ერთა ლიგა: რას წარმოადგენენ საქართველოს ნაკრების მეტოქეები

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა 1990 წელს ითამაშა პირველი მატჩი ლიტვის ნაკრებთან. მას შემდეგ 28 წელი გავიდა და "ჯვაროსნებს" არაფრისთვის არ მიუღწევიათ.

არადა, ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მთავარ გუნდში ძალიან ბევრმა მაგარმა ფეხბურთელმაც ითამაშა და ძალიან ბევრმა კარგმა მწვრთნელმა დამოძღვრა ნაკრები, რომლებსაც ეს არჩევანი ბოლოს ძვირად დაუჯდათ.

ბოლო პერიოდში ნაკრების მიერ არასასურველი შედეგის დაფიქსირების შემდეგ, ხშირად წაიკითხავთ და გაიგონებთ გამონათქვამს: "ყველამ ისწავლა ფეხბურთის თამაში" და ამ დროს ყოველთვის მიჩნდება ერთი კითხვა: ჩვენ რატომ ვერ ვისწავლეთ?

რეალურად რომ ვიმსჯელოთ და გადავხედოთ იმ ჯგუფს, რომელშიც
ვართ, უბრალოდ, საუბარი ზედმეტია დონეზე, მაგრამ ჩვენი ნაკრები იმ მდგომარეობაშია, რომ ამ მეტოქეებთანაც კითხვის ნიშნებს ვსვამთ. არადა, ამ დროს ჯგუფიდან გასვლაზე მხოლოდ ძახილის ნიშნის დასმა გვმართებს.

ასეთი შანსი, ალბათ, ერთ დროს წარმოუდგენელი იყო, რადგან ჩვენს ნაკრებს შეუძლია თავიდან დაიბადოს, სუსტი მეტოქეების მეშვეობით გაძლიერდეს და ევროპის ჩემპიონატის რადარებზე გამოჩნდეს.

ვის ვხვდებით და ვისთან თამაში გვადარდებს? შევეცდები, უფრო ნათლად წარმოგიდგინოთ ჩვენი მეტოქეები.


ყაზახეთის ნაკრები
დავიწყოთ იმით, რომ ყაზახეთის ნაკრების ფეხბურთელები ადგილობრივ ჩემპიონატში თამაშობენ, იმ ჩემპიონატში, სადაც ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა და ლიდერებმა დაიწყეს გადაბარგება.

ყაზახეთის საფეხბურთო ჩემპიონატი რომ ვითარდება ბოლო წლებია და მათი კლუბების ასპარეზობით ევროპა გაოცებულია, არ არის ახალი ამბავი. თუნდაც წლევანდელი ევროპის ლიგა ავიღოთ, "ასტანა" 1/16-ფინალშია. ყაზახურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევში ვარშავის "ლეგია" გამოთიშა, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გამოვარდა "სელტიკთან", რომლის სახლში დამარცხება 4:3 შეძლო. ევროპალიგაზე პრაღის "სლავია" და "მაქაბი " ჩატოვა ჯგუფში და ახლა "სპორტინგთან" გამოცდის თავის ძალებს. "ასტანადან" ნაკრებში საშუალოდ 5-დან 9 ფეხბურთელს იძახებენ.

ყაზახეთის ნაკრები უეფას რეიტინგში 135-ე ადგილზეა, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში მატჩი ვერ მოიგეს და 3 ქულით ბოლო ადგილზე გავიდნენ.

საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებები ერთმანეთს 4-ჯერ დაუპირისპირდნენ. 2005 წელს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მეტოქე სტუმრად 2:1 დავამარცხეთ და სახლში ფრედ, 0:0 ვეთამაშეთ. 2013 წელს ამხანაგურ მატჩში დავმარცხდით და ვლადიმირ ვაისის სადებიუტო შეხვედრაში 2016 წელს "დინამო არენაზე" ფრედ, 1:1 ვეთამაშეთ.

მეტოქეს ყველაზე კარგი - უკანა ხაზი ჰყავს, ცენტრალურ და მარცხენა მცველებში დიდი კონკურენცია აქვს. სხვა მხრივ, ვერც შეტევაში და ვერც ნახევარდაცვაში ვერ ბრწყინავენ.


ლატვიის ნაკრები
ლატვიის ნაკრები ჩვენი ნაკრებისთვის ბოლო პერიოდის ყველაზე კარგი მოგონებაა, ჩვენ ისინი 2017 წელს 5:0 გავანადგურეთ.


სულ ჩვენი ნაკრებები 8-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, 3 თამაში მოვუგეთ, 3-იც წავაგეთ და 2 ფრედ ვეთამაშეთ. 14 გოლი გავიტანეთ და 10 მივიღეთ.

ლატვიური ფეხბურთი დღეს ვერ ბრწყინავს. მაქსიმალური მიღწევა 2004 წელს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობაა. საუკეთესო გუნდი, სადაც მათი ფეხბურთელი ირიცხება, ეს ფრანგული "მეცია", თუმცა იანის იკაუნიკიესს, რომელიც ლატვიური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება, ფრანგულ კლუბში არ ათამაშებენ.

ფიფას რეიტინგში 131-ე ადგილზე მყოფი გუნდი ვერც საკლუბო ფეხბურთში ბრწყინავს, თუმცა მათი ლიგა საქართველოს ჩემპიონატს 4 საფეხურით უსწრებს.

გუნდს "გამოსარჩევი" უფრო შეტევა ჰყავს, ვიდრე სხვა ხაზი. ნაკრებს ალექსანდრ სტარკოვსკი წვრთნის, რომელმაც მესამეჯერ ჩაიბარა ნაკრები, პლუს ამას, ორჯერ ასისტენტიც იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ლატვიელი სპეციალისტი 2004-06 წლებში მოსკოვის "სპარტაკს" წვრთნიდა.

ანდორას ნაკრები
ჩვენი ნაკრებები არასდროს დაპირისპირებიან ერთმანეთს, თუმცა 2017 წელს 19-წლამდელთა ნაკრებების შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ჯუჯა სახელმწიფოს ნაკრებთან ჭიდილი ახალგაზრდებსაც მარტივი ეგონათ, მაგრამ შედეგი სახეზეა.

რანგით 136-ე ნაკრებს განსაკუთრებული საფეხბურთო ისტორიაც არ აქვს და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ერთადერთი გამარჯვებაც სენსაციური გამოდგა, მათ უნგრეთი 1:0 დაამარცხეს. სხვათა შორის, ლატვია და ანდორა ერთ ჯგუფში იყვნენ, ლატვიამ სტუმრად 1:0 მოუგო და სახლში 4:0 დაამარცხა.

ნაკრები ძირითადად არაპროფესიონალი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და პროფესიონალები ვინც ჰყავთ, ისინი ცენტრალური მცველები არიან.

ნაკრებს 2010 წლიდან ესპანელი კოლდო ალვარეზი წვრთნის, რომელსაც მანამდე სხვა გუნდი არასდროს გაუწვრთნია.



მკითხველის კომენტარები / 4 /
პირველზე გავალთ. მარა მერე ნახევარფინალში გაჭირდება
ვარლამიკო
22:39 25-01-2018
0
ყაზახეთი გააბარდღალებს საქართველოს ნაკრებს აი ნახეთ, რამდენი ქართველი ტამაშობს ევროპა ლიგის 1/16 ფინალში ? :დ
MAZE
14:10 25-01-2018
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული