იმ თამაშიდან მხოლოდ ის მახსოვს, რომ საქართველოს ნაკრები ძალიან შორს იყო ფეხბურთისგან და სტადიონიდან უკმაყოფილო წამოვედი.
მაშინ ნამდვილად არ ვიცოდი, ვინ იყო მოჰამედ სალაჰი, რომელიც 22-ნომრიანი მაისურით აწუხებდა ჩვენს კარს. 19 წლის ტალანტი მაშინ "ბაზელში" თამაშობდა.
ამავე წელს ჩვენი საიტის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში, დავით თავართქილაძე წერს: "მაჰმუდ შიკაბალა, აჰმედ თემშახი, მოჰამედ სალაჰი, მოჰამედ აბდელშაფი - მათი სახელები ვინძლო არაფერს გვეუბნება, მაგრამ თბილისში ჩინებულად ირჯებოდნენ."

ადრე თუ მოჰამედ სალაჰის სახელი არაფერს გვეუბნებოდა, ახალგაზრდა ფარაონი ახლა მსოფლიო საფეხბურთო სამყაროს იპყრობს.
▶ საქართველო-ეგვიპტე 0:0 - ნამდვილი ფეხბურთის შიმშილი
▶ ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი. I მატჩი: "ლივერპულისგან" 5 გოლი და "რომას" მორიგი განსაცდელი [VIDEO]