ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

მალტასთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი

AutoSharing Option
მალტასთან ამხანაგური მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ვაკო გვილიამ და ოთარ კიტეიშვილმა გააკეთეს.

„მისასალმებელია,რომ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია ამხანაგურ მატჩებში გამოძახებული. ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით,რომ გაიარონ ადაპტაცია. ეს თამაშები არის ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპი და მაქსიმალურად პროდუქტიულად უნდა გამოვიყენოთ. უნდა გავიმარჯვოთ და ვითამაშოთ ის ლაღი და ლამაზი ფეხბურთი,რომელიც ბოლო თამაშებში ვაჩვენეთ. ბევრი ლიდერი გვაკლია, იმედია ერთა ლიგისთვის ყველა მოთამაშე დაგვიბრუნდება და მომზადებული შევხვდებით ოფიციალურ თამაშებს“ - ვაკო გვილია.

„ნაკრებში ყოფნის პერიოდში ყოველთვის მნიშვნელოვანია,რომ სასურველ კონდიციებში იყო. ვცდილობ მაქსიმალურად დავიხარჯო ვარჯიშებზე და
წარმოვაჩინო ჩემი შესაძლებლობები, მალტასთან მნიშვნელოვანი შეხვედრაა და თუ მექნება შანსი, ვეცდები გავამართლო მწვრთნელის იმედები“ - ოთარ კიტეიშვილი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უახლოეს ამხანაგურ მატჩებში.

მეკარეები:
გიორგი მაკარიძე (რიუ ავე,პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ზაურ მახარაძე (ოლიმპიკი, დონეცკი)

მცველები:
გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), ლევან გეგეჭკორი (რუსთავი,რუსთავი) სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი), დავით ხოჭოლავა (შახტარი,დონეცკი),ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები:
ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ბექა ვაჩიბერაძე (რიგასი, ლატვია), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკი,ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი)

თავდამსხმელები:
ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი)

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით