საქართველო-ბელორუსის მატჩის ბილეთების გაყიდვა სალაროებში დაიწყო!

AutoSharing Option
საერთაშორისო ამხანაგური მატჩის, საქართველო-ბელორუსის ბილეთების გაყიდვა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის სალაროებში დაიწყო.

დღეს სალაროები 13:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებს, ხვალიდან კი - 11:00-დან 19:00 საათამდე.

ბილეთების გაყიდვა ონლაინრეჟიმში, საიტზე TKT.ge 2 ნოემბრიდან მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრებად ბილეთი ყველა გულშემატკივარს სჭირდება და მისი ფასი 2 ლარს შეადგენს.

13 ნოემბერს, 19:00 საათზე, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ბელორუსს დაუპირისპირდება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული