ნაცუ ბაშო. IX დღე: ცხრიდან ცხრა - ტოჩინოშინმა დაიეიშოც ასწია და გადაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეცხრე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა მეცხრე გამარჯვება იზეიმა.

ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა, იაპონელი დაიეიშო ჰაიატო იყო, რომელთანაც დადებითი ბალანსი 3:1-ზე ჰქონდა. ქართველმა სეკიტორმა თავიდანვე შეძლო მავაშში ხელის ჩავლება და მცირე წინააღმდეგობის მიუხედავად, მეტოქე დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.

ტოჩინოშინი ამ გამარჯვებით ბაშოს ერთპიროვნულად ლიდერობს. მას ჩამორჩებიან ერთი გამარჯვებით 40-გზის ჩემპიონი დიდი იოკუძუნა ჰაკუჰო და იოკუძუნა კაკარიუ.

რაც შეეხება გაგამარუს, რომელიც რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს, მისი მეტოქე ლიგის მეექვსე ნომერი დაიშოჰო იყო, რომელთანაც იორიკირით დამარცხდა. ეს ქართველი
ფალავნისთვის მეშვიდე მარცხია და ერთი მარცხის შემთხვევაში მაკე-კოშს (უარყოფითი ბალანსი) გაიფორმებს, რაც ლიგაში მის მეორე ნომრობიდან დაქვეითებას გამოიწვევს.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა ჩიოტარიუ იქნება, რომელთანაც ბალანსი 3:2-ზე აქვს. იაპონელმა ამ ბაშოზე ჯამში 5 შეხვედრა წააგო და 4-ში მოახერხა გამარჯვება.
მკითხველის კომენტარები / 18 /
საღოოოლ ერთიც და ეგააა :)
gio
21 მაისი 2018 12:55
0
თუ არ იცით ნუ აკომენტარებთ მაინც, გიომ ალბათ ოძეკობაზე იგულისხმა და ვეტყვი რომ 11 მოგება უნდა ოძეკი რომ გახდეს. ეხლა უკვე რთული შეხვედრები აქვს, ორივე იოკუძუნასთან საჭიდაო აქვს.
mameluk
21 მაისი 2018 16:50
2
რა ეგაა? ერთი მოგება არაფერს არ წყვეტს, (დადებითი ბალანსი უკვე აქვს, ხოლო გამარჯვებისთვის მინიმუმ კიდევ ხუთი გამარჯვება სჭირდება).
"რიგითი გულშემატკივარი"
21 მაისი 2018 13:12
2
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული