ვლადიმირ ვაისის გუნდი 24 მარტს ლიტვის ეროვნულ გუნდს შეხვდება. 27 მარტს კი ქართველი ფეხბურთელები ესტონეთს დაუპირისპირდებიან.
ორივე შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივრებისთვის შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. მარტში დაგეგმილი საერთაშორისო ამხანაგური მატჩები უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპია.
საქართველოს მონაწილეობით, უეფას ერთა ლიგის მატჩები მიმდინარე წლის 6 სექტემბერს იწყება.