ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

მუნდიალი 2018: ციფრები, ფაქტები და საქართველო

AutoSharing Option
უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე მუდმივად ქვეყნდება ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლების სტატისტიკური მაჩვენებლები. ვფიქრობ, ეს მშრალი ციფრები მრავლისმეტყველია და დაგაინტერესებთ...

მოგებები
გერმანია 10
ესპანეთი 9
ბელგია 9
შვეიცარია 9
პორტუგალია 9
პოლონეთი 8
ინგლისი 8

წაგებები
სან მარინო 10
ლიხტენშტაინი 10
გიბრალტარი 10
კოსოვო 9
მალტა 9

ფრე
უელსი 5
საქართველო 5
საბერძნეთი 4
რუმინეთი 4
ირლანდია 4

მოუგებლები
საქართველო
მოლდოვა
ყაზახეთი
სან მარინო
ლიხტენშტაინი
გიბრალტარი
კოსოვო
მალტა

საქართველო იმ ქვეყნების რიგებში მოხვდა, რომელთაც შესარჩევ ციკლში ერთი შეხვედრაც არ მოუგიათ. არადა, ევროპის 55 ქვეყანაში ასეთი მხოლოდ 8 ქვეყანაა. ეს იმ დროს, როცა მოგებები აქვთ ჯგუფების აუტსაიდერებს -
მაკედონიას (3), კვიპროსს (3), აზერბაიჯანს (3), ფინეთს (2), სომხეთს (2), ფარერებს (2), ბელარუსს (1), ლუქსემბურგს (1), ლიტვას (1), ლატვიას (1) და თვით ანდორასაც (1).

ქულები (აუტსაიდერები)
ლიტვა 6
ბელარუსი 5
ლუქსემბურგი 5
საქართველო 5
ლატვია 4
ანდორა 4
ყაზახეთი 3
მოლდოვა 2
კოსოვო 1
მალტა 1
სან მარინო 0
ლიხტენშტაინი 0
გიბრალტარი 0

გოლები
ყველაზე მეტი - 43 გოლი გერმანიამ გაიტანა, რაც საშუალოდ შეხვედრაში 4,3 გოლია და ბუნდესგუნდმა ამით შესარჩევი ციკლების ყველა დროის რეკორდი დაამყარა.

ამ მაჩვენებლით საქართველო 42-ე ადგილზეა და უსწრებს მხოლოდ ლუქსემბურგს, ლიტვას, ყაზახეთს, ბელარუსს, ფარერებს, მოლდოვას, გიბრალტარს, ლატვიას, მალტას, კოსოვოს, ანდორას, სან მარინოსა და ლიხტენშტაინს.

საუკეთესო სამეული
ნაკრები გოლი საშ
1. გერმანია 43 4,3
2. ბელგია 43 4,3
3. ესპანეთი 36 3,6
42. საქართველო 8 0,8

უარესი სამეული
ანდორა 2
სან მარინო 2
ლიხტენშტაინი 1

D ჯგუფი
ნაკრები გოლი საშ
სერბეთი 20 2,0
უელსი 13 1,3
ავსტრია 14 1,4
ირლანდია 12 1,2
საქართველო 8 0,8
მოლდოვა 4 0,4

დარტყმები
დარტყმების სტატისტიკიდან მხოლოდ 4 მონაცემი მოვიყვანეთ: 1 - დარტყმა, 2 - საშუალოდ შეხვედრაში დარტყმა, 3 - კარში წასული, 4 - ძელს (ხარიხას) მოხვედრილი.

პირველი სამეული
ნაკრები დარ საშ კარ ძელ
პორტუგალია 230 23.0 81 5
გერმანია 209 20.9 83 4
ბელგია 198 22.0 88 3

ბოლო სამეული
ნაკრები დარ საშ კარ ძელ
მალტა 41 4.1 10 0
ლიხტენშტაინი 39 3.9 5 0
სან მარინო 19 1.9 4 0

D ჯგუფი
ნაკრები დარ საშ კარ ძელ
ავსტრია 143 14.3 47 3
სერბეთი 131 13.1 48 4
უელსი 125 12.5 38 2
ირლანდია 124 12.4 32 2
საქართველო 121 12.1 33 6
მოლდოვა 68 6.8 20 1

საქართველომ სულ ამ შესარჩევი ციკლის 8 შეხვედრაში მეტოქეთა კარში 108-ჯერ დაარტყა. ანუ საშუალოდ, 13,5-ჯერ შეხვედრაში. აქედან 30 იყო ზუსტი, 43 მიზანს ასცდა, 35 ბლოკირებული იქნა, ხოლო 6-ჯერ ჩვენებმა ძელს მოარტყეს.

საინტერესოა, რომ კარში დარტყმებით საქართველო 22-ე ადგილზეა და ჯგუფშიც კი ერთ-ერთი ლიდერია. ამ მაჩვენებლით უარესი სამეულის გარდა, ვუსწრებთ სერბეთს, ირლანდიას, უკრაინას, ხორვატიას, თურქეთს, საბერძნეთს.

ძელი
საქართველო 6
შოტლანდია 6
ესპანეთი 5
პორტუგალია 5
ხორვატია 5
საფრანგეთი 5

ძელზე გარტყმებით საქართველო არათუ ჯგუფში, მთლიანად შესარჩევი ტურნირის უდავო ფავორიტია - ექვსჯერ ძელს, ჩვენ გარდა, ამ 55 ქვეყანაში მხოლოდ შოტლანდიამ მოარტყა. მაგრამ ზუსტი დარტყმების პროცენტული მაჩვენებელი ძალიან დაბალია - 27,7 პროცენტი.

კუთხურები
საუკეთესოები
ესპანეთი 85
პორტუგალია 79
გერმანია 75

აუტსაიდერები
მალტა 17
გიბრალტარი 9
სან მარინო 8

კუთხურებით საქართველო 45-ე ადგილზეა და ჯგუფში მოლდოვაც უსწრებს.

D ჯგუფი
ავსტრია 68
სერბეთი 63
უელსი 55
ირლანდია 40
მოლდოვა 32
საქართველო 31

თამაშგარეები
ყველაზე მეტი
კვიპროსი 39
გერმანია 37
ესპანეთი 35

ყველაზე ნაკლები
ანდორა 4
მალტა 6
სან მარინო 6

D ჯგუფი
უელსი 8
ავსტრია 17
ირლანდია 18
სერბეთი 20
საქართველო 20
მოლდოვა 24

ბარათები
ამ ნომინაციაში კი შესარჩევი ჯგუფის აუტსაიდერები ლიდერობენ

ყველაზე მეტი ყვითელი
ანდორა 37
ყაზახეთი 33
ლატვია 31

ყველაზე ნაკლები ყვითელი
გერმანია 5
პოლონეთი 9
პორტუგალია 9
ხორვატია 9
26. საქართველო 17

ყველაზე მეტი წითელი
მალტა 4
საბერძნეთი 3
სომხეთი 3
სლოვაკეთი 3

საინტერესოა საქართველოს სტატისტიკა: მეტოქის წინააღმდეგ წესი 134-ჯერ დავარღვიეთ და ზუსტად ამდენჯერვე დაჯარიმდა მეტოქე ჩვენს შეტევებზე. 15 "ყვითელი" აგვიფრიალეს და არც ერთი - წითელი. ეს ევროპაში საშუალო მაჩვენებელია, ჯგუფში კი - მეორე ადგილზე ვართ. ასევეა ბარათების საერთო რაოდენობითაც, თუ წითელ ბარათს 2 ყვითლად ჩავთვლით.

D ჯგუფი
ნაკრები ყვით წით
უელსი 14 1
საქართველო 17 0
ავსტრია 20 0
სერბეთი 19 1
ირლანდია 22 0
მოლდოვა 23 2

ჯარიმები
ლატვია 180
მოლდოვა 180
ანდორა 179
ყაზახეთი 175

მოპოვებული ჯარიმები
ანდორა 163
სერბეთი 156
მაკედონია 155

ერთ-ერთი უარესი
საქართველომ მოუგებლად მეორე შესარჩევი ციკლი ითამაშა: 2010 და 2018 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების.

დასრულებულ ციკლში საქართველომ 5 ქულა დააგროვა: ნაკლები გვქონდა მხოლოდ მსოფლიოს ერთ კვალიფიკაციაში (2010, 3 ქულა), 2014 ციკლში კი ასევე 5 ქულა. ევროკვალიფიკაციაში კი ნაკლები ქულა არასოდეს დაგვიგროვებია: მხოლოდ ევრო 2000-ის შესარჩევში დავაგროვეთ 5 ქულა.

უარესი ადგილი, ანუ მე-6, ოთხჯერ დაგვიკავებია - 2000, 2006, 2008 და 2010 წლების შესარჩევებში.

რა თქმა უნდა, ხალხი კახა ცხადაძისა და ვლადიმერ ვაისის შედეგებსაც ადარებს: ცხადაძის ხელში გუნდმა სამჯერ მოიგო, სლოვაკის ხელმძღვანელობით კი 3 ქულა ერთ ოფიციალურ მატჩიც ვერ მოიპოვა. ცხადაძის დროს ნაკრებმა მეტი ქულაც დააგროვა - 9, ვაისმა - 8. თუმცა, ვაისის ხელში გუნდმა ერთით მეტი გოლი გაიტანა.

საერთოდ, როცა ეს წერილი იწერება, მხოლოდ კულუარულ დონეზეა ცნობილი, რომ ვაისი და ფეხბურთის ფედერაცია თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ვაისის ალტერნატივა ცხადაძეა - უმუშევარი ქართველი მწვრთნელი, რომელმაც გულშემატკივარს ნაკრების იმედი დაუბრუნა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ