ვის მისცეს ხმა ვლადიმირ ვაისმა და ჯაბა კანკავამ ფიფას დაჯილდოებაზე

AutoSharing Option
23 ოქტომბერს ლონდონში ფიფას The Best-ის პრემიის დაჯილდოება გაიმართა.

ზედიზედ მეორედ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო აღიარეს, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად მადრიდის "რეალის" თავკაცი ზინედინ ზიდანი დაასახელეს.

- ფიფამ რონალდო მიჯრით მეორედ დაასახელა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად

წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის დასადგენად ფიფა გამოკითხვას ნაკრებების მთავარ მწვრთნელებსა და კაპიტნებს შორის ატარებს.

საინტერესოა, რა არჩევანი გააკეთეს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა და კაპიტანმა ჯაბა კანკავამ.

ვლადიმირ ვაისი
საუკეთესო მწვრთნელი:
1. ზინედინ ზიდანი, 2. ანტონიო კონტე,
3. ჟოზე მოურინიო

საუკეთესო ფეხბურთელი:
1. ლიონელ მესი, 2. კრიშტიანო რონალდო, 3. ლუკა მოდრიჩი

ჯაბა კანკავა
საუკეთესო მწვრთნელი:
1. ზინედინ ზიდანი, 2. დიეგო სიმეონე, 3. პეპ გვარდიოლა

საუკეთესო ფეხბურთელი:
1. კრიშტიანო რონალდო, 2. ლიონელ მესი, 3. ნეიმარი
მკითხველის კომენტარები / 17 /
ეხ ჩვენქინქლაძეს რომ ახლა ეთამაშა?
რა ვიცი
09:54 25-10-2017
0
ყველაზე ლამაზი გოლები მაინც იბრაგიმოვიჩს აქვს გატანილი!არ მეთანხმებით?
მესიც და რონალდოც ორივე საუკეთესოა დღეს მაგრამ პელეს და მარადონასთან ვერ მივლენილი!
დავით 67
22:46 24-10-2017
4

სიახლეები პოპულარული