sports.kz: საქართველოს ბორცვებზე ღამის წყვდიადს დაუსადგურებია

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან ერთ ჯგუფში ყაზახეთის ეროვნული გუნდი ითამაშებს. ამასთან დაკავშირებით ყაზახურ პორტალზე sports.kz-ზე გამოქვეყნებულ წერილს გთავაზობთ, რომელიც მიუხედავად გარკვეული სუბიექტურობისა, ვფიქრობთ, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ჩვენი მკითხველისთვის.

"უახლოესი თვეების განმავლობაში ყაზახი გულშემატკივრები ქართულ ფეხბურთს ყურადღებით მიადევნებენ თვალს. ეს გასაკვირი არცაა, რამეთუ ბევრი სპეციალისტი თვლის, რომ ჯგუფში პირველი ადგილისთვის საქართველოს და ყაზახეთის ნაკრებები იბრძოლებენ. ლატვიის გუნდის ფეხბურთელები რა თქმა უნდა, ასე არ ფიქრობენ. ალბათ, ანდორელებიც. თუმცა, ეს უკვე მათი პირადი პრობლემაა.

ჩვენ კი საქართველოზე ვისაუბროთ. თუ სიღრმისეულად დავაკვირდებით, ახალი
ტურნირის ჯგუფის მონაწილეები ორ დუეტად შეიძლება დავყოთ - ერთს შეადგენენ ლატვიის და ანდორას გუნდები, ხოლო მეორეს - ყაზახეთის და საქართველოსი. ასეთი კვალიფიცირება შეიძლება მოვახდინოთ უკანასკნელ შესარჩევ ციკლში მიღწეული გამარჯვებებით. ეს შეუძლებლად შეიძლება მოგეჩვენოთ, ვინაიდან საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ვერც ერთი გამარჯვება ვერ მოიპოვეს. ამ დროს, ანდორამ უნგრეთი დაამარცხა, ლატვიამ კი ორი შეხვედრა მოიგო. თუმცა, ორივეჯერ ანდორას სძლია, მაგრამ არსი არაა მთავარი. მთავარია, ამ ორმა გუნდმა საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებებისგან განსხვავებით ოფიციალურ თამაშებში გამარჯვების გემო გადმოცემით არ იცის.

აი, მოდით, ჩვენი სიკეთისა არ იყოს, სანაკრებო კრიზისში მყოფ ჩვენს ქართველ თანამოძმეებზე ვისაუბროთ.

ჩვენთვის კარგად ნაცნობი სპეციალისტის ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ჩატარებული მუნდიალის შესარჩევი ციკლი ქართველებს აქტივში ნამდვილად არ ჩაეთვლებათ. ორ წელიწადში ვერც ერთი მატჩის მოგება - ამას რა თქმა უნდა, მოხერხება უნდოდა... განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მართალია, ბოლო წლებში მაღალი დონის შემსრულებლების მხრივ ცოტა შეზღუდულნი არიან (რაზეც ისიც მიუთითებს, რომ ნაკრებში უჩა ლობჟანიძეს და ვლადიმირ დვალიშვილს უხმეს, რომლებიც გასულ სეზონში ჩვენს ჩემპიონატზე არ ბრწყინავდნენ...), თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მათ საფეხბურთო ტალანტები არ ამოწურვიათ.

გასული წლის მიხედვით ეროვნული გუნდის ძირითადი მეკარე "რიუ ავეს" 27 წლის გოლკიპერი გიორგი მაკარიძეა. დაცვის ხაზის ლიდერი ჰოლანდიის "ვიტესის" 30 წლის მცველი გურამ კაშიაა. მოწოდების სიმაღლეზე მარცხენა ფლანგზე ხაბაროვსკის სკა-ს წარმომადგენელი გიორგი ნავალოვსკია, რომელსაც ადვილად შეუძლია მთელი ზონის ჩაკეტვა. მიუხედავად ხანგრძლივი სათამაშო პრაქტიკის არქონისა, ვაისი ნახევარდაცვაში "ტობოლის" ახალწვეულს, 31 წლის ჯაბა კანკავას უცხადებდა ნდობას. მასთან ერთად ქმნიდნენ ამინდს მისი ამჟამინდელი თანაგუნდელი, 25 წლის ნიკა კვეკვესკირი, ვალერი ყაზაიშვილი (სან ხოსე), რომელიც ამ დღებში 25 წლისა მოიყრება და 23 წლის ვალერიან გვილია (ბატე). დამრტყმელ ფორვარდად 24 წლის გიორგი ქვილითაია (რაპიდი) ითვლებოდა, მის სეხნიას, 19 წლის გიორგი არაბიძეს (შახტარი) უფრო იშვიათად კი უწევდა თამაში, მაგრამ შედეგიანობით უფროს მეგობარს არ ჩამორჩებოდა.

ალბათ, ვაისის ხელში საქართველოს ნაკრების ჩავარდნა ადვილად პროგნოზირებადი იყო. ყაზახეთშიც საკმაოა ხალხი, რომლებიც ვაისის "კაირატში" მუშაობას  დადებითად აფასებდა მხოლოდ ბორის კიტკას ასისტენტობის გამო. საქართველოში ვლადიმირ ვლადიმირის ძე თითქმის ამ თანაშემწის გარეშე მუშაობდა - სამწვრთნელო შტაბში მხოლოდ შარშან აგვისტოში აიყვანეს. შედეგიც სახეზეა.

უეჭველია: ერთა ლიგის სადებიუტო ტურნირი შესანიშნავი საშუალება იქნება საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაციისა და იმისა, რათა ბოლოსდაბოლოს ისტორიაში ქართველთა გუნდმა გადალახოს წარუმატებელი პერიოდი. იგივე ითქმის ყაზახთა კრებულზეც. ვის უფრო გაუღიმებს ფორტუნა?..

fortes fortuna adiuvat. ფორტუნა მამაცემს სწყალობს".
მკითხველის კომენტარები / 13 /
საქართველოს ნაკრებში სულ 5-6 კაცი თამაშობს ფეხბურთს და მარტო ერთი ახსენა, რაც კარგია
ოქრიაშვიკი, ანანიძე, მჭედლიძე და კვერკველია არ უხსენებია მაგათ გარდა მარტო კაშიამდა ვაკომ იცის თამაში დანარჩენებთან ბოდიში მაგრამ 11ს ავსებს.!!!
მე
28 იანვარი 2018 21:09
0
კი მაგრამ ამ სტატიაში სუბიექტური რა დაინახა ავტორმა არ მესმის,კი არა და ზედმიწევნით ობიექტური სტატიაა.
sake
28 იანვარი 2018 18:23
1
გიო-ს 100% ვეთანხმები. ობიექტური სტატიაა.
გიორგი
28 იანვარი 2018 01:32
0
ამ სტატიდანაც კარგად ჩანს რამდენად სერიოზულად ემზადებიან ყაზახები ჩვენთან სათამაშოდ. დარწმუნებული ვარ, არც ლატვიელები და ანდორელები ჩამორჩებიან მათ სერიოზულობაშია. იმედია, ჩვენც უკიდორესი სერიოზულობით მივუდგებით ამ ტურნირს...
tngh
27 იანვარი 2018 18:54
0
რა წერია ამ სტატიაში სუბიექტური?ძალიან ობიექტური სტატიაა! არაბიძეს ჯერ ბევრი აქვს სამუშაო სანამ ნაკრების დონეს მიაღწევს! ისე თუ ყველა მწყობრში იქნება და სათამაშო პრაქტიკა ექნებათ პირველ ადგილზეც გავალთ ჯგუში და ევროპის ჩემპიონატზეც!
Gio
27 იანვარი 2018 18:36
0
აბსოლუტურად ობიექტური და კეთილგანწყობილი სტატიაა,მადლობა ყაზახ ჟურნალისტებს,სად ნახეთ სუბიექტივიზმი? დვალიშვილი რომ სანაკრებოდ არ ვარგა,მთელმა საქართველომ იცის ვაისის გარდა.3 წელი გოლი არ გაუტანია და ფორვარდია ამის შემდეგ?
status quo
27 იანვარი 2018 15:42
0
მე რაც თავი მახსოვს, ქართველები მნიშვნელოვან თამაშებს, დაძაბულ თამაშებს, გადამწყვეტ თამაშებს ვერ თამაშობენ. გამონაკლისი იყო დიდი ახალკაცის გუნდი და პირველი ჩემპიონები. ხოლო რაც უფრო ხალხი ნეიტრალურად ან პესიმისტურად იქნებოდა განწყობილი, უფრო იგებდნენ. ამიტომაც არის ლეგენდა, რომ კარგ გუნდებს უკეთესად ვეთამაშებით. აქედან გამომდინარე, თუ არ დაძაბავთ ზედმეტად ჟურნალისტები, თუ იმათ ქებაში იქნებით და არა ჩვენების, (ეს არ ნიშნავს გინებას) თუ უფრო მოწინააღმდეგის ტაქტიკის განხილვით დავკავდებით, ვიდრე ქართული "მათემატიკით", მაშინ უფრო მობილიზებული გუნდი გვეყოლება.
ამიტომ ასეთ სტატიებს მივესალმები. ამით თქვენ ჩვენ მომავალ გამარჯვებაში თქვენი წვლილი შეგაქვსთ.
ეს რა თქმა უნდა ხუმრობით დავწერე, მაგრამ ხომ გაგიგიათ ისეთი ხუმრობის რა ვთქვიო ..
haha
27 იანვარი 2018 15:14
1
saqme is aris, rom mxolod jgupshi pirveli adgilis dakaveba arasakmarisia euro sagzuris mosapoveblad
George²
27 იანვარი 2018 15:12
2
თუ შემოდგომაზე ჩვენი ნაკრების ძირითადი ბირთვი ფორმაში იქნება, ოქრიაშვილი, ანანიძე და ყაზაიშვილი. მჭედლიძეც კარგი იქნება, ასევე თუ მაგ დროისთვის ჩაკვეტაძეს და არაბიძესაც ექნებათ საკლუბო პრაქტიკა, უდაოდ ჩვენი იქნება პირველი ადგილი. მითუმეტეს სათამაშო ხარისხი ბოლო ხანებში ისედაც გამოსწორებულს ჰგავს, ერთი ეგაა მოულოდნელი არევ-დარევა არ გამოურიონ როგორც მოლდოვასთან ჰქონდათ.
Lagashi
27 იანვარი 2018 14:58
1
რათუნდა ამას ფანტაზია,მაგალითად საქართველოს თამაშებს რაც შეეხება გამართლების მხრივ საერთოდ არ უმართლებს რამდენ მომენტებს ქმნიან ხან შტანგები და ხანაც მე-12 ფეხბურთელი ანუ მსაჯი რამდენჯერ უხეში შეცდომები დაუშვეს,და თუ ეს პრობლემები აღარ იქნება და საქართველომ მაღალი სიჩქარეებით ითამაშა,მაგალითად ირლანდიასთან და უელსთან როგორც ითამაშეს,ამ შემთხხვევაში 1 ადგილი გარანტიაა,ამის თქმის საფუძველს თვითონ საქართველოს ფეხბურთელების საშემსრულებლო დონე მაძლევს..ვიდრე სხვა გუნდების.. მაგალითად ყაზეიშვილი,ოქრიაშვილი,ჭანტურია,ანანიძე,გვილია,კვეკე და ამას დაუმატე ახალგაზრდების წამოწევა არაბიძე ჩაკვეტაძე და კიდევ რამდენი
ასევე
27 იანვარი 2018 13:19
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული