ოთარ კიტეიშვილი: ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც გამარჯვებაში წვლილი შეგაქვს

AutoSharing Option
საქართველოსა და მალტის ნაკრებების ამხანაგური შეხვედრის დასრულების შემდეგ, სფფ-ს ოფიციალურ საიტთან კომენტარი "ჯვაროსანთა" დებიუტანტმა ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა.

"პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვთამაშობდით და ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, ცოტა რომ გაგვმართლებოდა მინიმუმ ორ გოლს გავიტანდით. რაც შეეხება მეორე ტაიმს, ფეხბურთელის გაძევებამ თამაშზე გავლენა იქონია.

კარგია დღევანდელი მატჩის მოგება და ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც გამარჯვებაში წვლილი შეგაქვს. ამ შეკრებაზე ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია ჩემი ჩათვლით და ეს არის რეალური შანსი,რომ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ განვითარება, პროგრესი, რომ ნაკრებში ადგილი დავიმკვიდროთ", - განაცხადა
კიტეიშვილმა.

altგურამ კაშია: მეტი გოლი უნდა გაგვეტანა და უფრო თავდაჯერებულად მოგვეგო

altვლადიმერ ვაისი: მომდევნო მეტოქე უფრო რთულია და გარკვეული ცვლილებები იქნება

altსაქართველო - მალტა 1:0 - ასეთ გუნდს უფრო ადვილად უნდა მოუგო! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ცუდად ნუ გაიგებ მაგრამ ამ ერთმა შექებამ თუ კარგმა მომენტმა თავი არ უნდა დაგაკარგვინოს როგორც მოსდით ქართველების უმეტესობას იბინძღებიან თავში აუვარდებათ ვარჯიშს უკლებენ ლამის რეალში და ბავარიაში მოხვედრაზე უჩნდებათ პრეყენზია და იმის მაგივრად რომ პასუხისმგებლობა მოემატოთ პირიქით ვარჯიშს უკლებენ დისციპლინას არღვევენ წარმატებებს გისურვებ გულით და სულით დინამოსთან და საქართველოს ნაკრებთან ერთად შემოიკრიბე ბიჭები და ამ ევრო ტურნირებზე გააოცეთ ყველა გაახარეთ გაჭირვებული ხალხი და გაახარეთ ოჯახები. შანსი გაქვთ ისტორიაში შეხვიდეთ და 13 მაისს თუ ვერ გაიმეორებთ ცოტათი მაინც მიუახლოვდით.
კახა
21:38 02-06-2018
0

სიახლეები პოპულარული