ვლადიმერ გუცაევი: დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მის მიუ­ხე­და­ვად, პირ­და­პირ უნ­და ვთქვა ჩე­მი აზ­რი

AutoSharing Option
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩე­ვი ციკ­ლი და­ას­რუ­ლა. შე­დე­გი რო­გო­რიც არის, ყვე­ლამ ვი­ცით - ერ­თი გა­მარ­ჯ­ვე­ბაც კი სა­ნატ­რე­ლი დაგ­ვ­რ­ჩა.

ახ­ლა მომ­ხ­და­რის შე­ფა­სე­ბის ჟა­მი დგას და ჩვენც ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ცოცხა­ლი ლე­გენ­დის, ვლა­დი­მერ გუ­ცა­ე­ვის შე­წუ­ხე­ბა მოგ­ვიხ­და. მან ტრა­დი­ცი­უ­ლად მწვა­ვედ ისა­უბ­რა არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის შე­სა­ხებ...

ვერავის შე­ვა­ქებთ...
- თავ­და­პირ­ვე­ლად შე­ვა­ფა­სოთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის ას­პა­რე­ზო­ბა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩევ ციკ­ლ­ში, თუმ­ცა შე­სა­ფა­სე­ბე­ლი, ალ­ბათ, ბევ­რიც არა­ფე­რია - შე­დე­გი თა­ვის­თა­ვად მეტყ­ვე­ლებს ყვე­ლა­ფერ­ზე...
- დღეს ბევ­რი ლა­პა­რა­კობს იმა­ზე, რომ სა­ქ
არ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა მო­რი­გი შე­სარ­ჩე­ვი ციკ­ლი ჩა­აგ­დო.

ეს ფაქ­ტია, მაგ­რამ მარ­ტო ასე ზო­გა­დი ლა­პა­რა­კით არ გა­მო­ვა არა­ფე­რი და ეს არც ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თის უკე­თეს ხვა­ლინ­დელ დღეს არ­გებს. მი­ხედ­ვა უნ­და ქარ­თულ ფეხ­ბურთს, სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ხედ­ვა.

მარ­ტო ნაკ­რე­ბით მსჯე­ლო­ბა, რომ ჩა­აც­ვა ფორ­მა და გა­უშ­ვა თა­მაშ­ზე, არ არის საკ­მა­რი­სი. ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბი სა­თა­ვეს უფ­რო სიღ­რ­მი­დან იღებს. დღეს ისე­თი ვი­თა­რე­ბაა, რომ ვე­რა­ვის შე­ვა­ქებთ.

ნაკ­რე­ბის­თ­ვის ფეხ­ბურ­თე­ლი სად­მე ხომ უნ­და გა­ი­ზარ­დოს? პირ­ველ რიგ­ში, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რას უნ­და მივ­ხე­დოთ. აქამ­დეც უნ­და მიგ­ვე­ხე­და. უნ­და მივ­ხე­დოთ ბავ­შ­ვ­თა ფეხ­ბურთს.

სად თა­მა­შობს დღეს ჩვენ­თან იმ­დე­ნი ბავ­შ­ვი ფეხ­ბურთს, რამ­დე­ნიც თა­მა­შობ­და ად­რე?! ფეხ­ბურ­თი მა­სობ­რი­ვი სპორ­ტია, მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო ად­რე ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­და...

დღეს მძაფ­რად დგას სტა­დი­ო­ნე­ბის პრობ­ლე­მა. ბევ­რი ბავ­შ­ვი მარ­ტო იმი­ტომ ვერ და­დის ფეხ­ბურ­თ­ზე, რომ სახ­ლ­თან ახ­ლოს არ აქვს სტა­დი­ო­ნი და მშო­ბე­ლი ერი­დე­ბა შორ გზა­ზე მის გაშ­ვე­ბას.

არის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ფაქ­ტო­რიც. სტა­დი­ო­ნე­ბი უნ­და გა­კეთ­დეს აუცი­ლებ­ლად, თუ გვინ­და, რომ უკე­თე­სო­ბა იყოს. არ არის აუცი­ლე­ბე­ლი, გი­გან­ტუ­რი სტა­დი­ო­ნე­ბი იყოს, ორი-სა­მი­ა­თა­სი­ა­ნი კომ­პ­ლექ­სე­ბიც საკ­მა­რი­სია და ჰქონ­დეს გარ­შე­მო 5-6 სა­ვარ­ჯი­შო მინ­დო­რი, რო­გორც ეს ევ­რო­პა­შია.

აგერ, რა დღე­შია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ნაკ­რე­ბი. ეს ხომ ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის მო­მა­ვა­ლია?! ფა­რე­რებ­ზე წა­გე­ბა ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია ყვე­ლას­თ­ვის. მგო­ნი, იქ სულ 15 ბავ­შ­ვი თა­მა­შობს ფეხ­ბურთს, აარ­ჩი­ეს 11 სა­უ­კე­თე­სო და მოგ­ვი­გეს.

ქარ­თულ ფეხ­ბურ­თ­ში ძი­რე­უ­ლი რე­ფორ­მე­ბია გა­სა­ტა­რე­ბე­ლი და სა­ნამ ეს არ მოხ­დე­ბა, რთუ­ლია რა­მე­ზე ლა­პა­რა­კი. მეს­მის, რომ ნაკ­რე­ბი ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ ეს ნაკ­რე­ბი ცალ­კე, ქარ­თუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო მე­ურ­ნე­ო­ბის­გან მოწყ­ვე­ტი­ლად, ხომ ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა?!

არ გვყავს იმ დო­ნის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი...
- და მა­ინც, ცალ­კე უნ­და გკითხოთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­ზე...
- ყვე­ლას მი­მართ დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მის მიუ­ხე­და­ვად, პირ­და­პირ უნ­და ვთქვა ჩე­მი აზ­რი. ჩვენ არ გვყავს იმ დო­ნის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ბო­ლომ­დე და­აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­სა და მოთხოვ­ნებს.

სა­ნაკ­რე­ბო ფეხ­ბურ­თი სულ სხვა დო­ნეა, სხვა მოთხოვ­ნე­ბია, სხვა სიჩ­ქა­რე­ე­ბი... და ამას ყვე­ლა ვხე­დავთ. ასე­ვე ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რა დო­ნის კლუ­ბებ­ში თა­მა­შო­ბენ ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი და ძა­ლი­ან ხში­რად იქ ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბებ­ში მოხ­ვედ­რაც უჭირთ.

ეს ხომ შემ­თხ­ვე­ვით არ ხდე­ბა?! კი­დევ ერ­თხელ ვამ­ბობ - ცალ­კე აღე­ბუ­ლი სა­ნაკ­რე­ბო ფეხ­ბურ­თი ვე­რაფ­რ­ით გან­ვი­თ­ა­რ­დე­ბა. ჯერ თუ­ნ­დ­აც კლ­უ­­ბებს სჭირ­დე­ბათ მი­ხედ­ვა.

რამ­დე­ნი მსხვი­ლი კომ­პა­ნიაა დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში?! რა მოხ­დე­ბა, ისი­ნი მე­ტად რომ ჩავ­რ­თოთ ჩვენს ფეხ­ბურ­თ­ში, კლუ­ბე­ბი რომ ჩა­ი­ბა­რონ ფი­ნან­სუ­რი კუთხით?! დი­დი რე­ფორ­მე­ბია გა­სა­ტა­რე­ბე­ლი. ად­რე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ყვე­ლაფ­რის წყალ­ში გა­დაყ­რა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა? მწვრთნელ­თა სკო­ლა იყო, მსაჯ­თა სკო­ლა იყო... ჩე­მი აზ­რით, ეს დღე­საც ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბა.

...ასე არა­ფე­რი შე­იც­ვ­ლე­ბა
- რას ფიქ­რობთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის მთა­ვარ მწვრთნელ ვლა­დი­მირ ვა­ის­ზე?
- ვლა­დი­მირ ვა­ის­ზე ვერც კარგს ვიტყ­ვი და ვერც ცუდს. სა­ერ­თოდ ვე­რა­ფერს ვერ ვიტყ­ვი, მაგ­რამ ერ­თი რამ ზუს­ტად ვი­ცი - ის, რაც დღეს ხდე­ბა, ვა­ი­სის ბრა­ლი არ არის. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს ვა­ი­სამ­დე, მგო­ნი, 15 მწვრთნე­ლი ჰყავ­და და ვე­რა­ვინ და­დო ის შე­დე­გი, რო­მე­ლიც გვინ­დო­და.

რა გა­მო­დის? პრობ­ლე­მა მწვრთნელ­ში კი არა, სა­დღაც სხვა­გა­ნაა. და­მი­ჯე­რეთ, ვა­ი­სი წა­ვა, მო­ვა სხვა და არა­ფე­რი შე­იც­ვ­ლე­ბა... ჩვენ ამის გა­მოც­დი­ლე­ბა უკ­ვე გვაქვს, ეს წარ­სულ­მა გვას­წავ­ლა.

ალ­ბათ, რა­ღაც არის შე­საც­ვ­ლე­ლი. ორი მი­ლი­ო­ნი რომ მის­ცე დღეს კლუბს, ხვალ აღარ ექ­ნე­ბა ეს ფუ­ლი. ფუ­ლი უნ­და ჩა­ი­დოს ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა­ში - ეს არის გათ­ვ­ლა ხვა­ლინ­დელ დღე­ზე.

- ნუ­თუ, იმის რე­სურ­სი მა­ინც არ გვაქვს, რომ შე­სარ­ჩევ ციკ­ლ­ში ერ­თი თა­მა­ში მო­ვი­გოთ?
- ფეხ­ბურ­თი ძა­ლი­ან რთუ­ლი რა­მაა. არ არის ისე, რომ მარ­ტო და­ხა­ტო რა­ღაც და­ფა­ზე, გახ­ვი­დე და მო­ი­გო. კი, ყვე­ლა და­ხა­ტავს - შენ აქე­დან ჩა­ა­წო­დე, შენ იქ გა­იხ­სე­ნი, შენ იქ დახ­ვ­დი ბურთს და გა­ი­ტა­ნე... მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს შეს­რუ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. არ არის ეს ისე იოლი, რო­გორც შე­იძ­ლე­ბა ერ­თი შე­ხედ­ვით გა­რე­დან ჩან­დეს.

- ერ­თა ლი­გის გა­თა­მა­შე­ბას რო­გორ უყუ­რებთ?
- თა­ვის დრო­ზე თქვა ფრანც ბე­კენ­ბა­უ­ერ­მა - ევ­რო­პა უნ­და და­ი­ყო­სო და ეს ამ გზა­ზე პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯია. გვინ­და თუ არა, უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ ამ­გ­ვა­რი და­ყო­ფა თუნ­დაც დი­დი გუნ­დე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ა­ნაც მი­სა­ღე­ბია.

მა­გა­ლი­თად, ინ­გ­ლი­სის ნაკ­რებ­მა რამ­ხე­ლა მან­ძი­ლი უნ­და გა­ი­ა­როს, ყა­ზა­ხეთ­ში რომ ჩა­ვი­დეს? თა­ვად ვი­ყა­ვი ფეხ­ბურ­თე­ლი და გეტყ­ვით, რომ ძა­ლი­ან ძნე­ლია. მით უმე­ტეს, ურ­თულ­დე­ბა საქ­მე მწვრთნელს ფეხ­ბურ­თე­ლის მო­ტი­ვა­ცი­ის კუთხით... მაგ­რამ, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს ჩვე­ნი შან­სია.

- თქვე­ნი აზ­რით, რე­ა­ლუ­რად რა რე­სურ­სი გვაქვს დღეს?
- თუ იქ­ნე­ბა სწო­რი მიდ­გო­მა, თუნ­დაც ამ ახალ სქე­მა­ში, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, კარ­გი გუნ­დი გვყავ­დეს. ვი­ჭი­და­ოთ თუნ­დაც ყო­ფი­ლი საბ­ჭო­ე­თის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან.

ფაქ­ტე­ბი ყვე­ლა­ფერ­ზე მეტყ­ველ­ებს...
- სულ მინ­დო­და, ეს შე­კითხ­ვა ჩვე­ნი "ოქ­როს თა­ო­ბის" რო­მე­ლი­მე წარ­მო­მად­გენ­ლის­თ­ვის და­მეს­ვა და ახ­ლა ამ შანსს ხე­ლი­დან ვერ გა­ვუშ­ვებ. წა­მით და­ვუშ­ვათ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო თქვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლო­ბი­სას. შეძ­ლებ­დით ევ­რო­პის ან მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვ­ლას?
- მი­მაჩ­ნია, რომ ჩვე­ნი თა­ო­ბა არის და­ჩაგ­რუ­ლი თა­ო­ბა. ამა­ზე ცო­ტა ქვე­მოთ ვიტყ­ვი, ჯერ კითხ­ვას ვუ­პა­სუ­ხებ. მა­შინ­დელ­მა "დი­ნა­მომ" მო­უ­გო იმ "ლი­ვერ­პულს", რო­მელ­შიც თა­მა­შობ­და ინ­გ­ლი­სის ნაკ­რე­ბის 7 ფეხ­ბურ­თე­ლი. და­ვა­მა­ტოთ ამას კე­ი­სი, დალ­გ­ლი­ში და სა­უ­ნე­სი.

ჩვენ მო­ვუ­გეთ "ინ­ტერს", თა­ნაბ­რად ვე­თა­მა­შე­ბო­დით "რე­ალს" და ან­გა­რი­შიც მიგ­ვ­ყავ­და "ბა­ი­ერ­ნ­თან" შეხ­ვედ­რა­ში. ეს ის შემ­თხ­ვე­ვაა, რო­ცა ფაქ­ტე­ბი თა­ვად მეტყ­ვე­ლე­ბს ყვე­ლა­ფერ­ზე...

მაგ­რამ დღეს ჩვე­ნი თა­ო­ბა გა­რი­ყუ­ლია. იმ თა­ო­ბი­დან არა­ვინ მუ­შა­ობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­ში. სა­შა ჩი­ვა­ძე იყო ახალ­გაზ­რ­დუ­ლის მწვრთნე­ლი. ახ­ლა აღარ არის. ჩი­ვა­ძე­ში ხომ არ ყო­ფი­ლა პრობ­ლე­მა? რა, უკე­თე­სი შე­დე­გი გვაქვს ახ­ლა? 19-წლამ­დელ­თა ნაკ­რებ­ში ვმუ­შა­ობ­დი. თა­მა­ში რა­ტომ წა­ა­გეო. ბავ­შ­ვე­ბი ხან წა­ა­გე­ბენ, ხან მო­ი­გე­ბენ. მთა­ვა­რია, დიდ ნაკ­რებ­ში მი­ვიდ­ნენ მზად.

სა­ერ­თოდ, ქარ­თულ ფეხ­ბურ­თ­ში უნ­და მორ­ჩეს ხე­ლოვ­ნუ­რო­ბა. დღეს ბევ­რია ისე­თი მწვრთნე­ლი, სა­ერ­თოდ რომ არ უთა­მა­შია ფეხ­ბურ­თი, ან და­ბალ დო­ნე­ზე უთა­მა­შია. რა­ღაც ხომ უნ­და უთხ­რას ბავ­შ­ვ­მა მშო­ბელს, ჩემს მწვრთნელს აი, ამ დო­ნე­ზე აქვს ნა­თა­მა­შე­ბიო?!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 55 /
მადლობა ვოვა იმ ბედნიერი და ლამაზი წუთებისათვის, რომელიც შენ მაჩუქე პირადად მე! გაიხარე და ყოველივე საუკეთესოს გისურვებ!
პ.ს. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ულამაზეს გოლად მიმაჩნია ვოვა გუცაევის მიერ გატანილი გოლი მოსკოვის "ტორპედოს" კარში 1978 საჩემპიონო წლის ბოლო თამაშში (2:2). ნამდვილ გულშემატკივრებს თუ გახსოვთ, გამომეხმაურეთ! მაინტერესებს ჩემს გარდა თუ ახსოვს კიდევ ვინმეს!!!!
gulshematkivari
21 ოქტომბერი 2017 17:33
0
ეს ის გოლია, მარცხენა "კრაიდან", კუთხურის ზონიდან რომ გაიტანა?
ILIA
21 ოქტომბერი 2017 19:09
0
maxsovs gaixaree
kaxa
22 ოქტომბერი 2017 21:57
0
ყველა გამოხმაურება
ჩემო ვოვა თქვენ სწორად აღნიშნეთ,მარტო მწვრთნელი რაღას იზამს თუ ბუნებამაც არ უშველა.თქვენი და ცოტა წინა პლეადის ნაირი ფეხბუეთელები,ალბათ საუკუნეშიც ერთხელ არ იბადებიან.ფეხბურთელად უნდა დაიბადო.სამწუხაროდ ჯერ არ დაბადებულან თქვენნაირები-აბა გვარებიც როგორი იყო,ნებისმიერი ადამიანი გცნობდათ ქუჩაში,ახლა ჩვენ ფეხბურთელებს ვერავინ ცნობს,იმიტომ ,რომ არაფერს წარმოადგენენ.
იანოშ ფარკაში
20 ოქტომბერი 2017 22:45
1
სრულიად ვეთანხმები იანოშ ფარკაშს!100 %-ით
ფლორიან ალბერტი
21 ოქტომბერი 2017 08:41
1
მე პირადად შევესწარი 2000 წელს 17 წლამდელებთა ვარჯიშს,მწვრთნელი იყო ერთერთი-- იმ დიდი დინამოპდან-არ დავასახელებ გვარს.დაიწყო ვარჯიში ეუბნება ბიჭებს--ჯერ თეორიული მომზადება გვაქვს ყველანი აქ მოდით ტრიბუნებთანო--მეც შემთხვევით იქ ვიჯექი და ახლო მივჩოჩდი,დამაინტერესა როგორი იყო თეოროიული მომზადება:: მოვიდნენ შეგროვდნენ და დაიწყო--მოკლეედ ისე უნდა ითამაშოოთ როგორც ჩვენ ვთამაშობდით იმ წლებში,გაიგეეთ? თავი დაუქნიეს ბიჭებმა -გავიგეთო.ხოდა მწვრთნელი იძახის--ხოდა აბა ვსოო--დავაი წავიდა,წავიდა მი ნდორზეეე გახურდიიით

ეს იყო თეორიული მომზადება. ის დღე არ მავიწყდება-თეორიული მომზადება რო ამ დონეზე ქონდათ სხვა მომზადებები რა დონეზე ექნებოდათ და აჰა აგერ შედეგიც დღეს---ფ ა რ ე რ ე ბ ი
ამით იმის თქმა კი არ მინდა რომ ვოვასდროინდელი მწვრთნელები არ ვაგროდნენ--არა--იმათი შე3მდგომიც ესეთი დონისანი არიან,არცერთი მწვრთნელი არ ცდილობს გაზარდოს თავისი თავი რატა სხვები გაზარდოს მომავალში--პლუს ამას ინფრასტრუქტურა რომელიც ნულზე დაბლაა და გვააქვს დღეს ის რაც გვაქვს,მე პირადად გამოსავალს ვერ ვხედავ.
მახო
20 ოქტომბერი 2017 23:27
4
შენც კაი აფერისტი ხარ
m.m
21 ოქტომბერი 2017 00:00
9
რეფორმები არის გასატარებელი დაიწყეთ ბავშვთა ფეხბურთიდან.
jorj
20 ოქტომბერი 2017 17:05
1
ახლა არჩევნები ჩაივლის და ყველაფერი კარგად იქნება ჩემო "საყვარელო" ხალხო. ფეხბურთი აყვავდება საქართველოში,განაცხადეს ჩვენმა სასიქადულო და ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულმა პოლიტიკოსებმა:):):)
ლაშა
20 ოქტომბერი 2017 16:03
9
ვოვა ყველაფერს მართალს ამბობს, ერთი გამორჩა. მაშინ ქართველები ფეხბურთით ვცხოვრობდით, გვიხაროდა, დინამოს სტადიონიდან გულშემატკივრებმა ერთხელ ფეხით ვიარეთ გორამდე, გვიან დაიწყო თამაში და გვიან დამთავრდა, მგონი კიევთან, არ იყო ჭამის პრობლება, დღეს კი ყველაფერი ფულია და არა სული, სული რომელიც ფეხბურთით ხარობდა.
როგორც ბიტლების დრო აღარ დაბრუნდება, ისე დინამოს დრო.
jemali goridan.
21 ოქტომბერი 2017 12:42
1
ეჰ, რა დრო იყო...
ვოვას და დათოს სიარულის მანერითაც კი ვბაძავდით...
ეხლა ნაკრების ზოგ წევრს სახეებითაც ვერ ვცნობთ...
ILIA
21 ოქტომბერი 2017 11:32
1
საქართველოში თუ გვინდა ფეხბურთი დაბრუნდეს ხალხში და ხალხი ფეხბურთში, მგონია რომ ამიერკავკასიის რესპუბლიკებში საერთო ჩემპიონატი უნდა გაკეთდეს და ჩატარდეს,მაშინ ფეხბურთელიც მოინდომებს და ხალხიც მივა სტადიონზე საყურებლად და თავის გუნდის საგულშემატკივროდ, დონეც აიწევს და საინტერესო ჩემპიონატი გამოვა, ამასთანავე დონეც აიწევს.. აი ეს არის ჩემი ოცნება, როგორც გულშემატკივარი..
ო.კ.
20 ოქტომბერი 2017 21:45
3
ამიერკავკასიის ჩემპიონატში ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა? საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, მთიანი ყარაბახი, ნახიჭევანი, სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი?! )) სომხეთის და აზერბაიჯანის გუნდების ურთიერთშეხვედრები სად უნდა გაიმართოს?! ))
aburjga
21 ოქტომბერი 2017 11:56
1
ქართველი ფეხბურთელები თანამედროვე სისწრაფეებს ვერ უძლებენ და კარგი იქნებოდა თქვენი გამოცდილება ამ კუთხით გამოეყენებინათ ან თუნდაც უცხოელი ძლიერი სპეციალისტი მოეწვიათ. ყველას გვახსოვს თქვენი საოცარი დრიბლინგები. დღეს ქართველების გარდა ყველა დარბის და ძირითადად ამ კომპონენტით გვიგებენ, თორემ ბურთი ჩვენმა ბიჭებმაც იციან.
შოკირებული გულშემატკივარი
21 ოქტომბერი 2017 13:45
0
სულ მაინტერესებდა და ვნატრობდი რევაზ ძოძუაშვილი დაენიშნათ ნაკრების დამოუკიდებელ(!) მწვრთნელად, კაცი, რომელიც ლატვიაში ერთ დროს პირველ კაცად აღიარეს. არა და არა, ისე ვბერდებით ორივე, ნატვრა ვერ ავიხდინე.
zurab
20 ოქტომბერი 2017 20:05
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული