რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ,
აზროვნების აკადემიის ინიციატივით, ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე წიგნის სახლში ფეხბურთის გულშემატკივრებთან შეხვედრის ფარგლებში, სანაკრებო თემაზე თავისი აზრი დააფიქსირა.

"დღეს ჩვენი პრობლემების ნაწილი არის ობიექტური - ფეხბურთელი თუ არ გვყავს, მწვრთნელი პაპა კარლო არ არის, რომ ის გამოთალოს. შესაძლოა, კარგი მწვრთნელის ხელში მან ოდნავ მოუმატოს, მაგრამ ყველას თავისი მაქსიმუმი აქვს, რომლის იქითაც ვერ წავა.

მაგრამ ჩვენ არ გვყავს ისეთი სუსტი გუნდი და ფეხბურთელები, ამ ჯგუფში რომ ვერაფერი გაგვეკეთებინა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ სფფ-ში
აღარ ვარ და არც ახლანდელების ბოსტანში ვყრი კენჭებს, არც ვაისზე ვამბობ ცუდს.

თუმცა ჩვენ ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა. ახლა ვიღაც მეტყვის - კარგია, როცა ფედერაციაში აღარ ხარ და ასე ლაპარაკობო. მაგრამ გარედანაც ასე ვლაპარაკობ და შიგნიდანაც ასე ვიტყოდი. თუმცა იმავეს ქეცბაიას ვერ ვეტყოდი მაშინ, როცა ესპანეთთან ვიყავით ჯგუფში", - განაცხადა არველაძემ.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 22 /
ფეხბურთი რომ ბევრზე კარგად იცი და გესმის ამაში დარწმუნებული ვარ, ეტყობა რაღაც სხვა მიზეზი უნდა არსებობდეს მსგავსი სულელური განცხადებისა. და ვინ გყვავს? ყველაზე ძლიერი ქართველი ფეხბურთელი ჰოლანდიის (საშუალო ევროპული ჩემპიონატი) საშუალო დონის გუნდში (რომელიც ვერც ევროპაში და ვერც ჰოლანდიაში რბილად რომ ვთქვათ ვერ ბრწყინავს). გყვავს მლს (რა არის ჯერ თვითონ ამერიკელებმაც არ იცინ) საშუალოზე დაბალი დონის გუნდის ფეხბურთელი, გყვავს მოსკოვის სპარტაკში ვერ მოთამაშე , გყვავს რუსეთის (ასევე ევროპული საშუალოზე დაბალი ჩემპიონატი) საშუალოზე დაბალ კლუბებში (და ზოგი იქაც ვერ ხვდება ძირითადში), გყვავს უკრაინაში, თურქეთში, დანიაში, ესპანეთის მეორე ლიგაში მოთამაშე (მეორე ეშელონის ქვეყნების ჩემპიონატში) იქაც სასტავში ვერ მოხვედრილი ფეხბურთელები. აი რომელ სიძლიერეზეა საუბარი? კრასნოდარის, ტოსნოს, კრილიას ან კიდევ სხვა გაუგებარი კლუბის ფეხბურთელი როგორ შეებრძოლება რეალის, არსენალის, ჩელსის, ან პრემიერლიგის კლუბებში მოთამაშე უელსელებს, ირლანდიელებს ან სერბებს? აი მსგავსი სისულელის შენ თვითონ თუ გჯერა? სადაც გავედით ისიც ზედმეტი იყო მგონი.
dadu
15:44 13-12-2017
3
ბატონო რევაზ, თქვენი ფეხბურთელობის დროს რამდენჯერ გქონდათ შანსი, თუნდაც პლეიოფისთვის გებრძოლად? რომ, შევადარო ეხლანდელი ნაკრები და თქვენი დროინდელი, თქვენი დროის ნაკრებს ძალიან, კიდევ უფრო ძალიან წინ დავაყენებ, შემსრულებლების დონით ნებისმიერ სათამაშო ადგილზე. თქვენ რატომ ვერ შეძელით?
დათო
15:32 13-12-2017
1

სიახლეები პოპულარული