ბულგარელი დამრიგებლის განკარგულებაში 23 ფეხბურთელი იქნება, საიდანაც რუსეთის ჩემპიონატის ბინადარ "უფას" ფორვარდის, ერკებულან საიდახმეტის გარდა, ყველა ადგილობრივ პირველობაზე თამაშობს.
ყაზახეთის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: ნენად ერიჩი (ასტანა), ვლადიმირ პლოტნიკოვი (კაირატი), დმიტრო ნეპოგოდოვი (ტობოლი)
მცველები: სერგეი მალიჰი, ევგენი პოსტნიკოვი, დიმიტრი შომკო, აბზალ ბეისებეკოვი, იური ლოგვინენკო (ყველა - ასტანა), გაფურჟან სიუიუმბაევი, სტანისლავ ლუნინი (ორივე - კაირატი), დიმიტრი მიროშნიჩენკო (ტობოლი)
ნახევარმცველები: ისლამბეკ კუატი, ბაუირჟან ისლამხანი, იან ვოროგოვსკი, მამედ პარაგულგოვი, გეორგი ჟუკოვი
თავდამსხმელები: ერკებულან ტუნგიშბაევი (ორდაბასი), ალექსეი შჩეტკინი, რომან მურთაზაევი (ორივე - ასტანა), ბაუირჟან ტურისბეკი (ტობოლი), ერკებულან საიდახმეტი (უფა, რუსეთი).
ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის საიტი იქვე დასძენს, რომ შემადგენლობაში შესაძლოა, ცვლილებები მოხდეს.
ყაზახები 6 სექტემბერს საქართველოს უმასპინძლებენ, 10-ში კი ანდორას ეწვევიან.
აღსანიშნავია, რომ "ჯვაროსნებთან" შეხვედრისთვის ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.
ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი: ჩვენ შეგვიძლია ერთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა
ყაზახეთის ნაკრების კაპიტანი დავით ლორია: პირველ ადგილზე გასვლა შეგვიძლია
ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი: საქართველოსთან დადებითი შედეგის მიღწევის იმედი გვაქვს