უკვე შემოგთავაზეთ საქართველოს ნაკრების მეკარეების მიმოხილვა, ახლა კი ფორვარდებზე გადავიდეთ.
მეკარეების დიდი კონკურენცია საქართველოს ნაკრებში - ვინ იქნება პირველი ნომერი?
როგორც იცით, ვაისი ყოველთვის ერთი გამოკვეთილი ფორვარდით თამაშობს, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა საერთოდ უფორვარდოდაც ჩაუტარებია შეხვედრა. რა გვაქვს მარაგში? იხილეთ ხუთეული.
5. გიორგი გაბედავა - 28 წლის - 300 000 ევრო (ტრანსფერმარკეტი) - "ჩიხურა" - სიმაღლე 182 სმ
გიორგი გაბედავა საქართველოს ნაკრების ფორვარდად არ
მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ლიგაში მან მშვენიერი პირველი წრე ჩაატარა, ვაისმა მას ამხანაგურ შეხვედრებში არ უხმო და სხვა ფეხბურთელს მიანიჭა უპირატესობა. თუმცა მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, "ჩიხურამ" ევროთასებზე ითამაშა და ძალიან კარგად დაგვამახსოვრა თავი.
გიორგი გაბედავას როლი ამ თამაშებში იყო განუზომლად დიდი. თუ უყურებთ ჩანაწერებს და დააკვირდებით მის მოძრაობას - გაოცდებით, რადგან ის თითქმის მთელი შეხვედრა არ ჩერდებოდა და მაქსიმალურად ავიწროებდა მეტოქის მცველებს. ის თითოეულ შეხვედრაში დიდ სამუშაოს ასრულებდა და მის გარჯას გარკვეული შედეგიც მოჰქონდა.
გაბედავა, ამავდროულად, ეროვნული ლიგის ბომბარდირია 11 გოლით. რაც შეეხება ნაკრებს, მას მხოლოდ 21-წლამდელთა ნაკრებში აქვს ნათამაშები.
გიორგი გაბედავა: არ იყო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც კარიერის დასაწყისშივე უკრაინაში წავედი
4. ბექა მიქელთაძე - 20 წლის - 500 000 ევრო (ტრანსფერმარკეტი) - "ანორთოსისი" - სიმაღლე 185 სმ
მიქელთაძის "რუსთავში" გადასვლა წარუმატებელ სვლად უნდა მივიჩნიოთ, რადგან ამ გადაწყვეტილებამ ის გარკვეულწილად უკან დახია. არადა, 2017 წელს მას მშვენიერი სეზონი ჰქონდა თბილისის "დინამოში".
"ანორთოსისში" კი ბექამ ორი შეხვედრის ჩატარება მოასწრო. მან ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა თავი არ გამოუჩენია. მიქელთაძე წლებია საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრია და თავის ძალას საერთაშორისო დონეზე ხშირად აჩვენებს. მაგალითად, ახალგაზრდული ნაკრების მიერ უელსთან ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრებში ის უბრალოდ ბრწყინვალე იყო. მას ძალიან კარგი გოლის ალღო აქვს და შეტევის შედეგიანად დასრულებაც შეუძლია.
რაც მთავარია, ახლა ეს ყველაფერი კვიპროსში უნდა გამოავლინოს და შესაბამის ფორმაში შევიდეს, რადგან ის ნაკრების მომავალია.
კაჭარავას და მიქელთაძის "ანორთოსისი" ევროპა ლიგის გათამაშებიდან ალბანურმა გუნდმა გამოაგდო
3. ნიკა კაჭარავა - 24 წლის - 700 000 ევრო (ტრანსფერმარკეტი) - "ანორთოსისი" - 198 სმ
სამწუხაროა, მაგრამ უნდა ითქვას, ნიკა კაჭარავამ ბოლო პერიოდში უფრო მოუკლო, ვიდრე მოუმატა. არადა, მისი ფიზიკური მონაცემებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მას შეუძლია გახდეს მაღალი დონის ფორვარდი.
ის ისევე, როგორც ბექა მიქელთაძე, კვიპროსული კლუბის წევრია და თანამემამულისგან განსხვავებით, მას ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპის მხოლოდ ერთ შეხვედრაში დაეთმო დრო - 39 წუთი. მან წინა სეზონი პოლონურ "კორონაში" გაატარა, სადაც ძალიან კარგად დაიწყო ასპარეზობა, თუმცა ბოლოს იმდენად მოუკლო, რომ პოლონელებს მისი დათმობა არ გასჭირვებიათ.
არადა, მისი ოსტატობა და აქტიურობა, როგორც ნაკრებში, ასევე ეროვნულ ლიგაშიც კარგად გვახსოვს. გავიხსენოთ თუნდაც საქართველოს ნაკრების მიერ სერბეთთან ჩატარებული შეხვედრა, სადაც შესანიშნავი გოლი გაიტანა. ვიმედოვნებთ, რომ ის მალე ჩადგება სასურველ ფორმაში და სექტემბერში სათადარიგო შემადგენლობიდან მაინც დაეხმარება ნაკრებს.
ნიკა კაჭარავას და ბექა მიქელთაძეს "ანორთოსისში" შეიძლება მწვრთნელად თემურ ქეცბაია დაუნიშნონ
2. გიორგი ქვილითაია - 24 წლის -"გენტი"- 1 750 000 ევრო (ტრანსფერმარკეტი) - რეალურად მასში გადახდილი თანხა 3 000 000 ევროა - 193 სმ
ქვილითაია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი ფორვარდია ნაკრებში. ქვილითაია 3 წლის წინ და ქვილითაია ახლა სულ სხვადასხვა ტიპის ფეხბურთელია.
გიორგი ქვილითაიას ძალიან კარგი საგოლე ალღო აქვს და ეს მან არაერთხელ დაამტკიცა. ის კარგად თამაშობს მეორე სართულზე და კარგი პოზიციონერების უნარი აქვს.
წინა სეზონში მან ვენის "რაპიდში" 14 გოლი გაიტანა. ამჯერად ბელგიური "გენტის" ღირსებას იცავს და ბელგიელები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. ის ნაკრებშიც გამორჩეულია, 14 შეხვედრაში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
გიორგი ქვილითაიას მთავარი პრობლემა ტრავმაა, რომლის გამოც დიდი ხანი გაუცდა. თუმცა პროგნოზი დამაიმედებელია და მას სექტემბერში ველოდებით მოედანზე.
ფეხმოტეხილ ფეხბურთელში ამხელა თანხას, რომ იხდიან... - რატომ გადავიდა გიორგი ქვილითაია "გენტში"?
1. ლევან მჭედლიძე - 28 წლის - "ემპოლი"- 600 000 ევრო - 188 სმ
მიუხედავად უამრავი ტრავმისა, მუდმივად ლაზარეთში ყოფნისა და მცირე სათამაშო პრაქტიკისა, უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ არ გვყავს ლევან მჭედლიძის დონის ფორვარდი და მისი სათამაშო კლასი კონკურენტებისას აღემატება.
ლევანის სტატისტიკა ნაკრებში არ ყვირის, თუმცა მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი და ბრძოლისუნარიანობა ძალიან მაღალია. ის მოედანზე უამრავ საქმეს აკეთებს და მარტო გოლზე არ არის ჩასაფრებული.
ლევანმაც ახლახან მოირჩინა ტრავმა და "ემპოლის" მაისურით მოედანს მალე დაუბრუნდება. რომ არა გაუთავებელი ტრავმიანობა, ლევანი ახლა საფეხბურთო კარიერის სულ სხვა ეტაპზე იქნებოდა. ის მალე ნაკრების მაისურსაც მოირგებს და არ გამოვრიცხოთ, ვაისმა ნდობა მას გამოუცხადოს.
წინა სეზონი მას სრულად გაუცდა. მისი არყოფნის პერიოდში "ემპოლი" სერია A-ში დაბრუნდა. 2016/17 წლების სეზონში მან 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა.
ნაკრებში 30 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, სადაც 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
უკან გახედვა აღარ მსურს - ლევან მჭედლიძის კომენტარი დაბრუნების შემდეგ
ქვილითაია რა თქმა უნდა ჯობს !