"საქართველოსთან და ლატვიასთან შედარებით, ყაზახეთის ნაკრებს უფრო კარგად ვიცნობთ. მოვიპოვე თუ არა ინფორმაცია ამ ნაკრებებზე? სამწუხაროდ, ბევრი ინფორმაცია არ გამაჩნია, მაგრამ ტურნირის მიმდინარეობისას, ამ ნაკრებების შესწავლის საშუალება მოგვეცემა.
ფავორიტი, რა თქმა უნდა, საქართველოა. მათ ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც კარგ გუნდებში ასპარეზობენ. მახსოვს მათთან შეხვედრა. მაშინ ანდორის ნაკრებს ძალიან გაუჭირდა.
საქართველოსა და ყაზახეთში მგზავრობა ძალიან დამღლელი იქნება, რადგან მგზავრობას საკმაოდ დიდი ხანი სჭირდება,
ვისურვებდი, რომ ყველა ნაკრებმა კარგი ფეხბურთი ითამაშოს და დაე, უძლიერესმა გაიმარჯვოს", - აღნიშნა ალვარესმა.