ლატვიის ნაკრების მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ფავორიტია

AutoSharing Option
ლატვიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ სტარკოვმა ერთა ლიგის წილისყრის დასრულების შემდეგ ყაზახურ მედიასთან კომენტარი გააკეთა. ლატვიელთა დამრიგებლის თქმით, ჯგუფში ფავორიტი საქართველოა.

"ჯგუფი საკმაოდ თანაბარია და მოსაგებად ბრძოლა ყველას შეუძლია. ყველაზე სუსტი ანდორის ნაკრებია, მაგრამ ვნახეთ, რომ სენსაციის მოხდენა მათაც შეუძლიათ. თუნდაც, შეგვიძლია პორტუგალიასთან შეხვედრა გავიხსენოთ.

რაც შეეხება ჯგუფის ფავორიტს, ეს საქართველოს ნაკრებია. მათ ძალიან მაღალკვალიფიკაციური მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავთ. ჩვენ კი ყველა შეხვედრაში მოსაგებად ვიბრძოლებთ", - აღნიშნა სტარკოვმა.


მკითხველის კომენტარები / 5 /
კიდევ კარგი სადღაც მაინც ვართ ფავორიტი:)
irakli
00:09 27-01-2018
0
მე მაინც მგონია, რომ ან ასე იქნება, ან ისე ;)

პ. ს. ეს რობოტებთან ბრძოლა კაი მოიგონეთ ))
ჰმ
20:58 26-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული