ურთიერთშეხვედრები
არიან ნაკრებები, რომლებთანაც უბრალოდ აქამდე არაფერი გამოგვივიდა და კარგი თუ ცუდი თამაშის მიუხედავად, ძირითადად, ვმარცხდებოდით. ერთ-ერთი ასეთი უკრაინაა. ახლა ამ ბალანსის დარღვევაზე უნდა ვიფიქროთ, როგორც ეს თუნდაც ბულგარელებთან შევძელით. ჩვენ გუნდს დღეს ეს ნამდვილად შეუძლია!..
უკრაინელებმა ცხრიდან ექვს შეხვედრაში დაგვამარცხეს. ჩვენთვის განსაკუთრებულად გასახსენებელი და გულდასაწყვეტი 2006 წელს, კიევში გამართული შეხვედრა იყო, სადაც კარგ ბრძოლაში (2:3) წავაგეთ. "ჯვაროსნების" კარში გოლები
რაც შეეხება უკანასკნელ დაპირისპირებას (1:2 დავთმეთ), ის 2015 წელს შედგა. მაშინაც ნეიტრალურ მოედანზე, ამხანაგურად გავეჯიბრეთ. გიორგი ლორია, გურამ კაშია და ლაშა დვალი სასტარტოში იყვნენ.
საქართველოს ნაკრებმა მზადება დაიწყო
უკრაინელთა პრობლემები
თუკი საქართველოს ნაკრებში ყველა გამოძახებული ფეხბურთელი ადგილზეა, უკრაინელებს პრობლემები აქვთ. მეკარე ლუნინი (რეალი), ზინჩენკო (არსენალი), მალინოვსკი (ჯენოა), ციგანკოვი (ჟირონა) და მიკოლენკო (ევერტონი) ის გვარები არიან და ისეთ კლუბებში თამაშობენ, ქართველ გულშემატკივართა დიდი ნაწილი კარგად რომ იცნობს. რებროვს ახლა მათი შეცვლა მოუწევს. სიაში დაემატა დონეცკის "შახტარის" ძირითადი კიპერი დმიტრი რიზნიკი.
მეტოქის შემადგენლობა
უკრაინის ნაკრების ფეხბურთელები საკმაოდ ძლიერ კლუბებში გამოდიან და მათგან მეტ წარმატებას ელლდნენ როგორც ევროპის ჩემპიონატზე, ასევე მიმდინარე "ერთა ლიგაზე". აღსანიშნავია, რომ ევროპირველობაზე არ გაუმართლათ და 4 ქულით ჯგუფში მესამე ადგილიც ვერ დაიკვეს.
"რეალის" კიპერის "შახტარის" წარმომადგენლით ჩანაცვლებაზე ვახსენეთ და რებროვის განკარგულებაშია "ბენფიკას" ასევე სასტარტო კარის დარაჯი, 23 წლის ანატოლი ტრუბინი; ინგლისის პრემიერლიგაში, "ბორნმუთის" შემადგენლობაში, მუდმივად თამაშობს 22 წლის ცენტრალური მცველი ილია ზაბარნი; 24 წლის მიხაილო მუდრიკის (ჩელსი) შესახებ ისედაც ყველამ იცის და 27 წლის არტემ დოვბიკმა, გასულ წელს ესპანეთში 24 გოლი რომ ჰქონდა, "რომაშიც" შედეგიანად დაიწყო.
ისინი "ერთა ლიგაზე"
ჩაკვეტაძის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასია
ჩვენი სტატისტიკა
საქართველოს ნაკრები წინ ორი ტური გამოკვეთილი სასტარტო შემადგენლობით ითამაშა, გაიტანა 5 გოლი და საკუთარ კარში მხოლოდ 1 მიიღო.
ყველაზე მეტი გოლი გიორგი ქოჩორაშვილის ანგარიშზეა - 2. თითო შედეგიანი დარტყმა გიორგი მიქაუტაძის, ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი ჩაკვეტაძის აქვთ. საგოლე პასების ავტორებსაც შეგახსენებთ - ჩაკვეტაძე, კვარაცხელია (თერთმეტმეტრიანიც მოიპოვა), კიტეიშვილი და ლოჩოშვილი.
იმედია, მორიგი წარმატება გველის!..