მოსკოვის "სპარტაკის" სამედიცინო დეპარტამენტის დირექტორის მიხაილ ვარტაპეტოვის თქმით, მათი სამედიცინო შტაბი, მუდმივ კავშირშია საქართველოს ნაკრების შტაბთან.
ოპერაციის თარიღსა და გამოჯანმრთელებისთვის საჭირო პერიოდს კი მოგვიანებით გამოაცხადებენ.
შეგახსენებთ, რომ ახლახანს დაბრუნებულმა ჯანო ანანიძემ ტრავმა ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის დებიუტში, მე-6 წუთზე მიიღო.