ვლადიმირ ვაისი: საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იქნება ცვლილებები

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ბოლო ვარჯიშის შემდეგ ვლადიმირ ვაისმა ლუქსემბურთან სამომავლო შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

"ლუქსემბურგთან შეხვედრას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთა ლიგის დაწყებამდე ბოლო საკონტროლო მატჩი გვაქვს. ეს შანსია იმ მოთამაშეებისთვის, რომლებსაც თავის გამოჩენა სურთ და მალტასთან არ უთამაშიათ.

შემადგენლობაში იქნება ცვლილებები. რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, ლუქსემბურგი კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელიც დაცვაში ხისტად თამაშობს. ასეთ ამხანაგურ შეხვედრებში პირველ ნომრად თამაში უნდა ვისწავლოთ".

ავსტრია-ლუქსემბურგში გამართულ საწვრთნელ შეკრებაზე ბუდუ ზივზივაძემ ისაუბრა:

"ჩემი აზრით, ნაყოფიერი შეკრება იყო, მალტასთან გამარჯვებას მივაღწიეთ, რამაც დადებითი გავლება იქონია გუნდის ხასიათზე.
ლუქსემბურგთანაც გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. შემდეგ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება ერთა ლიგის გათამაშების სახით".

altსაქართველოს ნაკრებს ლუქსემბურგთან 2 ფეხბურთელი ვერ დაეხმარება


მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
პირველ ნომრად თამაში უნდა ვისწავლოთო - ვის მიმარავს? დალოცვილო შეცვალე სათამაშო სქემა და ნასწავლიც იქნება და გადანასწავლიც. შემტევი ფეხბურთი აპრიორი 4-4-2-ც არ არის და მალტასთან, რომ ორი თავდამსხმელით თამაშობ რაღაზეა საუბარი? მათზე სუსტი გუნდი ვიღაა? მაინც ვისთნ უნდა გამოცადო რეალურად შეტევაში ნაკრების პოტენციალი, მაგიდასთან საუბარში დამუნჯებულ ჟურნალისტებთან?
goga
05 ივნისი 2018 15:12
10
ამ კაკაბაძეს რა მოუვიდა არ იტყვით?რა სიმძიმის ტრავმაა
ქობულეთელი
05 ივნისი 2018 12:22
0
იმედია დღეს მაინც ათამაშებს კაჭარავას ძირითადში!
kika
05 ივნისი 2018 11:50
6
ყველაფერი კარგია და კმაყოფილი ვარ, მაგრამ დიდი შეცდომა იყო ებრალიძის არ ჩამოყვანა და გამოჩნდა კიდეც
vaso
05 ივნისი 2018 11:34
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული