ლევან კობიაშვილი: ქომაგმა უნდა იცოდეს ის არგუმენტები, რის გამოც ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გაზეთ "ლელოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

ვაისს ფინანსები არ აინტერესებს...
- უნდა გკითხოთ ვლადიმირ ვაისზე. ვიცით, რომ მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობა მიმდინარეობს. რა ვითარებაა ამ მხრივ?
- ჩვენი სურვილია, რომ ვლადიმირ ვაისი დარჩეს საქართველოს ნაკრებში და ამაზე ადრეც ვილაპარაკე. ცოტა ხნის წინაც შევხვდით ერთმანეთს და კიდევ შევხვდებით. შეიძლება ითქვას, ერთ საერთო წერტილამდე ვართ მისულები. რა თქმა უნდა, გულშემატკივარმა უნდა იცოდეს ის არგუმენტები, რის გამოც ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ.

მე არ
გავურბივარ პასუხისმგებლობას და ვამბობ, რომ იყო შეცდომები როგორც ფედერაციის, ისე ფეხბურთელებისა და ვაისის მხრიდან, მაგრამ კარგად ვიცი ნაკრების შიდა სამზარეულო და ისიც ვიცი, როგორი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთში ფეხბურთელებსა და მწვრთნელს. ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.

ხოლო იმას, რომ საქართველოს ნაკრებმა მოგების გარეშე ჩაამთავრა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი, ჩემზე მეტად განიცდის ის ხალხი, ვინც ვაისთან ახალი კონტრაქტის გაფორმების წინააღმდეგია? ეს შედეგი ჩემთვისაც მიუღებელია და არც მე ვარ ბედნიერი ამის გამო.

როცა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხარ და ნაკრებს ასეთი შედეგი აქვს, ახალი კონტრაქტი სხვანაირად აღიქმება, მაგრამ ჩვენ მაინც მივდივართ ამაზე. ამას მარტო იმიტომ არ ვაკეთებთ, ყოველ შესარჩევ ციკლში მწვრთნელი არ იცვლებაო, რომ ამბობენ. ესეც არის ერთ-ერთი არგუმენტი, მაგრამ დამიჯერეთ, ვლადიმირ ვაისი არ არის საქართველოს ნაკრების პრობლემა.

გეგუჩაძის მჯერა
- რით ახსნით ახალგაზრდული ნაკრების სასტარტო ფიასკოს?
- ეს ჩემთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო, მაგრამ მე მაინც მჯერა გია გეგუჩაძის სამწვრთნელო კვალიფიკაციის და მჯერა, უახლოეს ორ თამაშში მოედანზე სულ სხვა გუნდს ვნახავთ.

მწვრთნელი არ არის ამ ნაკრების პრობლემა. მიმაჩნია, რომ თუნდაც ფეხბურთელების მიდგომა საქმისადმი უშუალოდ მინდორზე უნდა იყოს ცოტა სხვანაირი.

ზესტაფონის თემა მალე დაიხურება
- კოკაია ახსენეთ და, "ზესტაფონის" თემასაც შევეხოთ, რომელიც წინა ფედერაციიდან მემკვიდრეობით "გადმოგყვათ"...
- ჩვენი აზრით, "ზესტაფონი" სჭირდება ქართულ ფეხბურთს და საქართველოს ჩემპიონატი, ძლიერ "ზესტაფონთან" ერთად, უფრო ძლიერი ტურნირი იქნება. იყო შეხვედრა და ორივე მხრიდან არის მზაობა, რომ ეს საკითხი მოგვარდეს, ეს თემა დაიხუროს ისე, როგორც უკეთესი იქნება ქართული ფეხბურთის ინტერესებისთვის. ჯერ დეტალურად ვერ ვილაპარაკებ. მიდის მუშაობა ამ საკითხზეც...

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 31 /
ამან ალბათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა ტოტალიზატორში მოიგო!!!
jirki
01 ნოემბერი 2017 14:51
1
უტვინოების საყურადღებოდ--კობიაშვილს ევალება ქართული ფეხბურთის განვითარება სწორი მენეჯმენტის გამოყენებით.განვითარებისათვის საჭირო მენეჯმენტის დანერგვა, ბავშვთა ფეხბურთის განვითარება.ფეხბურთის განვითარებისათვის ფუნდამეტური გეგმის შედგენა გერმანიის ან სხვა ქვეყნის გამოცდილების ხარჯზე და არა პარლამენტში მთქნარება და ფულის კეთება ჩვენს ხარჯზე...
status quo
01 ნოემბერი 2017 17:53
0
და სწორი მენეჯმენტი რომელი მიმართულებით დაინახე? ბავშთა ფეხბუბურთი? ჩემპიონატის დონე? საკლუბო რეიტინგი ? თუ რა?? გეგონება ქართული ფეხბურთი ააშენა და პარლამენტში გაიქცა
ლაშა
01 ნოემბერი 2017 20:07
0
ამ ხალხს ფეხბურთის დონის გამოსწორება ისევ ნაკრებით უნდათ. ნეტარ არიან მორწმუნენი.
haha
01 ნოემბერი 2017 14:19
2
ერთი ჭეშმარიტება იცოდე, ბატონო ლევან ჩვენ ქართველები ვართ( ხაზს ვუსვამ) და დასვლეთისკენ საზღვარგადალახულების და ირიენტირებულების შეხედულებებს ვერ გავიზიარებთ, ბევრ რამეში. ნუ ეცდებით,რომ დაგვარწმუნობთ თქვენი პოზიცია მხოლოდ დემოკრატიულ იდეებს უჭერს მხარს. არც ჩვენ დავრჩით იმ მორჩილ საზოგადოებად, რომელიც ვერ არჩევს ჩვენთვის ეროვნული იდენტობის საზიანოს და საკეთილოს. ეს გაფრთხილებაა!!!
DEVI
01 ნოემბერი 2017 17:19
1
ფული ფული და ფული სხვა თქვენ არაფერი გაინტერესებთ.
amiran
01 ნოემბერი 2017 15:44
0
marshelebis sayuradgebod:vercerti tamashi rom ver moviget da isev vaisas toveben,stadionebs rom angreven ai mashin rom gamosuliyavit 500is nacvlad movidoda 5000i.ara lgbt.ara okupacia.ara ngreva stadionebis da ara miwebis gayidva.naxavdit xutasi movidoda tu xutiatasi
euhh
01 ნოემბერი 2017 12:46
0
გასაგებია რომ გადაცამტვერდა ფეხბურთი საქართველოში და სანმარინოს დონეზე დავედით, მაგრამ აი მართლა არ მესმის კობიაშვილმა რა უდნა ქნას როცა ნავალოვსკიმ ფლანგიდან ჩაწოდება არ იცის?! ან კანკავა რომ უგუნდოდაა, ან ყველაზე "მაგარი" ფეხბურთელი, სანამ დაიმტვრეოდა, კრასნოდარის ზამენაზე რომ ზის, ან რომელიმე ბატეს განაცხადში რომ ვერ ხვდება, ან სერია ბ-ში რო გვყავს ყველაზე მაგარი თავდამსხმელი და ისიც დამტვრეული, ან ყველაზე სწრაფად მთელს ნაკრებში ცენტრალური მცველი რომ დარბის და არა თუგინდ ნახევარმცველი, ან "პერსპექტიული" ყაზაიშვილი რომ ამერიკაში წავიდა ბებრების ჩემპიონატში ფულის საშოვნელად.. და კიდე რამდენი ჩამოვთვალო, სერიოზული პრობლემებია ფეხბურთელების კვალიფიკაციებში. ამ ზემოთ ჩამოთვლილ (და არ ჩამოთვლილ) ფეხბურთელებს ფეხბურთის თამაში (ამას თუ თამაში ქვია) ნასწავლი აქვთ ახალკაც/ჟორდანია/სიჭინავ-არველაძეების დროს ხო??? ანუ ამ ვაი ფეხბურთელების თაობა წინა ფედერაციების "გაზრდილები" არიან!!!! კობიაშვილის დროს "გაზრდილები" ჯერ ეროვნულში არ ჩანან!! აი როცა გამოჩნდებიან და თუ ამ თაობასავით არაკვალიფიციურები იქნებიან, მერე უნდა ვაკრიტიკოთ კობიაშვილი.. ანუ ფეხბურთელთა ამ თაობას ვაისი გაწვრთნის თუ სხვა, კობიაშვილი უპრეზიდენტებს თუ სხვა, არაფერი ეშველება სამწუხაროდ..
ლევან
01 ნოემბერი 2017 13:40
7
მერე უკვე აღარ იქნება აღარც ფეხბურთი და აღარც კობიაშვილი!! როცა გეძლევა შანსი მაშინ უნდა გამოიყენო და მერეზე მერე ილაპარაკო!! მემგონი ვაისმა და ლევანმა შანსი გაუშვეს ხელიდან და ფედერაცია კიდევ მაგათი საკუთრება ხომ არ არის რომ მერეებით ილაპარაკონ!!
levani
01 ნოემბერი 2017 15:38
1
xalxi ukve mxars, rom ar gichert ik shedegis migtevaze saubari zedmetia, raz ufro adre taxval mit ufro gagvaxarebt!
qomagi
01 ნოემბერი 2017 16:47
0
coyaxanshi kaladze amas shinagan sqqmeta ministrad ro dagisvavt da jamarauls jandacvis mere ijeqit da uyuret
Lasha
01 ნოემბერი 2017 16:27
0
წარმატებას გისურვებ კობი...
გია-11
01 ნოემბერი 2017 10:33
29
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული