება 4 ჯგუფად 4 გუნდი თითო ჯგუფში,აქედან ჯგუფის გამარჯვებულები ანუ 4 გუნდი შეხვდება ერთმანეთს პლეი ოფში და გამარჯვებული 1 გუნდი ითამაშებს ევროპას,ასე რომ 16 გუნდიდან 1 ითამაშებს ეროპას.(ეს ჩემი აზრია ბილომდე ნუ მომენდობით) მაგრამ მოცემული ახალი სისტემით სავარაუდოთ მასე იქნება
Levani
12 ოქტომბერი 2017 12:43
0
4 ჯგუფიდან 4 საუკეთესო - ე.ი. ორ-ორი გაიგე, არა?!..
შეგეშალა სამ-სამი გადიან ჯგუფიდან და თანაც პირდაპირ ნახევარფინალურ სტადიაზე...
რა ვერ გაიგე?!...
12 ოქტომბერი 2017 13:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული