ვლადიმირ ვაისი: ბელარუსთან კარგი მატჩი გამოვიდა, რომელმაც კარგიც დაგვანახა და ცუდიც

AutoSharing Option

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დღეს ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ბელარუსთან ამხანაგური შეხვედრა გამართა და ფრე 2:2 ითამაშა.

მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მოკლე კომენტარი გააკეთა:

"ბელორუსთან კარგი მატჩი გამოვიდა, რომელმაც კარგ მხარესთან ერთად ის ხარვეზებიც წარმოაჩინა, რომლის გამომსასწორებლადაც უნდა ვიმუშავოთ. შეხვედრა მაღალ ტემპში მიმდინარეობდა. მონდომება არც ერთ ფეხბურთელს არ დაეწუნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ გოლი გავუშვით, ანგარიში გავათანაბრეთ და დავწინაურდით კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ.

რაც შეეხება კაშიას ცვლილებას, მას სანაკრებო და საკლუბო დონეზე ბევრი თამაში უწევს და

თავად მთხოვა გამოცვლა".

- საქართველოს ნაკრები ბელარუსთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 26 /
ბატონი ვაისი ბელარუსთან მატჩით კმაყოფილია! -SOS!!
ezra
17 ნოემბერი 2017 23:11
0
მაკარიძე- კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, ქიმაძე ან შერგელაშვილი შუაში კვერკვე ანუ 5 მცველი- აბურჯანია , ანანიძე, ოქრი , არაბიძე და კაჭარავა. ესაა ოპტიმალური შემადგენლობა. დანარჩენი ზამენა და გამოჩნდება. ებრალიძე და ჭანტურიშვილი ნაკრებშიი
ვასო
14 ნოემბერი 2017 22:58
1
გუნდში აუცილებლადაა მოსაყვანი ებრალიძე, ბერიძე, ჭანტურიშვილი, არაბიძე და გოგია. დაცვის ფლანგელები გამოჩნდნენ, ქიმქძეა სანახავი. კაჭარავა უალტერნატივოა. მხოლოდ ცამოთვლილი ფეხბურთელები გვაჩვენონ რა? რას ერჩიან ვერ გამიგია
ვასო
14 ნოემბერი 2017 22:23
0
ლორია,კაკაბა,კვერკველია,კაშია,ნავალა, კანკავა,კვეკვე,ჯანო,ოქრი,ვაკო,მჭედლო... ხალხნოოოოიი. აი ამ 11 კაცს ერთიც რომ აკლდეს ჩათვალეთ რომ ბელორუსიის თავკაცი კი არა სან-მარინოც იმას იტყვის რო შანსი ქონდა საქართველოსთან... ვაისს აი ესააა შენი 11 კაცი და მიხედე ,დაამატე ამას გვილია,აბურჯანია,ხოჭოლავა,კაჭარავა,მერება,მაკარიძე,არაბიძე,გეგეჭკორი და დაანებე თავი ნახირის გამოძახებას ერთა ლიგაზე წაგება კი არა ფრესაც არ გაპატიებთ
Gega
14 ნოემბერი 2017 14:44
2
ისე მორაგბეების მეორე სასტავი რომ ვათამაშოთ ის აჯობებს!! რაზე ხარჯავს ქვეყანა ამათზე ფულს?? გადაეცით ფეხბურთის ფედერაცია რაგბის ფედერაციას და მორჩა!! რაგბში ბიჭებმა სირბილი და ბურთის დარტყმა მაინც ამათზე უკეთესად იციან და ფიზიკა კიდევ უმაღლესი აქვთ!!
რაგბი
14 ნოემბერი 2017 16:02
0
"ბელორუსთან კარგი მატჩი გამოგვივიდა".ეგ თუ ქართველებისთვის კარგი მატჩი იყო, დღესვე გასაგდები ხარ, მაგრამ პატრონი არა გვყავს.
გიორგი
14 ნოემბერი 2017 14:42
1
კაჭარავა უნდა სასტარტოში უნდა დაეყენებინა დანაჩენი კარგი იყო ნავალას შემცვლელიც გამოჩნდა ხოჭოლავა სუპერია კაშია რო გავიდა მარტო იდგა დაცვაში და იმიტო გაუშვით მეორე გოლი და ის დვალი ცენტრალურ მცველად ნამდვილად არ ვარგა ისე ნიჭიერი კია მაგრამ სხვა ადგილი უნდა მოუდზებნონ
achi
14 ნოემბერი 2017 12:26
0
ჩემი პროგნოზი იყო ჩვენი ნაკრების წაგება.ვაისი ცუდი სელექციონერია, სტრატეგი და ტაკტიკოსი.ძალიან გვიან ცვლის ფეხბურთელებს, ქვილითაია არ მომწონს.ნაკრების თამაშს ტორპედოს თამაშის ხილვა მირჩევნია.
ქუთაისელი-2
14 ნოემბერი 2017 12:21
2
იტალიელები ტირიან,ვაისი კი იღიმება!!!
ლადო
14 ნოემბერი 2017 11:42
1
ვაისი მგონი დაგვცინის!!!!!!
tbiliseli
14 ნოემბერი 2017 11:25
3
თამაშს არა უშავდა, ვერ მოვიგეთ მაგრამ ფრე არალოგიკური იყო. პატარა ჩავარდნების გამო წავაგეთ. თუ გავითვალისწინებთ სასტარტო შემადგენლობას არა უშავდა. სიხარულიძე კარგი იყო, კაჭარავასთვის მეტი დრო უნდა მიეცათ
gio
14 ნოემბერი 2017 11:07
0

სიახლეები პოპულარული