საქართველოს ნაკრები 5 ივნისს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 5 ივნისს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ლუქსემბურგს სტუმრად დაუპირისპირდება.

ლუქსემბურგის ნაკრები, საქართველოს მსგავსად, ერთა ლიგის გათამაშების D დივიზიონში იასპარეზებს. მეორე ჯგუფში ლუქსემბურგი ბელორუსს, მოლდოვასა და სან მარინოს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პირველ ჯგუფში ლატვიას, ყაზახეთსა და ანდორას შეხვდება.

ლუქსემბურგთან დაგეგმილ ამხანაგურ მატჩამდე, საქართველოს ნაკრები 24 მარტს ჯერ ლიტვას უმასპინძლებს, 27 მარტს კი ჩვენი გუნდი ესტონეთს მიიღებს.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ერთა ლიგის D კალათა, ანუ ე.წ. მკვდრთა ლიგაში ჩვენს მსგავს მკვდრებს ვეთამაშებით მაინც და დიდო პრეზიდენტო და მსოფლიო პარლამენტარიზმის გიგანტო კობი, მის ირგვლივ შემოკრებილო ფეხბურთის მენეჯმენტის ასებო, მუჯირო და იაშკა, იქნებ ამხანაგურ მატჩებში მაინც შეგერჩიათ ისეთი ოდნავ არამკდარი გუნდი, რომელთა მოთამაშეებმა ბურთის გაჩერება და ახლო პასის მიცემა იციან, ნუ ეხლა კარების ჩარჩოში დამრტყმელი ფეხბურთელთა გუნდი დიდი ფუფუნება იქნებოდა ჩვენთვის











llcl
13:50 09-02-2018
3
ამხანაგურებში უნდა ეცადოთ ეთამაშოთ თქვენზე ძლიერებს და არა ეზოს გუდებს
dvalishvili lado
15:32 09-02-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული