სტანიმირ სტოილოვი: საქართველო და აზერბაიჯანი ერთი სტილის ფეხბურთს თამაშობენ

AutoSharing Option
ყაზახეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც საქართველოს ნაკრები აზერბაიჯანის ნაკრებს შეადარა.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რატომ გადაწყდა 5 ივნისს ერთა ლიგამდე აზერბაიჯანთან საკუთარ მოედანზე დაპირისპირება.

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აზერბაიჯანულ მხარეს დადებითი პასუხისთვის. ასევე, ჩვენმა ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს მატჩი სახლში გაგვემართა.

გვსურდა, ეს შეხვედრა სახლში ჩაგვეტარებინა, რადგან ერთა ლიგაზე პირველი დაპირისპირება საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გველის.

რატომ აზერბაიჯანი? ეს გუნდი ძალიან ჰგავს საქართველოს სათამაშო სტილით. სწორედ ამიტომ ამოვირჩიეთ ის ოპონენტად.

მათ ნაკრებთან
თამაში კარგი ტესტი იქნება საქართველოსთან თამაშის წინ", - აღნიშნა სტოილოვმა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
რამხელა წარმოდგენა გვაქ საკუთარ თავზე:):)რამხელა შეურაცყოფა მოგვაყენენ აზერბაიჯანს შეგვადარენ.ჩვენ ხომ სამგზის მსოფლიო ჩემპიონები ვართ და ორგზის ევროპის ვიცე ჩემპიონები:):)რომ აღარაფერი ვთქვათ ქართული კლუბების მიერ მოპოვებულ ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედლებზე:):):)
ლაშა
19 აპრილი 2018 19:38
19
აზერბაიჯანი არა? მაგას სულ მალე გამოცდით საკუთარ ტყავზე. რომ მიგაფარჩაკებენ შინ და გარეთ. მიდით. ბიჭებო, ისეთი უნდა შეუსრულოთ, რომ მაგ სიტყვებს გადააყოლონ და უთხრან: სპარინგად ჰოლანდია ან ესპანეთი უნდა აგერჩია, ისეთ ფეხბურთს თამაშობენ ქართველებიო, ამ თაობას ეს ნაღდად შეუძლია
bmb
19 აპრილი 2018 15:33
4
ეეეეჰ რა დრო დაგვიდგა, რომ აზერბაიჯანის ნაკრებს გვადარებენ თამაშის სტილით. ეს არის დიდი "მიღწევა" ბოლო 20 წლის განმავლობაში ქართული ფეხბურთის მამების.
WTF
19 აპრილი 2018 13:59
7
ამას როგორც ჩანს არ უნახია ჩვენი გუნდის ბოლო თამაშები
giorgi
19 აპრილი 2018 13:58
2
ჩვენ ნაკრებს დაცვაში ჰყავს ფაქტიურად რუსეთის ჩემპიონის მცველი კვირკველია,უკრაინის ჩემპიონის მცველი ხოჭოლავა,არნემის ვიტესის კაპიტანი და ლეგენდა კაშია,ასევე დიდი პერსპექტივის მქონე ხიმნასტიკის მცველი კაკაბაძე.მარტო ეს დაცვის ხაზი ბევრად აღემატება აზერბაიჯანის დაცვას და მთლიანად მათ ნაკრებს. ჩვენთვის კარგია ასეთი წარმოდგენა რომ აქვს სტოილოვს ჩვენზე!
kika
19 აპრილი 2018 13:43
1
ერთ მხრივ კარგია ასეთი სულელი მწვრთნელი რომ ყავს ჩვენ მოწინააღმდეგეს.მაგარი შედარებაა სტილში.
თემო
19 აპრილი 2018 12:39
1
ნეტა ჩვენი მოწინააღმდეგე ნაკრებების ყველა მწვრთნელები შენსავით ფიქრობდენ რას ვაშენდებოდით
შოკირებული გულშემატკივარი
19 აპრილი 2018 12:17
1
ასეთი შეურაცხყოფა ჩვენთვის ჯერ არავის მოუყენებია!!!!!!!
გიორგი
19 აპრილი 2018 12:05
3
მე მგონი გვეშველა ამას ქართული ფეხბურთი აზერბაიჯანულის მსგავსი თუ გონია გავსულვართ და ეგაა!
geno
19 აპრილი 2018 11:39
0
აზერბაიჯანის სტილში ჩვენ ჯერ ვერ ვითამშებთ არ გვყავს ეგეთი დონის ფეხბურთელები
stelar
19 აპრილი 2018 11:37
31
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული