გია ცეცაძის აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა საქართველოს ნაკრებზე

AutoSharing Option
დღეს ქართული ფეხბურთისა და საქართველოს ნაკრების მიმართ ქვეყანაში ნეგატიური განწყობა, უიმედობა და ნიჰილიზმი სუფევს, რაც ერთა ლიგის პერსპექტიულმა პროექტმაც ვერ შეცვალა. რა შანსი გვაქვს, რომ ამ ტურნირიდან მაინც მოვიპოვოთ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება?

- ერთა ლიგის ამბები - პირველებში ვართ, ოღონდ, ბოლოში

ამაზე "ლელო" გია ცეცაძეს ელაპარაკა.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, "სამტრედიასა" და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, არსებული უიმედობის ფონზე, აბსოლუტურად განსხვავებულ მოსაზრებებს აჟღერებს და ამბობს, რომ დღეს არსებული შემადგენლობით გუნდს სხვა ამოცანების გადაწყვეტა შეეძლო...

- ერთა ლიგა ევროპის
ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მოხვედრის მცირე იმედს მაინც გვიჩენს, თუ ესეც ილუზიაა?

- ჩვენს შანსზე ლაპარაკს, იცით, საიდან დავიწყებ? საქართველოს ნაკრებს არათუ ერთა ლიგაზე, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის პოტენციალიც ჰქონდა.

- ...იმ საქართველოს ნაკრებს, რომელიც ჯგუფში მე-5 ადგილზე გავიდა და თამაში ვერ მოიგო?!
- დიახ, საქართველოს ჰქონდა გასვლის შანსი! ეს ისეთი ჯგუფი იყო, სადაც მეტოქეებში გრანდები არ გვყავდა - გერმანია, პორტუგალია, ესპანეთი, პოლონეთი, ბელგია. მოლდოვის გარდა, ყველას შანსი 25-25 პროცენტი იყო. პირადად ჩემი აზრი და შეხედულება ასეთია, ამას თავისი ლოგიკაც გააჩნია და ბევრი არგუმენტის მოხმობა შემიძლია.

- ბევრის?!
- დიახ, თანაც, რკინისებური არგუმენტების.

- ერთი არგუმენტი გვითხარით. ფეხბურთელებით დავიწყოთ. ვლადიმირ ვაისმა სერბებთან წაგების შემდეგ პირველად თქვა ღიად, რომ მაღალი მიზნების მისაღწევად საჭირო დონის ფეხბურთელები არ გვყავს...
- ჩვენი ნაკრების თამაშების გარდა, მეტოქეების თამაშებსაც ვუყურებდი, იმის თქმა ძალიან გაზვიადებულია, რომ სხვებს სასწაული შემადგენლობები ჰყავდათ. ფეხბურთელებს არ უნდა შევდგეთ - ჩემი აზრით, საკმაოდ კარგი მოთამაშეები გვყავს. ვაისმა ვინც გამოიძახა თუ არ გამოიძახა, მათი კვალიფიკაცია სადავო არ არის და გუნდიც სათამაშო რგოლების მიხედვით საკმაოდ დაბალანსებული იყო. ამ შემადგენლობით კი მინიმუმ პლეი ოფში გასვლა შეიძლებოდა.

- გოლის გატანა გვიჭირს და...
- მე კი მიმაჩნია, რომ ამ ნაკრებს შეტევის გაძლიერების პოტენციალი გააჩნია. ვაისს ერთში ვერ გავამტყუნებ - მან ამხანაგურ შეხვედრებში თითქმის ყველა ფეხბურთელი ნახა. ისიც გასაგებია, რომ უელსს ბეილი ჰყავს და ის ძალიან მაღალი დონისაა. მაგრამ, რადგან ისინი პრემიერლიგაში თამაშობენ, არ ნიშნავს, რომ ჩვენები უელსელებზე ან სლოვაკებზე ნაკლებნი არიან.

ცალკე კანკავაზე მინდა ვთქვა: მისი ამბავი არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. კაცი 6 თვეა უგუნდოდ არის, ალბათ, მარტო დარბის და მინი-ფეხბურთს თამაშობს. და ამ ყველაფრის მიუხედავად, გასაკვირია, როგორ თამაშობს?! ეს არის მაგალითი, როგორი უნდა იყოს პროფესიონალი სპორტსმენი, რომლისთვისაც ნაკრებში თამაში უდიდესი მოტივაციაა - საერთოდ, ჯაბა მოედანზე რა განწყობითაც გადის, ასევე თამაშობს.

- ერთა ლიგაში ჩვენს პოტენციურ მეტოქეებზეც გკითხავთ. მათ შორის საუკეთესოდ რომელს მიიჩნევთ?
- აქ სერბეთისა და ირლანდია-უელსის დონის არც ერთი გუნდი არ არის. თუმცა, წინასწარ იმის თქმა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდებით, ნაჩქარევი შეფასება იქნება. რამდენიმე ნაკრებია, რომლებიც ამ საგზურისთვის იბრძოლებენ - მაკედონია, ბელარუსი, ალბათ, აზერბაიჯანი, სომხეთი, ლატვია, ლუქსემბურგი და ყაზახეთიც. ფარერის კუნძულებიც საკმაოდ მზარდი ნაკრებია და მასთან მოგებას ახლა ვერავინ დაგეგმავს.

- საერთოდ, ერთა ლიგის პროექტზე, მის პლუს-მინუსებზე რას იტყვით?
- ძალიან კარგი წამოწყებაა. მინუსებზე რა გითხრათ და ბევრი პლუსი აქვს. სხვათა შორის, გარდა იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის კარგი შანსია, ისიც მომწონს, რომ ერთმანეთის პარალელურად, ორი ტურნირი გაიმართება, ევროპის კვალიფიკაცია და ერთა ლიგა, ეს კი მეტი ფეხბურთელის თამაშისა და გამოჩენის შანსია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 31 /
ვეთანხმები ამ ადამიანს. სქართველოს ნაკრებს იმაზე მეტი პოტენციალი აქვს ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს
და ის რომ არ ვლინდება შედეგში, ეს არის ფედერაციისა და მწვრთნელის ბრალი.
მე ვნახე სერბეთი-საქართველოს მატჩის (სრულად არა) და ვნახე ჩვენი ქვეჯგუფის გამარჯვებული სერბეთი, აბსოლიტურად არაფრის მქონე, უშინაარსო, უფანტაზიო გუნდი, არაშემოქმედებითი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული.
კარგი მწვრთნელისა და მიდგომის შემთხვევაში ასეთი ნაკრები საქართველოს ორივე მატჩში უნდა დაემარცხებინა
lashamax
14 ოქტომბერი 2017 14:42
16
მანჩესტერ იაუნაიტედის საკვანძო ფეხბურთელი, ჩელსის შემადგენლობაში პრემიერლიგის ჩემპიონი და აქ თქვენთვის მატიჩი არაფრით გამორჩეული ფეხბურთელია...
ამაშია საქმე, თანამედროვე ფეხბურთი უკვე სხვაგანაა და ჩვენი გულშემატკივრების 99% სადღაც 20 წლის წინანდელ ფეხბურთს ვართ ჩაჭიდებული
დავითი
14 ოქტომბერი 2017 15:12
3
gia umagresi treneri xarr da male imedia nakrebshi gixilavt.. mteli samtredia ganicdis shens wasvlass... shen rac samtrediistvis gaakete amas veravin ver shedzlebs
jango
14 ოქტომბერი 2017 14:14
12
Vaiss RAs erchian...jigriani fexburteli AR gvyavs...ver darbian saertod...
lasha qutaisi
14 ოქტომბერი 2017 14:06
8
ხედავ შენ რაში ყოფილა საქმე?:)
ლაშა
14 ოქტომბერი 2017 14:02
4
იოლია გვერდიდან ლაპარაკი უაზრო ამბიციებით. გულშემატკივარზე რა უნდა ილაპარაკო, როცა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელი ამბობს ამ ენით აუწერელ სისულელეს... ზუსტადაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ ტოპ ლიგებში სტაბილური სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ! კლუბებშიც ძირითად შემადგენლობებში უნდა თამაშობდნენ და სტაბილურადაც გაჰქონდეთ მაღალ დონეზე. ვინ გვყავს ასეთი? სად თამაშობენ ჩვენი გუნდის ლიდერები (საერთოდ თუ თამაშობენ) და სად თამაშობენ ბეილი, არნაუტოვიჩი, მატიჩი, ივანოვიჩი, თუნდაც მაკგიდი და ო´ში? შეხედეთ, როგორ ავითარებდნენ ისინი კონტრშეტევებს და როგორ - ჩვენ...
Lasha
14 ოქტომბერი 2017 13:52
4
ნუ, ეს კაცი ზედიზედ ორი აზერბაიჯანული აპერკოტის შემდეგ შოკშია.
ვაპატიოთ მეგობრებო DDDDDDDD
korben dallas
14 ოქტომბერი 2017 13:49
5
სამტრედიამ ხომ დაბდღვნა ჩემპიონთა ლიგა და მეორე ნაკრები დაბრდღვნის. მსოფლიო ჩემპიონატზე კი არა ქალების ტურნირში უნდა ათამაშო ჩვენი ფეხბურთელები, ქალებივით დალასლასებენ მოედანზე...
შოთა
14 ოქტომბერი 2017 13:49
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული