
საქართველოს ნაკრებმა 2024 წელი 77-ე პოზიციაზე დაიწყო და საბოლოდ წინ 9 პოზიციით წაიწია. სანიოლის გუნდმა ყველაზე მაღალი რეიტინგი კი ამა წლის 19 სექტემბერს დააფიქსირა, როდესაც 66-ე პოზიციას იკავებდა.
მსოფლიო რეიტინგს კვლავ არგენტინა ლიდერობს. "ალბისელესტეს" შემდეგ საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი და ბრაზილია მოდიან.