საქართველოს ნაკრებს ლუქსემბურგთან 2 ფეხბურთელი ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ლუქსემბურგთან მატჩამდე შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ბოლო ვარჯიში გამართა.

ჟოზი ბარტელის სახელობის სტადიონზე ვარჯიში ერთი საათი გაგრძელდა. ეროვნულ ნაკრებს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. ოთარ კაკაბაძე ლუქსემბურგთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ფიფას წესების თანახმად, მალტასთან მიღებული წითელი ბარათის გამო ვაკო გვილია მომდევნო ამხანაგურ შეხვედრაში ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება. შესაბამისად, ლუქსემბურგთან შეხვედრისთვის ჩვენი ნაკრები 21 ფეხბურთელით ემზადება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (რიუ ავე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ზაურ მახარაძე (ოლიმპიკი, დონეცკი)

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი,
ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (რუსთავი, რუსთავი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ბექა ვაჩიბერაძე (რიგასი, ლატვია), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკი, ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი)

5 ივნისს, ლუქსემბურგისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი შემოგთავაზებთ.

altოთარ კაკაბაძე: ლუქსემბურგთან გამარჯვებას ვგეგმავთ


მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა სიმძიმის ტრავმაა თქვით ბარემ თქვე კაი ხალხო,
gulshematkivari
10:22 05-06-2018
0
როგორც ვიცი ამხანაგურში მიღებული ბარათუ არაფერია და არც ითვლება შემდეგი თამაშისთვის თუ გახსოვთ ლორია რომ გააგდეს შოტლანდიასთან და შემდეგ თამაშში დანიასთან იყო მაინც! ეს 5-6 წლის წინ კი იყო მაგრამ რა ვიცი არა მგონია შეეცვალათ
გენო
10:46 05-06-2018
1

სიახლეები პოპულარული