ნაცუ ბაშო. IX დღე: ცხრიდან ცხრა - ტოჩინოშინმა დაიეიშოც ასწია და გადაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეცხრე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა მეცხრე გამარჯვება იზეიმა.

ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა, იაპონელი დაიეიშო ჰაიატო იყო, რომელთანაც დადებითი ბალანსი 3:1-ზე ჰქონდა. ქართველმა სეკიტორმა თავიდანვე შეძლო მავაშში ხელის ჩავლება და მცირე წინააღმდეგობის მიუხედავად, მეტოქე დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.

ტოჩინოშინი ამ გამარჯვებით ბაშოს ერთპიროვნულად ლიდერობს. მას ჩამორჩებიან ერთი გამარჯვებით 40-გზის ჩემპიონი დიდი იოკუძუნა ჰაკუჰო და იოკუძუნა კაკარიუ.

რაც შეეხება გაგამარუს, რომელიც რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს, მისი მეტოქე ლიგის მეექვსე ნომერი დაიშოჰო იყო, რომელთანაც იორიკირით დამარცხდა. ეს ქართველი
ფალავნისთვის მეშვიდე მარცხია და ერთი მარცხის შემთხვევაში მაკე-კოშს (უარყოფითი ბალანსი) გაიფორმებს, რაც ლიგაში მის მეორე ნომრობიდან დაქვეითებას გამოიწვევს.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა ჩიოტარიუ იქნება, რომელთანაც ბალანსი 3:2-ზე აქვს. იაპონელმა ამ ბაშოზე ჯამში 5 შეხვედრა წააგო და 4-ში მოახერხა გამარჯვება.
მკითხველის კომენტარები / 18 /
მე მგონია მარტო ჰაკუბოს უნდა შეხვდეს კაკარიუ აღმოსავლეთის იოკუძუნაა და აქამდე რასაც ვაკვირდები სულ დასავლეთის წარმომადგენლებს ხვდება,შეხვედრების ცხრილებსაც ეგრე აქვეყნებენ დასავლეთი-აღმოსავლეთი, ვინმემ ზუსტად ხომ არ იცით შეხვედრებს როგორ გეგმავენ?
მამუკა
21 მაისი 2018 21:07
0
მამუკა, მაგას სუმოს მამები ადგენენ და წინასწარ ვერ განსაზღვრავ ვინ ვის შეხვდება. ანუ წინასწარ გაწერილი კალენდარი არაა...
mameluk
21 მაისი 2018 22:40
0
დაზუსტება მერაბის გამოხმაურებაზე: რანგით ერთმანეთის მახლობლები ხვდებიან მხოლოდ მაიგაშირების ქვედა ნომრები. იოკოძუნები იწყებენ შეხვედრებს არა ერთმანეთთან, არამედ კომოსუბებთან და 1, 2, 3 და 4 მაიგაშირებთან. მოგვიანებით ხვდებიან სეკივაკებს, ხოლო ტურნირის ბოლოსკენ -- ჯერ ოძეკებს და შემდეგ ერთმანეთს. ასე ხდება როგორც წესი, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, ბაშოს მიმდინარეობიდან გამომდინარე.
N
22 მაისი 2018 06:42
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული