ვლადიმირ ვაისი: ბელარუსთან კარგი მატჩი გამოვიდა, რომელმაც კარგიც დაგვანახა და ცუდიც

AutoSharing Option

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დღეს ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ბელარუსთან ამხანაგური შეხვედრა გამართა და ფრე 2:2 ითამაშა.

მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მოკლე კომენტარი გააკეთა:

"ბელორუსთან კარგი მატჩი გამოვიდა, რომელმაც კარგ მხარესთან ერთად ის ხარვეზებიც წარმოაჩინა, რომლის გამომსასწორებლადაც უნდა ვიმუშავოთ. შეხვედრა მაღალ ტემპში მიმდინარეობდა. მონდომება არც ერთ ფეხბურთელს არ დაეწუნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ გოლი გავუშვით, ანგარიში გავათანაბრეთ და დავწინაურდით კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ.

რაც შეეხება კაშიას ცვლილებას, მას სანაკრებო და საკლუბო დონეზე ბევრი თამაში უწევს და

თავად მთხოვა გამოცვლა".

- საქართველოს ნაკრები ბელარუსთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 26 /
გაუშვით რა ეს ადამიანი სახლში. მართალია ექსპერტი არ ვარ მაგრამ ამ ორ თამაშში უბრალოდ ვერ მივხვდი რა უნდოდა და რა მიზანი ქონდა მწვრთნელს. შესაძლოა ვცდები კიდევაც მაგრამ ჩემი შეხედულებით ამ ადამიანმა არ იცის ვინ დააყენოს სწორ პოზიციაზე.
8
2 წელია ამ გუნდს წვრთნი და აქამდე ვერ დაინახა კარგიც და ცუდიც?
fsiuuu
00:33 14-11-2017
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული