რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ,
აზროვნების აკადემიის ინიციატივით, ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე წიგნის სახლში ფეხბურთის გულშემატკივრებთან შეხვედრის ფარგლებში, სანაკრებო თემაზე თავისი აზრი დააფიქსირა.

"დღეს ჩვენი პრობლემების ნაწილი არის ობიექტური - ფეხბურთელი თუ არ გვყავს, მწვრთნელი პაპა კარლო არ არის, რომ ის გამოთალოს. შესაძლოა, კარგი მწვრთნელის ხელში მან ოდნავ მოუმატოს, მაგრამ ყველას თავისი მაქსიმუმი აქვს, რომლის იქითაც ვერ წავა.

მაგრამ ჩვენ არ გვყავს ისეთი სუსტი გუნდი და ფეხბურთელები, ამ ჯგუფში რომ ვერაფერი გაგვეკეთებინა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ სფფ-ში
აღარ ვარ და არც ახლანდელების ბოსტანში ვყრი კენჭებს, არც ვაისზე ვამბობ ცუდს.

თუმცა ჩვენ ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა. ახლა ვიღაც მეტყვის - კარგია, როცა ფედერაციაში აღარ ხარ და ასე ლაპარაკობო. მაგრამ გარედანაც ასე ვლაპარაკობ და შიგნიდანაც ასე ვიტყოდი. თუმცა იმავეს ქეცბაიას ვერ ვეტყოდი მაშინ, როცა ესპანეთთან ვიყავით ჯგუფში", - განაცხადა არველაძემ.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 22 /
რომელი ფეხბურთელებით? დდ ესენი არიყვნენ რეზო თქვენ დროს რო სამ გოლს უშვებდენ სამ წუთში და მეთევზეებთან ნადგურდებოდენ რა პლეიოფი რის მსოფლიო კაი რა.
ზაზა
13 დეკემბერი 2017 15:26
2
ჩემი აზრი ერთი ცალკე აღებული ყოფილი ჩინოვნიკის და ფეხბურთელის სუბიექტური მოსაზრებაა და მეტი არაფელი.არ გყავდეს ფეხბურთერლები და შედეგზე ფიქრობდე თუნდაც იმაზე უკეთესზე რაც ჩვენმა ნაკრებმა დაიკავა თავის ჯგუფში არარეალულია ეგ კიარა გაგვიმართლა ავსტრიას როარ ჭირდებოდა ის თამაში თორე დედა შვილს ვერ აიყვანდა ისეთი ცოდვა მადლს დაატრიალედბდენ ჩვენ კარებში.
zaza
16 დეკემბერი 2017 18:15
0
შეცდომებისკენ მითითება ქართველებს კარგად გვეხერხება და კომენტარებში კარგად გამოჩნდა კიდე ერთხელ. ნამდვილად შეგვეძლო გვებრძოლა და არავინ არ თქვას,რომ რევაზი სცდება. მწვრთნელი იმას რომ ვერ მიხვდება მარჯვენა მცველად ლობჟანიძე არ უნდა ათამაშოს და ჯგუფს მოგების გარეშე დასრულებს,მერე მისი საქმიანობა წარმატებულად შეფასდება და გაუგრძელებენ კონტრაქტს ესაა პრობლემა. რატო გაუშვეს ცხადაძე? ვინმეს გაქვთ პასუხი? არ დაიწყოთ ეხლა ბევრ ფულს ითხოვდაო და რას ამბობ კაპიკებს უხდიან ვაის ხო?! არავინ ნამდვილ პრობლემაზე არ საუბრობს:არც გულშემატკივარი,არც ექსფეხბურთელი და არც არცერთი ჟურნალისტი. პრობლემა არის ეროვნული ჩემპიონატის კრიზისი. ფული საერთოდ არ ტრიალებს ჩემპიონატში,ფეხბურთელებს 6 თვიანი კონტრაქტები აქვთ, ვინც ნორმალური გამოჩნდება მაშინვე მიდიან უცხოეთში და უცნაურ კლუბებში რატო? იმიტო რომ იქ ფულს იშოვიან და სულ არ აინტერებთ ითამაშებენ თუ არა. ახალგაზრდული აკადემიები არ არიან მაცდამაინც კარგები სელექციის დროს. დარწმუნებული ვარ ფულის გამო რამდენს ეუბნებიან უარს ვარჯიშზე. რეგიონებში რამდენი კარგი ბავშვია და სოც. პირობების გამო ვერ ახერხებს ვარჯიშს. არის გუნდები რეგიონებში,სადაც ინიშნებიან თბილისელი მწვრთნელები,რომლებიც თბილისიდანვე მოყავთ ფეხბურთელები პრაქტიკისთვის. ლაგოდეხის ჰერეთს წვრთნიდა რეზო ძოძუაშვილი,რომელიც აღნიშნულ ხერხს მიყვებოდა და ერთმა მშობელმა,რომელმაც 6 თვის განმავლობაში ვერ ნახა თავისი შვილი თამაშში უთხრა ძოძუაშვილს: ერთხელ მაინც ენახა მისი შვილის თამაში, იქნებ სხვებს ჯობია და თუ არადა ის მაინც ეცოდინება,რო არ გამოდგება ამ საქმისთვისო და გინებაც მიაყოლა.შემდეგ როგორც გაირკვა თამაშის დღეს ჩამოდიოდა ლაგოდეხში და ამ გუნდის უმეტესობას არ კი იცნობდა. რამდენი ესეთი შემთხვევა ვიცი კიდევ. ამიტომ გაყვიროდა ქეცბაია,რომელსაც მსოფლიო ჩემპიონობას ვთხოვდით,რომ ბავშთა ფეხბურთია მისახედიო. თუ ვინმეს გამოსვლია სახლლის შენება სახურავიდამ არ ვიცი მარა დღევანდელი სიტუაცია ამას გავს. ხო კიდე ეს უნდა ვთქვა: ბიზნესმენმა,რომელმაც ბევრი რამ გაკეთა ლაგოდეხში მათ შორის:სავადმყოფო თავის სასწრაფო დახმარების ჯგუფით და მანვე გაკეთ საფეხბურთო სკოლა,სადაც კახეთი რეგიონიდან ირჩეოდნენს ბავშვები.საფასური 50 ლარი იყო,რომელშიც შედიოდა ცხოვრება სასტუმროში(თავისივე სასტუმროში). 50 ლარად კარგ პირობებში ვარჯიშობდნენ ბავშვები და ქონდათ სხვადასხვა ტურნირებზე თამაშის შანსიც. ეს კაცი დაპატიმრეს,დაუყადაღეს მთელი ქონება რატო? იმიტომ რომ არჩევნებში მონაწილეობდა და არ აწყობდათ ეგეთი კაცი. ეჰ რამდენია ესეთი ფაქტი და იმის მაგრივრად რომ ერთმანეთი ვლანძღოთ და შეცდომები შევახსენოთ ჯობია ყველამ ერთად ვუშველოთ ფეხბურთსას და ყველაფერს
ქართველი
14 დეკემბერი 2017 09:58
4
გეტყობა ისე გაგაღიზიანა საქართველოს ნაკრების ყურებამ შეწყვიტე. "ლაბჟანიძე წინა საუკუნის ნაკრებში იყო" ეს ხუმრობით მაგრამ კაი ხანია მას აღარ ათამაშებენ და თავის დროზეც არ იყო სათამაშებელი, უბრალოდ უკეთესი არავინ გყვავდა. ჩვენც სწორედ მანდ ვართ რასაც შენ ამბობ იმიტომ რომ ეროვნული ჩემპიონატის დონე დაბალია, იმიტომ რომ ფეხბურთელებს 500 ლარი აქვთ ხელფასი, იმიტომ რომ ფეხბურთში ფული საერთოდ არ არის, იმიტომ რომ ბავშვთა ფეხბურთი მკვდარია, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურა არ გვაქვს ამიტომ არ გყვავს ფეხბურთელები და ამიტომ ვერასოდეს მოვუგებთ თუნდაც ისეთ ნაკრებებს როგორიც ავსტრია, ირლანდია და სერბეთია. გრანდებზე ხომ აღარ ვსაუბრობ უკვე.
dadu
14 დეკემბერი 2017 12:22
0
შენ ძმაო ბოლოს როდის უყურე ნაკრების თამაშს? რაღა დროს ლობჟანიძეა რამდენი ხანია აღარ ათამაშებენ
Emre
14 დეკემბერი 2017 10:31
0
ორმა მილიარდმა გაიცნო საქართველო საათნახევარში( სუპერფინალი),19 წლამდე ევროპის ჩემპიონატი თბილისში.
მადლობა

ელკიაერი
13 დეკემბერი 2017 22:28
3
შენ ხელსი რა გაკეთდა ეგათქვი
jojo
14 დეკემბერი 2017 05:32
2
რეზი,გასაგებია,რომ გესმის ფეხბურთი,მაგრამ ამ მოთამაშეებით ე.ი.ამ ნაკრებით აზერბაიჯანის ჩემპიონატის ათ საუკეთესოშიც ვერ მოვხვდებით.მით უმეტეს ფედერაციის ამ შემადგენლობით.
888
14 დეკემბერი 2017 09:52
2
D ჯგუფში თუ გავიმარჯვეთ გავდივართ ევროპაზე პირდაპირ თუ რამე ეტაპებია კიდევ
Zaza
13 დეკემბერი 2017 15:41
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული