ვლადიმირ ვაისი: ჩვენ გვაქვს შანსი გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კვიპროსთან (1:0) მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

"საღამო მშვიდობისა, მნიშვნელოვანი ის არის, რომ გავიმარჯვეთ. ჩვენ დიდხნიანი მშრალი პერიოდი გვქონდა და ეს გამარჯვება დაგვეხმარება. 

ცხადია, როცა თამაშის ხარისხზე ვლაპარაკობთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ კვიპროსისნაირი გუნდები დაგვიპირისპირდებიან მომავალში. ქვილითაიამ კი გაიტანა გოლი, მაგრამ მე მისგან უფრო მეტს მოველი. ვაკო ყაზაიშვილისგანაც უფრო მეტს ვითხოვ, ისევე როგორც სხვა ფეხბურთელებისგან. თავდასხმის კუთხით ჩვენი თამაში უნდა გავაუმჯობესოთ.

ჩვენ გვაქვს დიდი შანსი გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე. მე ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ როგორ უნდა დავამარცხოთ
კვიპროსისნაირი დონის გუნდები. საქართველოს ნაკრებმა შანსი უნდა გამოიყენოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

გიორგი ლორია, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა არიან საქართველოს ნაკრები გული. კანკავა საოცარი ფეხბურთელია, რომელსაც ნახევარი წელია სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და ასე მაგრად თამაშობს. კაშია თავისი საქმის პროფესიონალია და გიორგი ლორიამ კი გოლისგან გადაგვარჩინა.

დიდი მადლობა გორის "დილას" ასეთი ორგანიზებისთვის, მადლობა გულშემატკივრებს ასეთი მხარდაჭერისთვის და აღფრთოვანებული ვარ, მინდვრის ხარისხითა და გორში არსებული სიტუაციით", - თქვა ვაისმა.

- საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი ქვილითაიას გოლით დაამარცხა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 47 /
კაჭარავას ბოლო 10 წუთში ჰქონდა იმდენი მომენტი (აქედან ბევრი თვითონ შექმნა) რამდენიც ქვილითაიას მთელ თამაშში არ ქონია და არც შეუქმნია!!
კახი
10 ნოემბერი 2017 22:21
3
ქვილითაიაზე საყვედურს ვერ ვიტყვი,იბრძვის რაც შეუძლია,მაგრამ ძალიან ნელია,გოლის მომენტშიც ისე ნელა მოქმედებდა ,კინაღამ ბურთი დაუხურეს.ცხადად გამოჩნდა რამდენად ძლიერია კაჭარავა,მაგრამ სასტარტო სიჩქარე და სიმკვირცხლე მასაც აშკარად აკლია.
ისე ყველა რომც ჯანმრთელად იყოს და ჯგუფშიც გავიმარჯვოთ,ამ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე რა უნდა?
სოსო
11 ნოემბერი 2017 10:30
2
ჰო, აბა კიდევ კაი მეკარემ დაუგორა, თორემ ისე სულ ცხრიანებში არტყამდა რა ქვილითაია!!!
avtos
11 ნოემბერი 2017 01:18
1
ყველა გამოხმაურება
ქვილითაია ვერაფერს აკეთებს სირცხვილია ბოლოს და ბოლოს ამ ხნის განმავლობაში ამ პეგბურთელმა ვერაფერი აჩვენა და არც საიმედო უჩნს რამე
maxo
10 ნოემბერი 2017 21:55
3
ფრი რა არის
ფრი
10 ნოემბერი 2017 21:43
0
"ფრი" არის ახალი ქართული "კალმოსნობა"
ლინგვისტი
11 ნოემბერი 2017 10:35
0
მაკდონალსის ცხიმში თხლად შემწვარი კარტოფილი (ძირითადად) ;) ვაპატიოთ "ჯურნალისტ"-ს
დავით123
11 ნოემბერი 2017 10:29
0
ვარჯიშებზე დახაზე ვაისს კარში დასარტყმელად როგორ გავიდნენ... ჯანო,ოქრი,მჭედლო არ დაგვაღალატოთ სექტემბრამდე ფორმაში დაბრუნდით გამოჩნდა რომ მაგ 3 კაცის გარეშე არ ვიცით შეტევის წამოწყება... ასე რომ გელოდებათ საქარველო მალე დაბრუნდით
Grg
10 ნოემბერი 2017 20:46
2
ხო გვაკ ამხანაგურ ევროპის ჩემპიონატს ტუ ჩაატარებენ კი
rette
10 ნოემბერი 2017 20:37
2
ჯანოს გარეშე გვიჭირს შეტევის ორგანიზება,ფანტაზია გვაკლია.კარში ვერ ურტყამენ,შორეულ დარტყმასაც ვერ ბედავენ და გაუაზრებელ პასებს აკეთებენ
ucha
10 ნოემბერი 2017 20:10
0
მართალი ხარ კარში უფრო მეტი უნდა დაარტყან რადგან ყველა შეტავა ერთმანეთს არ დაემსგავსოს და მოწინააღმდეგე ვერ ხვდებოდეს განსაზღვრულ მომენტში ფეხბურთელი დაარტყამს თუ პასს გააკეთებს, ამიტომაა ანანიძე საჭირო გუნდში ის არაპროგნოზირებადი ფეხბურთელია და როდის პასს აკეთებს როდის არტყამს არავინ იცის, მსოფლიო შესარჩევზე ბოლო ორი მატჩი რომ არ წავაგეთ ზუსტად მისი დამსახურებაა, მაშინ როცა უნდა დაერტყა პასს აკეთებდა და გოლიც გარდაუალი ხდებოდა. და როცა მისგან პასის გაკეთებას ელოდა მოწინააღმდეგე კარში ურტყამს.
roma
11 ნოემბერი 2017 11:20
0
კ ა რ შ ი, კარში დარტყმა ასწავლე, თორემ მაგნაირი თამაშით შორს ვერ წახვალ! გორში კიდევ კარგი მინდორია, მაგაში 100%-ინი გეთანხმები!!
კობა
10 ნოემბერი 2017 19:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული