სუპერლიგის 2023-2024 წლების სეზონის რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემტევი უკანახაზელი, კახა ჯინჭარაძე დასახელდა. 30 წლის კალათბურთელისთვის ეს გახლავთ სუპერლიგაში მოგებული MVP-ის მე-2 ტიტული. პირველად ჯინჭარაძე საუკეთესოდ 2021-2022 წლების სეზონში დასახელდა, როცა ის დღეს გაუ-ს სახელით მოასპარეზე თბილისის “ოლიმპის” ღირსებას იცავდა.

რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა. გამოკითხვაში მონაწილეობას იღებდნენ სპორტული ჟურნალისტები, სუპერლიგის მონაწილე გუნდების მთავარი მწვრთნელები მატჩების მომსახურე მსაჯ-კომისრები. მთლიანობაში გამოიკითხა 52 რესპონდენტი და კახა ჯინჭარაძემ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. თსუ-სა და ეროვნული ნაკრების წევრმა მთლიანობაში 100 ქულა მიიღო. რესპონდენტი ასახელებდა 3 საუკეთესო მოთამაშეს ადგილების მიხედვით. პირველ ადგილზე დასახელებული მოთამაშე 3 ქულას იღებდა, მეორე – ორს, ხოლო მესამე – ერთს.

მეორე ადგილზე გავიდა ჯინჭარაძის თანაგუნდელი თსუ-სა და ეროვნულ ნაკრებში, ალექსანდრე ფევაძე. 26 წლის ფორვარდმა გამოკითხვაში 33 ქულა მიიღო და მცირედით აჯობა ტყიბულის "ორბის" ამერიკელ ლეგიონერ კენი კუპერს. კუპერმა გამოკითხულთაგან მიღებული ხმებიდან მთლიანობაში 32 ქულა მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ რეგულარული ჩემპიონატის 3 საუკეთესო მოთამაშიდან ფინალურ სერიაში ვერც ერთი ვერ მოხვდა. ჯინჭარაძისა და ფევაძის თსუ პლეი-ოფს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, ისევე, როგორც კენი კუპერის "ორბი". ჯინჭარაძემ სუპერლიგის 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ის საშუალოდ 22.4 ქულას, 6.4 მოხსნას, 4.3 პასს და 1.4 ჩაჭრას აგროვებდა. ჯინჭარაძის დიდი დამსახურებით, თსუ-მ მიმდინარე სეზონში საქართველოს თასი მოიგო, თუმცა, მისი შედეგიანობის მიუხედავად, უნივერსიტეტელები მეოთხედფინალურ სერიაში "კავკასიასთან" დამარცხდნენ.

GBF

ლაშა
კი, მაგრამ ირანის ჩემპიონატში რა უნდოდა?!...
ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს
"ქუთაისმა" თსუ-ს ფინალური სერიის ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო და ჩემპიონი გახდა
ფიბა-ს პროგრამის ფარგლებში საქართველოს ოთხმა ქალაქმა თანამედროვე საკალათბურთო ტაბლოები მიიღო
U21. პორტუგალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
7-კაცას მე-7 ადგილი
7-ქალა | არის პირველი მოგება!
"ნაპოლი" "ახალი კვარას" დაუსრულებელ ძიებაშია - კიდევ ერთი მემკვიდრე აღმოაჩინა
აბუაშვილი: მზად ვართ - ვიცით მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები
სუპერბიჭები საქმეში - ბექაური და მაისურაძე ბუდაპეშტში ოქროს შეუტევენ
სვანაძე: გვაქვს რეალური შანსი ქვეყნისთვის კიდევ ერთხელ გავაკეთოთ დიდი საქმე
"ლიონის" შემტევის შეძენას "ჩელსი" შეეცდება
[VIDEO] გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
ჯეკო "ფიორენტინაში" გადაბარგდება
თბილისის "დინამო" Vivacom თასის გამარჯვებულია
სიმაღლე ორ მეტრს აღემატება - "ნაპოლიში" ლუკაკუს ალტერნატივა ლუკა იქნება
[VIDEO] ზედიზედ მეხუთედ - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
[VIDEO] რთულია ემოციების გარეშე უყურო - გიორგი მიქაუტაძე პარიზში საკვირაო წირვას დაესწრო, ნახეთ ქართველი ქომაგების რეაქცია
[VIDEO] დარბაზი დაინგრა - საოცრება არგენტინის ჩემპიონატის საკალათბურთო მატჩში
გასპერინის მასთან მუშაობა არ სურს - "რომამ" დოვბიკი ტრანსფერზე დააყენა
"სახელებს მნიშვნელობა არ აქვს, ვინც არ ირბენს, არ ითამაშებს" - ჩაბი ალონსო
ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს
"ნუთუ ამაზეც უარს იტყვის?!" - "ალ ჰილალის" სუპერ შეთავაზება ოსიმენს
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან