გია ცეცაძის აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა საქართველოს ნაკრებზე

AutoSharing Option
დღეს ქართული ფეხბურთისა და საქართველოს ნაკრების მიმართ ქვეყანაში ნეგატიური განწყობა, უიმედობა და ნიჰილიზმი სუფევს, რაც ერთა ლიგის პერსპექტიულმა პროექტმაც ვერ შეცვალა. რა შანსი გვაქვს, რომ ამ ტურნირიდან მაინც მოვიპოვოთ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება?

- ერთა ლიგის ამბები - პირველებში ვართ, ოღონდ, ბოლოში

ამაზე "ლელო" გია ცეცაძეს ელაპარაკა.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, "სამტრედიასა" და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, არსებული უიმედობის ფონზე, აბსოლუტურად განსხვავებულ მოსაზრებებს აჟღერებს და ამბობს, რომ დღეს არსებული შემადგენლობით გუნდს სხვა ამოცანების გადაწყვეტა შეეძლო...

- ერთა ლიგა ევროპის
ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მოხვედრის მცირე იმედს მაინც გვიჩენს, თუ ესეც ილუზიაა?

- ჩვენს შანსზე ლაპარაკს, იცით, საიდან დავიწყებ? საქართველოს ნაკრებს არათუ ერთა ლიგაზე, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის პოტენციალიც ჰქონდა.

- ...იმ საქართველოს ნაკრებს, რომელიც ჯგუფში მე-5 ადგილზე გავიდა და თამაში ვერ მოიგო?!
- დიახ, საქართველოს ჰქონდა გასვლის შანსი! ეს ისეთი ჯგუფი იყო, სადაც მეტოქეებში გრანდები არ გვყავდა - გერმანია, პორტუგალია, ესპანეთი, პოლონეთი, ბელგია. მოლდოვის გარდა, ყველას შანსი 25-25 პროცენტი იყო. პირადად ჩემი აზრი და შეხედულება ასეთია, ამას თავისი ლოგიკაც გააჩნია და ბევრი არგუმენტის მოხმობა შემიძლია.

- ბევრის?!
- დიახ, თანაც, რკინისებური არგუმენტების.

- ერთი არგუმენტი გვითხარით. ფეხბურთელებით დავიწყოთ. ვლადიმირ ვაისმა სერბებთან წაგების შემდეგ პირველად თქვა ღიად, რომ მაღალი მიზნების მისაღწევად საჭირო დონის ფეხბურთელები არ გვყავს...
- ჩვენი ნაკრების თამაშების გარდა, მეტოქეების თამაშებსაც ვუყურებდი, იმის თქმა ძალიან გაზვიადებულია, რომ სხვებს სასწაული შემადგენლობები ჰყავდათ. ფეხბურთელებს არ უნდა შევდგეთ - ჩემი აზრით, საკმაოდ კარგი მოთამაშეები გვყავს. ვაისმა ვინც გამოიძახა თუ არ გამოიძახა, მათი კვალიფიკაცია სადავო არ არის და გუნდიც სათამაშო რგოლების მიხედვით საკმაოდ დაბალანსებული იყო. ამ შემადგენლობით კი მინიმუმ პლეი ოფში გასვლა შეიძლებოდა.

- გოლის გატანა გვიჭირს და...
- მე კი მიმაჩნია, რომ ამ ნაკრებს შეტევის გაძლიერების პოტენციალი გააჩნია. ვაისს ერთში ვერ გავამტყუნებ - მან ამხანაგურ შეხვედრებში თითქმის ყველა ფეხბურთელი ნახა. ისიც გასაგებია, რომ უელსს ბეილი ჰყავს და ის ძალიან მაღალი დონისაა. მაგრამ, რადგან ისინი პრემიერლიგაში თამაშობენ, არ ნიშნავს, რომ ჩვენები უელსელებზე ან სლოვაკებზე ნაკლებნი არიან.

ცალკე კანკავაზე მინდა ვთქვა: მისი ამბავი არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. კაცი 6 თვეა უგუნდოდ არის, ალბათ, მარტო დარბის და მინი-ფეხბურთს თამაშობს. და ამ ყველაფრის მიუხედავად, გასაკვირია, როგორ თამაშობს?! ეს არის მაგალითი, როგორი უნდა იყოს პროფესიონალი სპორტსმენი, რომლისთვისაც ნაკრებში თამაში უდიდესი მოტივაციაა - საერთოდ, ჯაბა მოედანზე რა განწყობითაც გადის, ასევე თამაშობს.

- ერთა ლიგაში ჩვენს პოტენციურ მეტოქეებზეც გკითხავთ. მათ შორის საუკეთესოდ რომელს მიიჩნევთ?
- აქ სერბეთისა და ირლანდია-უელსის დონის არც ერთი გუნდი არ არის. თუმცა, წინასწარ იმის თქმა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდებით, ნაჩქარევი შეფასება იქნება. რამდენიმე ნაკრებია, რომლებიც ამ საგზურისთვის იბრძოლებენ - მაკედონია, ბელარუსი, ალბათ, აზერბაიჯანი, სომხეთი, ლატვია, ლუქსემბურგი და ყაზახეთიც. ფარერის კუნძულებიც საკმაოდ მზარდი ნაკრებია და მასთან მოგებას ახლა ვერავინ დაგეგმავს.

- საერთოდ, ერთა ლიგის პროექტზე, მის პლუს-მინუსებზე რას იტყვით?
- ძალიან კარგი წამოწყებაა. მინუსებზე რა გითხრათ და ბევრი პლუსი აქვს. სხვათა შორის, გარდა იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის კარგი შანსია, ისიც მომწონს, რომ ერთმანეთის პარალელურად, ორი ტურნირი გაიმართება, ევროპის კვალიფიკაცია და ერთა ლიგა, ეს კი მეტი ფეხბურთელის თამაშისა და გამოჩენის შანსია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 31 /
Ai ra Kommentari unda gaaketo....? Eg igive Rom gvetqva samtredias hqonda potenciali ligaze gasuliyoo. Ise sxvatashoris weissi magisgan gansxvavebit .....
Gio13
14 ოქტომბერი 2017 15:51
2
vai gulshematkivars minda utxraa.. ro dacinit yarabaxma mogigoto.. tqve aramcodneboo yarabaxs rogor unda mougos samtrediamm... yarabaxs 50 milioni aqvs biujetii da samtrediis mere kopunhageni gaagdoo.. radgan yarabaxi qvia imito unda gaagdos.. jer is daweret rasgavs samtrediis moedani inprastruqtura da ganvitarebaze mere isaubret.. gia cecadzis prcxiladac ar girxart vinc amas wert.. tqven ra gagiketebiat cxvovrebashi tlikinis meti>>>>>>...////// araperii mxolod sxvisi dacinvit xart dakavebulebi
joria
14 ოქტომბერი 2017 15:50
8
მერე შე დალოცვილო თუ ბურთი არ გაქ და ბუცი არ გაქ რაღას გადიხარ იმ ლიგაზე რო შეარცხვინო საქართველო და შენი ქალაქი? რო გადიხარ და მოსამზადებლად ერთი წელი გაქ და თამაშამდე ერთი კვირით ადრე იმატებ ფეხბურთელებს ეგაა სწორი? და მერე ყარაბაღის ბიუჯეტზე წუწუნებ?! მარა ფული ვიღამ ჭამოს?
luk
15 ოქტომბერი 2017 19:51
1
ამის ფეხის ფრჩხილად ვინ ღირს! და ცხადასის ფეხის ფრჩხილად ღირს ვინმე? ან გეგუჩაძის? და ა,შ.
Kote
15 ოქტომბერი 2017 11:17
2
gia saqartveloshi unichieresiaa da am kacma daamtkica samtrediashi...
unichieresi treneri
14 ოქტომბერი 2017 15:44
14
აი ამისნაირი ჭკუისკოლოფები და ვაისპეციალისტები რომ არიან ჩვენი ფეხბურთის მესვეურნი მიტომაც ვართ საკადრის ადგილზე. ნეტავ თუ ჯერა რასაც ბოდიალობს. ამისნაირებზე ინტერვიუს ჩამორთმევას ჯობია შუშა კიტრს ჩამოართვა უფრო საინტერესო იქნება.
ირაკლი
14 ოქტომბერი 2017 15:17
9
Magali donis mwvrtnelad vicnob am kacs da aseti diletanturi shepasebebi ar ekadreba. Premierligashi rom tamashoben uelselebi da irlandielebi imas ar nishnavs chvenze kargebi ariano :)))) chelsis, sitis, liverpulis, manchesteris winaagmdeg stabiluri tamashi da xabarovskis, uralis, anjis donis gundebis winaagmdeg tamashi ertidaigive yopila :)) shedarebac sasaciloa....
Ako
14 ოქტომბერი 2017 14:58
3
რაღაცაში მართალია ეს კაცი და ვაისმა თუ 1-1 ან 0-1 ჩაიფიქრა ფეხბურთელი არასდროს არ გაიქცევა ქუდ მოგლეჯილი შესატევად და მაგიტომ იყო უელსთან ორჯერ რომ დაარტეყეს კარში ისიც ბურთის გაშვების მერე!! " უსტანოვკას" მწვრთნელი აძლევს მოთამაშეებს და ვინც არღვევს ის მოთამაშე დაჯდება ჯერ სკამზე და მერე საერთოდ მოაშორებენ ნაკრებს!! ვაისმა რა ტაქტიკური მონახაზიც გააკეთა ის ითამაშა ნაკრებმა ყველა თამაშში და არც დამინახია ის რომ ვაის ეყვიროს არიქა შეუტიაეთ თორემ გულშემატკივარი უკმაყოფილოაო! აი ჯგუფში რომ გვყოლოდა გერმანია ან საფრანგეთი რომელიმე გრანდი ან "Uსტანოვკით" გაარღვევდა ვაისის ნაკრებს როგორც გერმანიამ აზერბაიჯანი გაგლიჯა ან და სომხეთის კონფუზი რად ღირს მაგალითად!! ბრძენი კაცი სხვის შეცდომებზე სწავლობს და ჩვენ ფედერაციას თავის შეცდომებზეც არ უნდა ისწავლოს რამე!!
poeti
14 ოქტომბერი 2017 14:53
3
რაც ამას აზერებმა დამართეს კიდე კარგა ლაპარაკობს.DDDDDDDDD
kmnkjhg
14 ოქტომბერი 2017 14:53
4
საქართველოს საუკეთესო მწვრთნელს მაინც მოუსმინეთ!
გუჯა კახაძე
14 ოქტომბერი 2017 14:49
15
და შენ გჯერა რომ ეს ნაკრები ამ დონით, ბრაზილიის, გერმანიის ან ამერიკის ქალთა ნაკრებ გუნდს მოუგებს?
სმაჭამა გართობაში ალბათ კი და ფეხბურთის რა მოგახსენო :)
შოთას
14 ოქტომბერი 2017 14:48
4
სამტრედია ხო დაფრინავდა ამის ხელსჰი ცადი რაააა,რკინისებური არგუმენტები დაგავიცყდა გიააა...გოლის სჰემგდები დავიქირავოტ ვინმე და მოლდოვასმაინც მოუგებტ.
bajo
14 ოქტომბერი 2017 14:46
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული