ვლადიმირ ვაისი: ჩვენ გვაქვს შანსი გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კვიპროსთან (1:0) მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

"საღამო მშვიდობისა, მნიშვნელოვანი ის არის, რომ გავიმარჯვეთ. ჩვენ დიდხნიანი მშრალი პერიოდი გვქონდა და ეს გამარჯვება დაგვეხმარება. 

ცხადია, როცა თამაშის ხარისხზე ვლაპარაკობთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ კვიპროსისნაირი გუნდები დაგვიპირისპირდებიან მომავალში. ქვილითაიამ კი გაიტანა გოლი, მაგრამ მე მისგან უფრო მეტს მოველი. ვაკო ყაზაიშვილისგანაც უფრო მეტს ვითხოვ, ისევე როგორც სხვა ფეხბურთელებისგან. თავდასხმის კუთხით ჩვენი თამაში უნდა გავაუმჯობესოთ.

ჩვენ გვაქვს დიდი შანსი გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე. მე ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ როგორ უნდა დავამარცხოთ
კვიპროსისნაირი დონის გუნდები. საქართველოს ნაკრებმა შანსი უნდა გამოიყენოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

გიორგი ლორია, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა არიან საქართველოს ნაკრები გული. კანკავა საოცარი ფეხბურთელია, რომელსაც ნახევარი წელია სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და ასე მაგრად თამაშობს. კაშია თავისი საქმის პროფესიონალია და გიორგი ლორიამ კი გოლისგან გადაგვარჩინა.

დიდი მადლობა გორის "დილას" ასეთი ორგანიზებისთვის, მადლობა გულშემატკივრებს ასეთი მხარდაჭერისთვის და აღფრთოვანებული ვარ, მინდვრის ხარისხითა და გორში არსებული სიტუაციით", - თქვა ვაისმა.

- საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი ქვილითაიას გოლით დაამარცხა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 47 /
მინდორი კი ჭრელა ხბოსავით იყო
zepi
14 ნოემბერი 2017 10:12
0
კვიპროსი დაამრცხება არაფრის მომცემი იყო, ვნახოთ როგორ დაამარცხებ ყაზახეთს, სომხეთს აზერებს და თუნდაც მოლდოვას
ebbe sandi
14 ნოემბერი 2017 10:11
0
მაგას ხო არ ჰგონია ბრაზილიის ან გერმანიის ნაკრებს მოუგო?
ebbe sandi
14 ნოემბერი 2017 10:05
0
თქმა რომ ჩვენ გავალთ რამე ჩემპიონატზე ეს ეს არის გულშემატკივრის პირდაპირი დაცინვა არანაირი წარსული აწმყო და მომავალი მონაცემები არ იზლევა იმის საფუზველს ეს ზერელე განცხადება რომ გააკეთო. Mაგალითი 21 წლამდელი ნაკრები რომელელმაც უნდა შეავსოს ნაკრები მომავალ ციკლში. Eრთი სიტყვა ახასიათებს-კატასტროფა.
vato
14 ნოემბერი 2017 02:14
0
Georgia-ს. კარგით რა!!! ტვინი ნუ შეგვიჭამეთ ყიფიანი, შენგელია, გუცაევისა და სხვა ქართველი ფეხბურთელების ხსენებით. ვიცით ბატონო რომ მაგრები ყვნენ და ისიც ვიცით, რომ სსრკ-ს ვერ გასცდებოდნენ საკლუბო დონეზე და ა.შ. რა ვქნათ ჩვენ, ახალგაზრდებმა? მხოლოდ ვეტერანების ხოტბა-დიდებით შემოვიფარგლოთ და წინ, მომავლისკენ არ გავიხედოთ!!!. თქვენ იმდენს იზავთ, ჩვენს ვეტერანებსაც შეგვაძულებთ ამდენი ქებით. მე მიყვარს ისტორია, მაგრამ აწყმო და რაც მთვარია მომავალია მთავარი და ამას მივხედოთ.
lazare
13 ნოემბერი 2017 16:07
3
ბატონო ლაზარე!)
თუ ასეთი ნერვების ხართ, ვაი ჩვენ მომავალს..)
და თუ თქვენ ქებებით წარსულს გაიძულებთ, კაი..წავედი მე ისლანდიაში, ფეხბურთს ვუყურებ))
Georgia
13 ნოემბერი 2017 20:54
0
აბა ჰე, გააღმერთეთ ეხლა ნაკრები, რომელმაც არაფრის მომცემი თამაში მოიგო და ისიც ვისთან
krazana
13 ნოემბერი 2017 09:45
1
დალოცვილო ყიფიანი შენგელია და სხვა ჩვენი ვარსკვლავები არ თამაშობდნენ მილანში და რეალში მაგრამ დინამო იყო მაგ დონის და თმაშობდა ევროპის ერთერთ უძლიერეს ჩემპიონატში.ამიტმ შედარება უვიცობაა და მეტი არაფერი.და მაშინ ასეთი სუსტი ჩემპიონატი რომ გქვონოდა ისინიც ისევე შეწყვეტდნენ პროგრეს როგორც ჩვენი ტალნდი ახლი თობას ემართება.დიდი ფეხბურთელი ყიპიანი ასევ დიდი მწვთნელის ხელში გახდა ის ვინც გახდა ახლკაცის ტაკტიკამ უკან გამთამაშებლად გადმოყვანამ გამოაჩინა მისი ნიჭი.ამიტომ ჩემპიონატის სიძლიერეს, მწვთნელების მაგალ დონეს გამოყავს ფეხბურთელი ვარსკვლავად.
xoneli gorgias
13 ნოემბერი 2017 08:48
1
შე დალოცვილო, იძახი დონეო, საბერძნეთის ჩემპიონატის დონე? ბერძნები ევროპის ჩემპიონი გახდა, ხორვატიის ჩემპიონატის დონე? ხორვატია მაღალ დონეზე თამაშობს!
ისლანდიის ჩემპოონატი? კაცო, ფოსტალიონები თამაშობენ, მაგრამ თავი შეაყვარეს ფეხბურთის სამყაროს!!
შენ ლაპარაკობ ссср -ში დონე იყოო, დონე კი იყო, თბილისის და კიევის გუნდების გარდა ვერ იგებდნენ ძამიკო თასებს..ტალანტი +ტაკტიკა, ამან მოაგებინა ჩვენ ბიჭებს,!!!კიევს კი ლობანოვსკის შესწავლული ტოტალურმა ჰოლანდიურმა ტაკტიკამ...
ссср გახდა ევროპის ჩემპიონი ტალანტები რო იყვნენ, მესხი, მეტრეველი, პონედელნიკი, იაშინი.. რა დონის იყო მაშინ სსსრ ფეხბურტი??? - 3 დონეზე!!! ტალანტები, ქმნიან დონეს, ნიჭიერები ტაკტიკას ტალანტების წინააღმდეგ დაი მაშინ იბადება ნამდვილი ფეხბურთი, !
ფეხბურთელი ქმნის ფეხბურთს!!! ნუ ყიდით 18 წლიან ტალანტებს, და გექნებათ დონე ყველგან.. გაყიდით ყაზახისტანში და მერე იძახიდ აუ რა გვჭირსო!!??
Geo
13 ნოემბერი 2017 14:25
0
კანკავა რომ 6 თვეა უგუნდოდ არის, არ ეკადრება რომ ეროვნულ ლიგაში ითამაშოს?
ბექა
12 ნოემბერი 2017 09:19
0
პოლარის სისტემა კილომეტრებს ვეღარ ითვლის თუ შედეგების გამოცხადების გრცხვენიათ?
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
12 ნოემბერი 2017 00:05
0
-თამაშისთვის არ მიყურებია, მაგრამ ეს სიაფანდი დაპირება რა პონტია. ეს კაცი ნაღდად შეკრულია ფედერაციასთან.
zoro.
11 ნოემბერი 2017 22:20
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული