სეზონის პირველ ნახევარში "ყვითლების" ხელმძღვანელებს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ სეზონის ბოლოს ახალგაზრდა სპეციალისტს დაითხოვდნენ და გუნდს მის ასისტენტს და "დორტმუნდის" ყოფილ ნახევარმცველს, ნური შაჰინს ჩააბარებდნენ, თუმცა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში გასვლამ, კლუბის მესვეურების გეგმები შეცვალა.
შეგახსენებთ, 41 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით "დორტმუნდმა" ბუნდესლიგაში 63 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა.