დაცვის ფლანგები - როგორ დაალაგებს სიტუაციას ვლადიმირ ვაისი?

AutoSharing Option
ერთა ლიგის დაწყებამდე მცირე დროა დარჩენილი. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 6 სექტემბერს ყაზახეთში, ადგილობრივ ნაკრებთან გამართავს.

უკვე შემოგთავაზეთ საქართველოს ნაკრების მეკარეების, ფორვარდების და საყრდენი ნახევარმცველების მიმოხილვა, ახლა კი ორ პრობლემურ პოზიციაზე ვისაუბროთ, დაცვის ფლანგებზე.

altგვილია, კანკავა, აბურჯანია, კვეკვესკირი... - რომელი მოხვდება ვაისის სქემაში?

რა არჩევანი და პერსპექტივები გვაქვს მარჯვენა და მარცხენა ფლანგზე, გთავაზობთ სამეულებს.



  • დავიწყოთ მარცხენა ფლანგით, რომელიც ყველაზე პორბლემურ პოზიციას წარმოადგენს საქართველოს ნაკრებში

3. ლაშა შერგელაშვილი - 26 წლის - 375 000 ევრო (ტრანსფერმარკეტი) - "რიგასი", ლატვია - სიმაღლე 172

სმ
ლაშას ვაისის ფორმაციის ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა მიეცა. მან 7 ამხანაგურ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა და ოფიციალურ შეხვედრებში სათადარიგო შემადგენლობაში იყო.

ლაშას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს "რიგასში" და ის შეუცვლელი ფიგურაა კლუბისთვის. ლატვიური გუნდი ჩემპიონობისთვის ემზადება და შერგელაშვილის როლიც საკმაოდ დიდია. თუმცა ნაკრებში პირველობისთვის ის ნამდვილად არ არის მზად და მინიმუმ სხვა ასპარეზზე მართებს დაამტკიცოს თავისი სიძლიერე.

უახლოეს რეზერვში მასზე აუცილებლად უნდა ვიფიქროთ, რადგან ჩვენი ნაკრებისთვის ტრავმები და უთამაშებლობა უცხო არაა.

2. გიორგი ქიმაძე - 26 წლის - 450 000 ევრო (ტრანსფერმარკეტი) - "ტორპედო", საქართველო - სიმაღლე 170 სმ
დროა, საქართველოს ნაკრებში ევროთასებზე ქუთაისის "ტორპედოს" საუკეთესო და გამორჩეულ ფეხბურთელს უხმონ, რადგან გიორგი ქიმაძემ დაამტკიცა, რომ ის ნაკრების განაცხადში ყოფნას აუცილებლად იმსახურებს. ის რად ღირს, რომ ყველა შემხვედრ მეტოქეს გოლი გაუტანა, "კუკეშთან" საგოლე გადაცემებიც დაარიგა და "შერიფთან" პირველ მატჩში პენალტი მოიპოვა.

გიორგი ქიმაძემ ერთადერთხელ ითამაშა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში - 11 წუთი იორდანიის წინააღმდეგ, უზბეკეთთან კი სათადარიგო შემადგენლობაში იყო.

თუ რატომ არ დავწერეთ პირველ ნომრად, ამასაც განვმარტავთ: გიორგი ძალიან კარგია ფლანგზე და მშვენიერი შეტევითი პოტენციალი აქვს, თუმცა დაცვაშიც რომ იმთავითვე თამაშობდეს, ის ეროვნული ნაკრებისთვის შუცვლელი იქნებოდა.

1. გიორგი ნავალოვსკი - 32 წლის - 250 000 ევრო (ტრანსფერმარკეტი) - მინსკის "დინამო", ბელორუსი - სიმაღლე 172 სმ 
მინსკის "დინამოს" ახალწვეული საქართველოს ნაკრებისთვის ამ ეტაპზე შეუცვლელი ფიგურაა. მან თასზე და ჩემპიონატში უკვე 3 თამაშის ჩატარება მოასწრო, თუმცა ევროთასებზე "ზენიტთან" ძირითად შემადგენლობაში არ ენდნენ. საპასუხო შეხვედრაში კი შემოიყვანეს 72-ე წუთზე, თუმცა გიორგისთვის ჯობდა, სათადარიგო შემადგენლობაში დაეტოვებინათ. "ზენიტმა" ისეთი შტურმი მოაწყო, რომ მათ 6 გოლი მის ნათამაშებ 48 წუთში გაუტანეს.

გიორგი ნავალოვსკის საქართველოს ნაკრებში 31 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მისი დებიუტი 2008 წლის 27 მაისს ესტონეთის წინააღმდეგ შედგა.

ნავალოვსკი არ არის იდეალური მარცხენა მცველის პოზიციაზე, თუმცა ის ყოველთვის ბოლომდე თამაშობს და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს ავლენს. სასურველია მისგან მეტი სტაბილურობა, რადგან ბევრი რამ იქნება მის თამაშზე დამოკიდებული, ყაზახეთის ნაკრები აუცილებლად ფლანგებიდან შეგვიტევს.



  • მარჯვენა ფლანგი

3. ლევან გეგეჭკორი - 24 წლის - 300 000 ევრო - "ტორპედო", საქართველო - სიმაღლე 184 სმ
როდესაც გეგეჭკორი ბელორუსთან ამხანაგურ შეხვედრაში გამოჩნდა, ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია და გარკვეულწილად იმედი გაჩნდა, რომ ოთარ კაკაბაძეს შესაბამისი კონკურენტი ეყოლებოდა, თუმცა ლევანმა მას შემდეგ მოუკლო. გარკვეულწილად, ეს შეიძლება კლუბიდან კლუბში გადასვლამაც გამოიწვია.

დღეს გეგეჭკორი "ტორპედოს" ფეხბურთელია და ევროთასებზე ეხმარება იმერულ კლუბს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერც იქ მოახერხა სასურველი სათამაშო ფორმის დაბრუნება. არადა, როგორც "ტორპედოს", ასევე ნაკრებს ბევრად ძლიერი ლევანი სჭირდება.

ზოგადად, მარჯვენა ფლანგზე ოთარ კაკაბაძის არყოფნის შემთხვევაში, სანთლით საძებარია ფეხბურთელი, რომელიც სათანადოდ შეცვლის მას, ლევან გეგეჭკორი კი დასაკარგი ფეხბურთელი ნამდვილად არ არის.

2. გიორგი მჭედლიშვილი - 26 წლის - 350 000 ევრო - "გორიცა", ხორვატია - სიმაღლე 182 სმ
"გორიცა" ხორვატიის უმაღლესი ლიგის გუნდი გახდა და მჭედლიშვილი მისი უცვლელი მარჯვენა მცველია. რაც მთავარია, მას სათამაშო პრაქტიკა აქვს და ურიგოდაც არ ასპარეზობს. ხორვატიის უმაღლესი ლიგა კი სულ სხვა თამასაა და ეს სასიხარულოც უნდა იყოს ქართველი ქომაგისთვის.

მჭედლიშვილი ჯერ კიდევ "სამტრედიაში" თამაშის დროს იყო გამორჩეული, საუკეთესო იყო ხორვატიის მეორე ლიგაშიც და ახლა გაცილებით ძლიერ მეტოქეებსაც არ უდებს ტოლ-სწორს.

მოკლედ, ამ ეტაპზე, ალბათ, სათადარიგო შემადგენლობაში მჭედლიშვილმა უნდა დაიკავოს ადგილი.

1. ოთარ კაკაბაძე - 23 წლის - 1 000 000 ევრო - "ხიმნასტიკი", ესპანეთი - სიმაღლე 185 სმ
ოთარ კაკაბაძის ასპარეზობა შეუმჩნეველი ესპანეთშიც არ დარჩენიათ. ბოლოს მისი მომავალი "ხეტაფეს" დაუკავშირეს. ჩემი პირადი აზრია, რომ კიდევ ერთი სეზონის სეგუნდა დივიზიონში გატარება უმჯობესია, რადგან "ხეტაფეში" მის პოზიციაზე 30 წლის ურუგვაელი დამიან სუარესი თამაშობს და გუნდს სათადარიგო შემადგენლობაში მისი შემცვლელი არ ჰყავს. ის, დიდი ალბათობით, სკამისთვის უნდათ.

ვიმედოვნებთ, რომ მას სრულფასოვან თამაშში არავინ და არაფერი შეუშლის ხელს, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი ქართველი ფეხბურთელია.

დღევანდელი საქართველოს ნაკრები მარჯვენა ფლანგზე კაკაბაძის გარეშე წარმოუდგენელია და ის ყველა კომპონენტში გამორჩეულია. ადრე თუ მარჯვენა მცველი პრობლემა იყო, დღეს ასე არ არის. მთავარია, კაკაბაძეს ტრავმიანობამ არ შეუშალოს ხელი და ყველაფერი კარგად იქნება.




altჭორი თუ რეალობა? - ოთარ კაკაბაძე ლა ლიგაში მოთამაშე მადრიდული კლუბის სამიზნეა

altმჭედლიძის კლასი, ქვილითაიას ალღო, კაჭარავას პარამეტრები - ვის აირჩევს ვაისი?

მკითხველის კომენტარები / 18 /
მჭედლო მარჯვენა მცველია როგორც ვიცი და ჩვენ მარჯვენა მცველი კიარა, მარცხენა ფულბეკი, გარემარბი გვჭირდება, რომელიც შეტევასაც გაუკეთებს ორგანიზაციას. ასეტები კი კობახიძე და ქიმაძეა, ასევე იდეალურად მოერგება მაგ პოზიციას ებრალიძე. მარა რად გინდა არ იძახებენ და. იქნებ ჩამოიყვანონ
ლევან მაღლაკელიძე
23:54 22-08-2018
0
ვეთანხმები ქომაგს ამ ეტაბზე ნავალოვსკის მჭედლიშვილი ჯობია რადგან კარგ ფორმაშია საუკეთესო მცველია ხორვატიაში .ნავალოვსკიმ ზენიტთან როგორც ითამაშა იცით 3 გოლი მისი ფლანგიდან გავიდა არ არის ფორმაში ...
სამტრედია
09:18 22-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული