გია ცეცაძის აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა საქართველოს ნაკრებზე

AutoSharing Option
დღეს ქართული ფეხბურთისა და საქართველოს ნაკრების მიმართ ქვეყანაში ნეგატიური განწყობა, უიმედობა და ნიჰილიზმი სუფევს, რაც ერთა ლიგის პერსპექტიულმა პროექტმაც ვერ შეცვალა. რა შანსი გვაქვს, რომ ამ ტურნირიდან მაინც მოვიპოვოთ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება?

- ერთა ლიგის ამბები - პირველებში ვართ, ოღონდ, ბოლოში

ამაზე "ლელო" გია ცეცაძეს ელაპარაკა.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, "სამტრედიასა" და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, არსებული უიმედობის ფონზე, აბსოლუტურად განსხვავებულ მოსაზრებებს აჟღერებს და ამბობს, რომ დღეს არსებული შემადგენლობით გუნდს სხვა ამოცანების გადაწყვეტა შეეძლო...

- ერთა ლიგა ევროპის
ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მოხვედრის მცირე იმედს მაინც გვიჩენს, თუ ესეც ილუზიაა?

- ჩვენს შანსზე ლაპარაკს, იცით, საიდან დავიწყებ? საქართველოს ნაკრებს არათუ ერთა ლიგაზე, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის პოტენციალიც ჰქონდა.

- ...იმ საქართველოს ნაკრებს, რომელიც ჯგუფში მე-5 ადგილზე გავიდა და თამაში ვერ მოიგო?!
- დიახ, საქართველოს ჰქონდა გასვლის შანსი! ეს ისეთი ჯგუფი იყო, სადაც მეტოქეებში გრანდები არ გვყავდა - გერმანია, პორტუგალია, ესპანეთი, პოლონეთი, ბელგია. მოლდოვის გარდა, ყველას შანსი 25-25 პროცენტი იყო. პირადად ჩემი აზრი და შეხედულება ასეთია, ამას თავისი ლოგიკაც გააჩნია და ბევრი არგუმენტის მოხმობა შემიძლია.

- ბევრის?!
- დიახ, თანაც, რკინისებური არგუმენტების.

- ერთი არგუმენტი გვითხარით. ფეხბურთელებით დავიწყოთ. ვლადიმირ ვაისმა სერბებთან წაგების შემდეგ პირველად თქვა ღიად, რომ მაღალი მიზნების მისაღწევად საჭირო დონის ფეხბურთელები არ გვყავს...
- ჩვენი ნაკრების თამაშების გარდა, მეტოქეების თამაშებსაც ვუყურებდი, იმის თქმა ძალიან გაზვიადებულია, რომ სხვებს სასწაული შემადგენლობები ჰყავდათ. ფეხბურთელებს არ უნდა შევდგეთ - ჩემი აზრით, საკმაოდ კარგი მოთამაშეები გვყავს. ვაისმა ვინც გამოიძახა თუ არ გამოიძახა, მათი კვალიფიკაცია სადავო არ არის და გუნდიც სათამაშო რგოლების მიხედვით საკმაოდ დაბალანსებული იყო. ამ შემადგენლობით კი მინიმუმ პლეი ოფში გასვლა შეიძლებოდა.

- გოლის გატანა გვიჭირს და...
- მე კი მიმაჩნია, რომ ამ ნაკრებს შეტევის გაძლიერების პოტენციალი გააჩნია. ვაისს ერთში ვერ გავამტყუნებ - მან ამხანაგურ შეხვედრებში თითქმის ყველა ფეხბურთელი ნახა. ისიც გასაგებია, რომ უელსს ბეილი ჰყავს და ის ძალიან მაღალი დონისაა. მაგრამ, რადგან ისინი პრემიერლიგაში თამაშობენ, არ ნიშნავს, რომ ჩვენები უელსელებზე ან სლოვაკებზე ნაკლებნი არიან.

ცალკე კანკავაზე მინდა ვთქვა: მისი ამბავი არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. კაცი 6 თვეა უგუნდოდ არის, ალბათ, მარტო დარბის და მინი-ფეხბურთს თამაშობს. და ამ ყველაფრის მიუხედავად, გასაკვირია, როგორ თამაშობს?! ეს არის მაგალითი, როგორი უნდა იყოს პროფესიონალი სპორტსმენი, რომლისთვისაც ნაკრებში თამაში უდიდესი მოტივაციაა - საერთოდ, ჯაბა მოედანზე რა განწყობითაც გადის, ასევე თამაშობს.

- ერთა ლიგაში ჩვენს პოტენციურ მეტოქეებზეც გკითხავთ. მათ შორის საუკეთესოდ რომელს მიიჩნევთ?
- აქ სერბეთისა და ირლანდია-უელსის დონის არც ერთი გუნდი არ არის. თუმცა, წინასწარ იმის თქმა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდებით, ნაჩქარევი შეფასება იქნება. რამდენიმე ნაკრებია, რომლებიც ამ საგზურისთვის იბრძოლებენ - მაკედონია, ბელარუსი, ალბათ, აზერბაიჯანი, სომხეთი, ლატვია, ლუქსემბურგი და ყაზახეთიც. ფარერის კუნძულებიც საკმაოდ მზარდი ნაკრებია და მასთან მოგებას ახლა ვერავინ დაგეგმავს.

- საერთოდ, ერთა ლიგის პროექტზე, მის პლუს-მინუსებზე რას იტყვით?
- ძალიან კარგი წამოწყებაა. მინუსებზე რა გითხრათ და ბევრი პლუსი აქვს. სხვათა შორის, გარდა იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის კარგი შანსია, ისიც მომწონს, რომ ერთმანეთის პარალელურად, ორი ტურნირი გაიმართება, ევროპის კვალიფიკაცია და ერთა ლიგა, ეს კი მეტი ფეხბურთელის თამაშისა და გამოჩენის შანსია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 31 /
მეგობრებო მე სურვილი მაქვს საქართველოს ნაკრებს ვუხელმძღვანელოანაზღაურებას დი ა ვითხოვ ვაისს რასაც უხდიან იმის ნახევაი მომცენ და მეე მე ვიცი აც უნდა გავაკეთო თუში მეცხვაეებისგან შევადგენ ნაკებს ვეც ერთი მეცხვარეთა ნაკრები ვერ მოგვიგებს რადგან თუშები ჯიგრიანი ხალხია
ინციატორი
10:25 25-10-2017
0
საქართველოში ფეხბურთს მანამდე არ ეშველება სანამ საფეხბურთო ინფრასტრუქტურას არ შევქმნით ,სანამ მწვრთნელ დამრიგებლებს არ აღვზრდით.სხვა დანარჩენი წყლის ნაყვაა და ეს თუ არ იცის ცეცაძემ საქართველოს საუკეთესო მწვრთნელმა აი ზუსტად ამიტომაცა ვართ ასეთ დღეში.მესმის მისიც ოჯახი აქვს სარჩენი და რა ქნას ჰოდა წვალობს კიდეც .საქართველოს გუნდების უმეტესობა ,ერთი ორი გამონაკლისის გარდა ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს თუნდაც საშუალო ევროპული ნახევრადპროფესიული გუნდების სტანდარტებს.
vep1963
16:04 21-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული