სტანიმირ სტოილოვი საქართველოს ნაკრებზე: ყოველთვის არ ხდება, რომ თამაშს ძლიერი სახელის მქონე ფეხბურთელები იგებენ

AutoSharing Option
ყაზახეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა პრესკოფერენცია გამართა და ჟურნალისტთა დასმულ კითხვებს უპასუხა.

გთავაზობთ იმ მომენტებს, სადაც ის საქართველოს ნაკრების შესახებ საუბრობს.

სტოილოვს სთხოვეს, ვლადიმირ ვაისი შეეფასებინა, რომელიც ადრე ყაზახეთში, "კაირატის" დამრიგებელი იყო.

"ვაისი ძალიან კარგი მწვრთნელი და ადამიანია. ჩვენს ერთმანეთს უკვე დიდი ხანია ვიცნობთ. მინდა ვთქვა, რომ მწვრთნელების დაპირისპირება გასახდელში მთავრდება, შემდეგ კი მოედანზე ფეხბურთელები გადიან და საქმე უკვე მათი გასაკეთებელია. მოხარული ვარ, რომ სლოვაკი მწვრთნელის ნახვა კიდევ ერთხელ შემეძლება".

სტოილოვს ასევე ჰკითხეს, რა არის საქართველოს ნაკრების მთავარი სიძლიერე.

"საქართველო კომპაქტური გუნდია. მაგალითად, მათ დაცვაში ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებიც რუსეთისა და ევროპის ძლიერ კლუბებს წარმოადგენენ. მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის ისე არ ხდება, როდესაც თამაშს ძლიერი სახელის მქონე მოთამაშეები იგებენ.

ყაზახეთის ნაკრებში მხოლოდ საიდახმეტი გვყავს, რომელიც ჩვენი ჩემპიონატის გარეთ თამაშობს. ჩვენ ფეხბურთელებს რწმენა უნდა ჩავუნერგოთ და მათ ყველანაირი შიში უნდა მოვაცილოთ.

თითოეულ თამაშს მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა მივუდგეთ. საქართველოს დამარცხების შემთხვევაში, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ანდორასაც აუცილებლად მოვუგებთ, იქაც მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო", - აღნიშნა სტოილოვმა.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის D ჯგუფის პირველ შეხვედრაში, ყაზახეთი საქართველოს 6 სექტემბერს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზეა ჩანიშნული.

altყაზახი ქომაგები საქართველოს ნაკრებზე - ამას ჰქვია საფეხბურთო სკოლა!

altყაზახეთის ნაკრების შემადგენლობის ანალიზი - ასტანაშივე უნდა მოვიგოთ!

altთითქმის ყველა ყაზახეთის ჩემპიონატიდან - ყაზახეთის ნაკრების შემადგენლობა საქართველოსთან მატჩისთვის ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 7 /
რატომ არაფერი იწერება ნაკრების მზადებაზე,როდის მიემგზავრება ნაკრები და არის თუ არა რაიმე ცვლილებები ან ახალი პრობლემები ან დადებითი მოვლენები
vax-vax
12:25 03-09-2018
0
"საქართველოს დამარცხების შემთხვევაში, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ანდორასაც აუცილებლად მოვუგებთ, იქაც (!!??) მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო",
მიაქციეთ ყურადღება სიტყვა იქაც. ანუ აქ მოგვინელა და უკვე იმაზე ფიქრობს რომ ყაზახებს თავში არ აუვარდეთ და იქაც მოიგონ.
ჰაჰა
15:25 01-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული