ვლადიმირ ვაისი: მე ყოველთვის ვიქნები კაშიას და კანკავას გვერდით

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 10 ნოემბერს კვიპროსს და 13 ნოემბერს ბელორუსს დაუპირისპირდება.

- რატომ არ არის გამოძახებული საბა კვირკველია?
- საბა არ არის ცუდი მოთამაშე. ბოლო პერიოდში საკმაო დატვირთვები ჰქონდა კლუბში, ნემსებსაც იკეთებდა მცირე ტრავმის გამო. ცხადია, ძირითადი შემადგენლობის განუყოფელი მოთამაშეა და რომ მოიშუშებს ტრავმას, დაგვიბრუნდება.

- ახალი კონტრაქტის საკითხი როგორია ამ დროისთვის, თუ არის შეთანხმებული ყველა დეტალი?

- მე გადავწყვიტე და ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ ორი წელი ვიმუშავებ საქართველოს ნაკრებში.

-
შეაფასეთ საქართველოს ნაკრების მეტოქეები, რომლებსაც მომავალ თამაშებში დავუპირისპირდებით...

-ასე ვთქვათ, ისეთი გუნდებია, რომლებსაც შევხვდებით ერთა თასზე და ეს თამაში წაგვადგება, რომ მეტოქეებს გავეცნოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთი წლით ადრე დავგეგმოთ ყველაფერი. მომავალი შემოდგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა იმედი გვქონდეს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის. ჩვენ ავარჩიეთ გორი და ქუთაისი იმიტომ, რომ საქართველოს რეგიონებშიც ნახოს ხალხმა ნაკრების თამაში.

- ახალი ტაქტიკა ხომ არ შეგიმუშავებიათ ამ თამაშებისთვის?
- პირველ თამაშს ვითამაშებთ 4-3-2-1 ტაქტიკით. მე მინდოდა, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მიმეცა შანსი, ისეთებისთვის, როგორებიცაა: სიხარულიძე, ლობჟანიძე, პაპუნაშვილი. მართალია, არ გვყავს წამყვანი მოთამაშეები დღეს, მაგრამ ისინი ჩვენი განუყოფელი ნაწილები არიან.

- ბაჩანა არაბულს რატომ არ იძახებთ?
- სად არის გამორჩეული არაბული? ერთი წლის წინ ჩვენთან ერთად იყო და ვიცი მისი შესაძლებლობები. მე გამოვიძახე სხვა ფეხბურთელები, ვისაც ვთვლიდი საჭიროდ.

- რამდენად კმაყოფილი ხართ ახალგაზრდა ფეხბურთელებით და მათი გარჯით ვარჯიშზე?

- რაც შეეხება ვარჯიშის პროცესს, ჩამოსვლიდან არანაირი პრობლემა არ გვქონია ახალგაზრდებთან. საწვრთნელი პროცესი არის მომზადება მატჩისთვის და რა თქმა უნდა, არის პრობლემები. უნდა ვილაპარაკოთ ისევ ვერგამოყენებულ მომენტებზე, ამას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება და გამოვასწოროთ.

- შესაძლებელია, მომავალ თამაშებზე გურამ კაშიას მიმართ იყოს გარკვეული პროტესტი. რა შეგიძლიათ უთხრათ გულშემატკივარს?

- მე ყოველთვის ვიქნები კაშიას და კანკავას გვერდით. ფაქტობრივად, ისინი არიან ყველაზე პროფესიონალი ფეხბურთელები ქართულ ფეხბურთში. ეს ადამიანები არიან პატრიოტები და ყოველთვის მზად არიან ნაკრებში სათამაშოდ.
მკითხველის კომენტარები / 16 /
arabulze rom sheekitke zurnalisto ratom araa gamozaxebulio daglija, tkvets varskvlavebs, sxva vinmeze mainz gekitxa ratom ar arian gamozaxebulio? igive sxirtladze, ebralidze, chanturia....
qomagi
10 ნოემბერი 2017 01:39
0
სომხებმა ბოლორუსები 4-1 გაანადგურეს!! ჯერი შენზეა ვაის!!
ნოდარი
09 ნოემბერი 2017 19:57
2
უი, წაი ახლა ბიძიკო შენ... წაი წაჭიკჭიკდი
ჭიჭიკო
09 ნოემბერი 2017 19:36
16
ხალხნოოო! ნუ გეშინიათ აწი ვაის(ს) ვერ გავეყარეთ და ვუის როგორ შევეყრებით?
ვასილიჩი
09 ნოემბერი 2017 17:11
2
კოტე შენ ვაისის ხელფასზე ნუ სწუხხარ,მაგას დოლარში აძლევენ.
სტატუს ქუო
09 ნოემბერი 2017 16:52
0
opicialur tamashebze shecvlebis shishit shaqari uwevs.amxanagur tamashebze aramowmebs im bichebs inc sbeizleba dziritadshi motamawhetagantravmarommiigos vi mem icodes visunda daeyrdnos...esori atchi vaissda kobiashvils motamasheebis asarchevad kiarundat aramedundat moigon rom vaisis darchenas gamartleba miscen da egaa ubedureba(es chemipiradi azria ratqmaunda)amitom davwere pirveli komentari
euhh
09 ნოემბერი 2017 16:46
0
ეს მარგველაშვილი კარტოფილის და სტაფილოს მოყვანის გარდა თუ რამეს აკეთებს ნეტა!
ვაი ჩვენს პატრონს
vai
09 ნოემბერი 2017 16:38
4
რა გჭირთ ხალხო, რა ჯანდაბა გეტაკათ?? ამდენი უარყოფითი კომენტარი რა უბედურებაა? ვაისმა რაც გააკეთა ნაკრებს აქვს თავისი ხელწერა. ვუტევთ, დაცვასი ყრუდ არ ვსხედვართ და დიდი ანგარიშით არ ვაგებთ. წავა ვაისი და რა. მოვა მერე ცხადაძე და რამდენიმე წაგების შემდეგ მასაც დაუწყებთ ლანძღვა-გინებას. ცხადაძემ არ წააგო პოლონეთთან 0:4 და ესტონეთთან 0:3?? ესტონეთი ჩვენზე ძლიერი ნაკრებია?? ბელორუსთან რომ მოგებას ვითხოვთ, ბატე უკვე წლებია ჩემპიონთა ლიგას და ევროპა ლიგას თამაშობს(ბაიერნს მოუგო სახლში). აპოელი და ომონია სტაბილურად თამაშობენ ევროტურნირებს. ჩვენ? ჩვენი კლუბები პირველ საკვალიფიკაციო ეტაპებს ვეღარ ლახავენ. და ამის მიუხედავად ვითხოვთ უეჭველი მოგებას ბელორუსთანაც და კვიპროსთანაც.
კი ბატონო მეც მინდა მოგება, მაგრამ ვერმოგების შემთხვევაში მიწაში არ ჩავდებ არც ვაისს და არც ფეხბურთელებს. ერთადერთი რაც არ მომეწონა ვაისში არის ის, რომ არაბულზე და ზოგადად ფეხბურთელზე ასე უტაქტოდ არ უნდა ილაპარაკო, მეტი დიპლომატიაა და ზრდილობა-ტაქტი.
წარმატებები ბიჭებს ორივე მატჩში!
georgian
09 ნოემბერი 2017 16:26
12
სრულიად გეთანხმები..... 100 პროცენტიანი ხარ.....
elgvisa
10 ნოემბერი 2017 16:05
0
რითი ვჯობივართ ბელორუსს და კვიპროსს (სმას არ ვგულისხმობ)უნდა წავაგოთ მაგათან.
reso
09 ნოემბერი 2017 16:17
7
საბა კვირკველიასთან დაკავშირებით ვეთანხმები ვაისს, ის დღეს ერთადრთი ფეხბურთელია ვისაც ვერცერთი ქართველი ვერ ჩაანაცვლებს და მაგას ტესტ მატჩი არ ჭიდება, მთავარია ახლა ეს ბიჭი ჯამრთელად გვყავდეს, ჯანო და ოქრიაშვილიც მალე უნდა გამოჯმრთელდნენ და რაღაც ბირთვი ჩამოყალიბებული იქნება, ჩემი აზრით თავდასხმაში თამაში კაჭარავასა და სიხარულიძეზე უნდა აეწყოს ან კიდე ვინც უკეთ შეცვლის სიხარულიძეს, დანარჩენ კომპონენტებში საკმო კონკურენცია გვაქვს ჩვენი ნაკრებიდან გამომდინარე.
roma
09 ნოემბერი 2017 16:12
6
რომა სწერს,საქართველოს ნაკრებიდან გამომდინარეო და არ მესმის რატომაა მისი აზრი მიუღებელი.მე ვეთანხმები.
რაც შეეხება ვაისის განცხადებას,კაშიასთან და კანკავასთან გვერდით დგომის გამო,ამას ვერასოდეს დავეთანხმები გურამ კაშიასთან მიმართებაში.გურამს ძალიან ვაფასებდი და ახლაც ვაფასებ როგორც ფეხბურთელს,მაგრამ დიდი შეცდომა დაუშვა ადამიანური კუთხით და ვერც იმას ვხედავ,ამ შეცდომას ნანობდეს.ჰოლანდია ჰოლანდიაა და საქართველო, საქართველო,თუმცა ამაშიც ბოლომდე უკვე აღარ ვარ დარწმუნებული.
სოსო
10 ნოემბერი 2017 11:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული