23:52 05-06-2018
სამწუხაროა - საქართველოს ნაკრებმა უხეიროდ ითამაშა და სუსტ ლუქსემბურგთან დამარცხდა! [VIDEO]
AutoSharing Option
თამაშმა დიდი ინტერესი არ გამოიწვია, 8-ათასიანი სტადიონი თითქმის ცარიელი იყო.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მალტასთან შეხვედრისგან განსხვავებით 8 ცვლილება განახორციელა და თქვა, რომ პირველ ნომრად ითამაშებდნენ.
მართლაც, უპირატესობას თავიდანვე "ჯვაროსნები" დაეუფლნენ და შეუტიეს. იერიშების მიტანას ჩვენი გუნდი გრძელი გადაცემებით ცდილობდა, მასპინძლები კი იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდნენ. თუმცა, შუა ტაიმში ლუქსემბურგი გათამამდა და ჩვენს ნახევარზე ამოიწია, და მოტამ მაკარიძის კარშიც დაარტყა ბურთი და ზედიზედ ორჯერ კუთხურიც მოაწოდეს.
საქართველოს ნაკრებს მოედნის ცენტრში ბურთის დაჭერა უჭირდა, რაც გუნდის ექსპერიმანტალური შემადგენლობიდან გამომდინარე, გასაკვირი არცაა და მომენტებსაც იშვიათად ქმნიდა.
მოკლედ, დიდი ვერაფერი ფეხბურთი ვიხილეთ და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
მეორე ტაიმში ვაისმა ცვლილებებით სცადა თამაშში გარდატეხის შეტანა და კიტეიშვილის დარტყმული ბურთი შონმა მოიგერია. კონტრშეტევაზე კი მაკარიძემ იოახიმს არ დაანება გოლის გატანა. თუმცა, მან 70-ე წუთზე მაინც მოახერხა გოლის გატანა და შეტევა ისევ ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგიდან განხორციელდა. ვერც ცენტრალურმა მცველებმა ვერ ივარგეს, რომლებმაც მასპინძელთა გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი ვერ გაანეიტრალეს.
ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა კი სცადა ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მხოლოდ სცადა და დამარცხდა.
ერთი სიტყვით, ჩვენი გუნდი უხეიროდ გაისარჯა და ლუქსემბურგთან, თუნდაც ექსპერიმენტალური დაარქვით და გინდა ნახერადსარეზერვო შემადგენლობით წაგებას, არანაირი გამართლება არა აქვს. აქ შედეგს კი არა, პირველ რიგში თამაშის დაბალი ხარისხია სამწუხარო. ძალიან სამწუხარო.
ლეტცებურგი. "სტად ხოსე ბარტელი".
ლუქსემბურგი - საქართველო 0:0
გოლი: 1:0 იოახიმი (70)
ლუქსემბურგი: მორისი (შონი 46), და მოტა (კარლსონი 46), ჟერსონი, იანიში, იანსი, იოახიმი (მუტჩი 76), მახმუტოვიჩი, მარტინსი, ო. ტილი (სკენდეროვიჩი 46), ვ. ტილი, ტურპელი
საქართველო: მაკარიძე, ნავალოვსკი (შერგელაშვილი 79), კაშია, ხოჭოლავა, ჯიღაური (გეგეჭკორი), აბურჯანია (დვალი 56), კანკავა, ჭანტურიშვილი, ხარაიშვილი (კიტეიშვილი 56), ბერიძე (ლობჟანიძე 46), კაჭარავა (ზივზივაძე 62)
მკითხველის კომენტარები / 75 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
საბოლოოდ შემაძულეს "ქართული ფეხბურთი", ფეხბურთი კი არა საცოდაობაა ის რასაც ესენი აკეთებენ. ჩემ ცხოვრებაში აღარასდროს ვუბალეშიკებ ამ მკვდრებს. ამათ ყურებას "სვარკას" უყურო ჯობია.
2
0
30 წელია ლამის რაც ფეხბურთის და კერზოდ ქართული ფეხბურთის ქომაგი ვარ და გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ამდენი ვარსკვლავი, თავდაჯერებული, გულანთებული და პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული ფეხბურთელი არასოდეს ყოლია საქართველოს ნაკრებს. ერთა ლიგის მე-4 ჯგუფში მონაწილე ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ვარსკვლავი და პერსპექტიული ფეხბურთელი ვისაც ყავს დღესდღეობით ეს არის საქართველო და თუ ისევ ჩავრჩით ჯგუფში ეს ფედერაციის და მწვრთნელის ბრალი იქნება და პასუხი უნდა აგონ ერის წინაშე. ქართველი ქომაგი გარდა მეოთხე ჯგუფის მოგებისა არცერთ სხვა ადგილს არ განვიხილავთ და გვაქვს ამისი საფუძველი და უფლება!!!
3
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული