ორთვიანი პაუზის შემდეგ ევროტურნირები ბრუნდება. "ნაპოლი" - "ბარსელონას" მიმართ დიდი მოლოდინია, თუმცა ეს მატჩი მომდევნო კვირას შედგება. ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო შეხვედრები დღეს როგორც ევროპა ლიგაზე, ასევე კონფერენს ლიგაზე ჩატარდება. მათ შორის ჩვენებურების უშუალო დაპირისპირებაცაა.
"შახტარი" გერმანიაში, გატუზოს წინააღმდეგ...
გიორგი გოჩოლეიშვილისა და ირაკლი აზაროვის (ახალწვეული ლუკა ლაცაბიძე ევროპა ლიგის განაცხადში არაა) "შახტარმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა და რანგით მეორე ტურნირზე გადაინაცვლა. 1/16-ფინალში მათი მეტოქე ჯენარო გატუზოს "მარსელი" იქნება.
დონეცკელების მთავარი პრობლემა ახლა ისაა, რომ უკრაინის ჩემპიონატში შესვენებაა და 14 დეკემბრის შემდეგ ოფიციალურად არ უთამაშიათ. მარიო პუსიჩის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე "ბარსელონას" მოუგო, თუმცა ეს ბარიერი ზედიზედ მეექვსედ ვერ გადალახა. შეგახსენებთ, ქართველების გუნდმა 2009 წელს ევროპა ლიგა მოიგო.
ჯენარო გატუზოს "მარსელი" იდეალურ ფორმაში არაა, თუმცა ძლიერი მეტოქეა. გამოცდილი პიერ-ემერიკ ობამეიანგი სახიფათო იქნება. იმედია, გოჩოლეიშვილსა და აზაროვს, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე პროდუქტიულები იყვნენ, სასტარტოში ვიხილავთ. მატჩი, საომარი ვითარების გამო ჰამბურგში ჩატარდება - დღეს, 15 თებერვალს, 21:45 საათზე, განმეორებითი კი ერთი კვირის შემდეგ - მარსელში.
ჯაბა კანკავა გოლს აღნიშნავს
ქართული დუელი
ამავე დღესა და დროს, კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველ ეტაპზე ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილ "სლოვანს" უმასპინძლებს, სადაც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ, ვაკო გვილია კი ჯერჯერობით მხოლოდ მოსამზადებელ ეტაპზე ვიხილეთ.
ქართველები მატჩს კარგ ფორმაში ხვდებიან. ბოლო ტურში როგორც კიტეიშვილმა, ასევე კანკავამ გაიტანეს.
1968-69 წლების სეზონში "სლოვანი" თასების თასის ფინალში დამარცხდა, შემდეგ კი ევროპულ ტიტულთან ახლოსაც არ ყოფილა. ბრატისლაველები ახლა კარგ ფორმაში და დამაჯერებლები არიან. წინ საინტერესო დუელი გველის.
ჟორა
ვაისი და იაშვილი იყვნენ ჩასულები სლოვენში. არა მგონია მათ კანკავა მოენატრათ და იმიტომ ჩავიდნენ.
Givi
კანკავა გვყავდეს და გვარებს არ ვასახელებ ვიღაცეების საცოდაობას ვუყუროთ მოედნის ცენტრში??? ამოიღეთ ხმა ვისაც შეგიძლიათ გულშემატკივარს გულს ნუ უხეთქავთ!!!
llcl
კიტე, გურამს სთხოვე დარჩეს სლოვაკეთში, ჯაბას კი სთხოვე წამოვიდეს 21 მარტისთვის!
[VIDEO] რთულია ემოციების გარეშე უყურო - გიორგი მიქაუტაძე პარიზში საკვირაო წირვას დაესწრო, ნახეთ ქართველი ქომაგების რეაქცია
"როდესაც ენრიკეს პრობლემები შეექმნა და დახმარება დასჭირდა..." - რა თქვა სიმეონემ კვარაცხელიაზე?
პსჟ-ს სარეკორდო დასწრება, ხვიჩას როლი გამარჯვებაში და ფიფას რეაქცია
"ლიონის" შემტევის შეძენას "ჩელსი" შეეცდება
ჯეკო "ფიორენტინაში" გადაბარგდება
[VIDEO] ზედიზედ მეხუთედ - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
გასპერინის მასთან მუშაობა არ სურს - "რომამ" დოვბიკი ტრანსფერზე დააყენა
ლიპარტელიანის ოქროს შემდეგ პირველობას 3 ქართველი შეუტევს
ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს
პსჟ-ს სარეკორდო დასწრება, ხვიჩას როლი გამარჯვებაში და ფიფას რეაქცია
კოკე: პსჟ გამარჯვებას არ იმსახურებდა!
[VIDEO] "კვარას" საგოლე პასები - პსჟ-მ "ატლეტიკო" გაანადგურა
[VIDEOS] ხვიჩას ორი საგოლე პასი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ატლეტიკოს" 2:0 ამარცხებს
"ატლეტიკოსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
იმად დარჩი, რაც ხარ - გატუზო იტალიის ნაკრების მწვრთნელია
[VIDEO] ქართული ძიუდოს ისტორიული დღე - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონია!
გასამრჯელოს გაუორმაგებენ - ცნობილი გახდა დემბელეს მომავალი ხელფასის ოდენობა
შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
უდიდესი სენსაცია - კვანტრიძემ მოქმედი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი დაამარცხა!
"იამალის მსგავსი ტალანტია" - დემბელემ თანაგუნდელი გამოარჩია
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - კონტე ამ ორი ფორვარდიდან ერთ-ერთს ითხოვს
"აი, ამიტომ წავიდა არნოლდი "ლივერპულიდან" - კლოდ მაკელელე
სად ითამაშებს ჩაკვეტაძე - თბილისის "დინამო", როგორც მოკლევადიანი გამოსავალი?!
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
აზაროვის "შახტარი" შესაძლოა, გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტმა მწვრთნელმა ჩაიბაროს
კვარაცხელიას სვლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და მიქაუტაძის დიდი დაპირისპირება "მანჩესტერთან" - მთავარი ამბები ზაფხულამდე
აზაროვმა შეიძლება კარიერა თურქულ გუნდში გააგრძელოს
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: აზაროვის მოპოვებული პენალტი - "შახტარმა" "ბრესტს" მოუგო [VIDEO]
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
გოჩოლეიშვილმა "ჩელსისთან" 70 წუთი ითამაშა - "კოპენჰაგენი" დამარცხდა
კონფერენს ლიგა. 1/8-ფინალი: გოჩოლეიშვილის გარეშე - "კოპენჰაგენი" "ჩელსისთან" ისევ დამარცხდა
[VIDEO] კლოპის თვალწინ შოუ დადგა - კიტეიშვილის მაგარი გოლი და დუბლი "ზალცბურგთან"
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
ოფიციალურად: ქართველების "შახტარს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
მოიგებს ლიგას კვარაცხელია? ქართველებს გავარდნა ემუქრებათ - მაისის ამბები
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
გოჩოლეიშვილის "კოპენჰაგენი" მსოფლიო გრანდის წინააღმდეგ - კონფერენს ლიგის მერვედფინალში გუნდები დაწყვილდნენ
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
ვლადიმირ ვაისი: ჯოჯოხეთი გველის, მაგრამ სასწაულის მოხდენას შევეცდებით
ზედიზედ მეორედ - კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
"ჩემპიონატის ორი საუკეთესო მოთამაშიდან ერთ-ერთი კიტეიშვილია" - ცნობილი ავსტრიელი ფეხბურთელი ქართველ ნახევარმცველზე
"ომი და ოჯახის არყოფნა ჩემთვის ძალიან რთულია" - აზაროვმა "შახტარიდან" წასვლის სურვილი გამოთქვა
კიტეიშვილის "შტურმი" "ვოლფსბერგერს" ფრედ ეთამაშა და ლიდერობა დაკარგა
გოჩოლეიშვილმა შორეული დისტანციიდან გაიტანა - "კოპენჰაგენმა" ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა [VIDEO]
ქართველების "შახტარს" ცნობილი თურქი ფეხბურთელი ჩაიბარებს