გია ცეცაძის აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა საქართველოს ნაკრებზე

AutoSharing Option
დღეს ქართული ფეხბურთისა და საქართველოს ნაკრების მიმართ ქვეყანაში ნეგატიური განწყობა, უიმედობა და ნიჰილიზმი სუფევს, რაც ერთა ლიგის პერსპექტიულმა პროექტმაც ვერ შეცვალა. რა შანსი გვაქვს, რომ ამ ტურნირიდან მაინც მოვიპოვოთ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება?

- ერთა ლიგის ამბები - პირველებში ვართ, ოღონდ, ბოლოში

ამაზე "ლელო" გია ცეცაძეს ელაპარაკა.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, "სამტრედიასა" და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, არსებული უიმედობის ფონზე, აბსოლუტურად განსხვავებულ მოსაზრებებს აჟღერებს და ამბობს, რომ დღეს არსებული შემადგენლობით გუნდს სხვა ამოცანების გადაწყვეტა შეეძლო...

- ერთა ლიგა ევროპის
ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მოხვედრის მცირე იმედს მაინც გვიჩენს, თუ ესეც ილუზიაა?

- ჩვენს შანსზე ლაპარაკს, იცით, საიდან დავიწყებ? საქართველოს ნაკრებს არათუ ერთა ლიგაზე, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის პოტენციალიც ჰქონდა.

- ...იმ საქართველოს ნაკრებს, რომელიც ჯგუფში მე-5 ადგილზე გავიდა და თამაში ვერ მოიგო?!
- დიახ, საქართველოს ჰქონდა გასვლის შანსი! ეს ისეთი ჯგუფი იყო, სადაც მეტოქეებში გრანდები არ გვყავდა - გერმანია, პორტუგალია, ესპანეთი, პოლონეთი, ბელგია. მოლდოვის გარდა, ყველას შანსი 25-25 პროცენტი იყო. პირადად ჩემი აზრი და შეხედულება ასეთია, ამას თავისი ლოგიკაც გააჩნია და ბევრი არგუმენტის მოხმობა შემიძლია.

- ბევრის?!
- დიახ, თანაც, რკინისებური არგუმენტების.

- ერთი არგუმენტი გვითხარით. ფეხბურთელებით დავიწყოთ. ვლადიმირ ვაისმა სერბებთან წაგების შემდეგ პირველად თქვა ღიად, რომ მაღალი მიზნების მისაღწევად საჭირო დონის ფეხბურთელები არ გვყავს...
- ჩვენი ნაკრების თამაშების გარდა, მეტოქეების თამაშებსაც ვუყურებდი, იმის თქმა ძალიან გაზვიადებულია, რომ სხვებს სასწაული შემადგენლობები ჰყავდათ. ფეხბურთელებს არ უნდა შევდგეთ - ჩემი აზრით, საკმაოდ კარგი მოთამაშეები გვყავს. ვაისმა ვინც გამოიძახა თუ არ გამოიძახა, მათი კვალიფიკაცია სადავო არ არის და გუნდიც სათამაშო რგოლების მიხედვით საკმაოდ დაბალანსებული იყო. ამ შემადგენლობით კი მინიმუმ პლეი ოფში გასვლა შეიძლებოდა.

- გოლის გატანა გვიჭირს და...
- მე კი მიმაჩნია, რომ ამ ნაკრებს შეტევის გაძლიერების პოტენციალი გააჩნია. ვაისს ერთში ვერ გავამტყუნებ - მან ამხანაგურ შეხვედრებში თითქმის ყველა ფეხბურთელი ნახა. ისიც გასაგებია, რომ უელსს ბეილი ჰყავს და ის ძალიან მაღალი დონისაა. მაგრამ, რადგან ისინი პრემიერლიგაში თამაშობენ, არ ნიშნავს, რომ ჩვენები უელსელებზე ან სლოვაკებზე ნაკლებნი არიან.

ცალკე კანკავაზე მინდა ვთქვა: მისი ამბავი არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. კაცი 6 თვეა უგუნდოდ არის, ალბათ, მარტო დარბის და მინი-ფეხბურთს თამაშობს. და ამ ყველაფრის მიუხედავად, გასაკვირია, როგორ თამაშობს?! ეს არის მაგალითი, როგორი უნდა იყოს პროფესიონალი სპორტსმენი, რომლისთვისაც ნაკრებში თამაში უდიდესი მოტივაციაა - საერთოდ, ჯაბა მოედანზე რა განწყობითაც გადის, ასევე თამაშობს.

- ერთა ლიგაში ჩვენს პოტენციურ მეტოქეებზეც გკითხავთ. მათ შორის საუკეთესოდ რომელს მიიჩნევთ?
- აქ სერბეთისა და ირლანდია-უელსის დონის არც ერთი გუნდი არ არის. თუმცა, წინასწარ იმის თქმა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდებით, ნაჩქარევი შეფასება იქნება. რამდენიმე ნაკრებია, რომლებიც ამ საგზურისთვის იბრძოლებენ - მაკედონია, ბელარუსი, ალბათ, აზერბაიჯანი, სომხეთი, ლატვია, ლუქსემბურგი და ყაზახეთიც. ფარერის კუნძულებიც საკმაოდ მზარდი ნაკრებია და მასთან მოგებას ახლა ვერავინ დაგეგმავს.

- საერთოდ, ერთა ლიგის პროექტზე, მის პლუს-მინუსებზე რას იტყვით?
- ძალიან კარგი წამოწყებაა. მინუსებზე რა გითხრათ და ბევრი პლუსი აქვს. სხვათა შორის, გარდა იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის კარგი შანსია, ისიც მომწონს, რომ ერთმანეთის პარალელურად, ორი ტურნირი გაიმართება, ევროპის კვალიფიკაცია და ერთა ლიგა, ეს კი მეტი ფეხბურთელის თამაშისა და გამოჩენის შანსია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 31 /
ნუ, ეს კაცი ზედიზედ ორი აზერბაიჯანული აპერკოტის შემდეგ შოკშია.
ვაპატიოთ მეგობრებო DDDDDDDD
korben dallas
14 ოქტომბერი 2017 13:49
5
ინტერვიუს დასაწყისში ამბობს ამ ჯგუფიდანაც უნდა გავსულიყავითო და ბოლოს ამთავრებს ფარერებთან მოგება მარტივი არ იქნებაო. ცოტა რომ ჩამოვალიბდეთ აზრებში არა?
Felisio
14 ოქტომბერი 2017 17:00
1
აი ამისნაირი ჭკუისკოლოფები და ვაისპეციალისტები რომ არიან ჩვენი ფეხბურთის მესვეურნი მიტომაც ვართ საკადრის ადგილზე. ნეტავ თუ ჯერა რასაც ბოდიალობს. ამისნაირებზე ინტერვიუს ჩამორთმევას ჯობია შუშა კიტრს ჩამოართვა უფრო საინტერესო იქნება.
ირაკლი
14 ოქტომბერი 2017 15:17
9
რაც ამას აზერებმა დამართეს კიდე კარგა ლაპარაკობს.DDDDDDDDD
kmnkjhg
14 ოქტომბერი 2017 14:53
4
სამტრედიამ ხომ დაბდღვნა ჩემპიონთა ლიგა და მეორე ნაკრები დაბრდღვნის. მსოფლიო ჩემპიონატზე კი არა ქალების ტურნირში უნდა ათამაშო ჩვენი ფეხბურთელები, ქალებივით დალასლასებენ მოედანზე...
შოთა
14 ოქტომბერი 2017 13:49
5
ამას ჩვენშიც და ყველგან ჰქვია ინტრიგა. ეტყობა ბატონი გია თავის თვალში დირეს ვერ ხედავს სხვის ბეწვს ეძებს. ბარემ ეთქვა, ნაკრები მე ცამაბარეთო....და მხოლოდ მაშინ ეშველებაო
Zaza
14 ოქტომბერი 2017 21:18
2
იოლია გვერდიდან ლაპარაკი უაზრო ამბიციებით. გულშემატკივარზე რა უნდა ილაპარაკო, როცა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელი ამბობს ამ ენით აუწერელ სისულელეს... ზუსტადაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ ტოპ ლიგებში სტაბილური სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ! კლუბებშიც ძირითად შემადგენლობებში უნდა თამაშობდნენ და სტაბილურადაც გაჰქონდეთ მაღალ დონეზე. ვინ გვყავს ასეთი? სად თამაშობენ ჩვენი გუნდის ლიდერები (საერთოდ თუ თამაშობენ) და სად თამაშობენ ბეილი, არნაუტოვიჩი, მატიჩი, ივანოვიჩი, თუნდაც მაკგიდი და ო´ში? შეხედეთ, როგორ ავითარებდნენ ისინი კონტრშეტევებს და როგორ - ჩვენ...
Lasha
14 ოქტომბერი 2017 13:52
4
ამან ჩამოირეცხა თავის ჭკუით ორმაგი აზერბაიჯანული სირცხვილი და ისევ ჭკუას გვარიგებს? ძეგლი დაუდგეს სამტრედიაში?
გიორგი
14 ოქტომბერი 2017 18:00
1
და შენ გჯერა რომ ეს ნაკრები ამ დონით, ბრაზილიის, გერმანიის ან ამერიკის ქალთა ნაკრებ გუნდს მოუგებს?
სმაჭამა გართობაში ალბათ კი და ფეხბურთის რა მოგახსენო :)
შოთას
14 ოქტომბერი 2017 14:48
4
კიდევ ერთი ნათელი მაგალითი თუ რატომ არ ვანდოთ ნაკრები ქართველ"სპეციალისტს"!
Alex.F.
15 ოქტომბერი 2017 12:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული