prosports.kz: ჩაკვეტაძე გაგვტანჯავს, ოქრიაშვილი ტექნიკური, მაგრამ ზარმაცია

AutoSharing Option
ყაზახური "პროსპორტის" საფეხბურთო მიმომხილველს, ალიბეკ კუბენოვს მიაჩნია, რომ ერთა ლიგაზე მათი მთავარი მეტოქე საქართველოს ნაკრებია.

"საქართველოს ნაკრებს ძალიან საინტერესო, მრავალპლანიანი და კონკურენტული შემადგენლობა ჰყავს. ვაისის გუნდში პირველი ნომერი, დიდი ალბათობით, "კრილია სოვეტოვის" მეკარე გიორგი ლორია იქნება, რომელსაც რუსეთის პრემიერლიგაზე საერთოდ არ ათამაშებენ, მაგრამ მისი კვალიფიკაცია ეჭვს არ იწვევს.

დაცვის ხაზი სახელებით შთამბეჭდავია. ყველა ასპექტში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა საბა კვირკველიაა - "ლოკომოტივის" საუკეთესო ცენტრბეკი და ერთ-ერთი საუკეთესო რუსეთის ჩემპიონატზე. მასთან ერთად, წესით, "ვიტესის" ყოფილმა კაპიტანმა გურამ კაშიამ უნდა ითამაშოს.

სხვა მცველები
შედარებით ახალგაზრდები არიან - ხოჭოლავა, კაკაბაძე და დვალი, რომელიც "ირტიშში" ასპარეზობდა. მართალია, ისინი ევროპის სხვადასხვა გუნდის ღირსებას იცავენ, მაგრამ ძალიან საიმედოებს ვერ ვუწოდებთ.

ნახევარდაცვაში, პირველ რიგში, თვალში ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი მოგხვდებათ, უდავო ოსტატები, "ტობოლის" ერთ-ერთი ლიდერები. ისინი ჩვენი ჩემპიონატის წარმომადგენლები არიან და მათთან კონკურენცია სავსებით შესაძლებელია.

დანარჩენთა დონე საშუალოა, ყველანი საზღვარგარეთ თამაშობენ, ოღონდ არა დიდ კლუბებში.

მხოლოდ გიორგი ჩაკვეტაძეს თუ გამოარჩევ - შესანიშნავ ქართველ ტალანტს, ბელგიური "გენტის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელს, რომელსაც ნათელი გონება აქვს. ამ ბიჭს მართლა შეუძლია გატანჯოს ჩვენი დაცვა.

ჩვენს მეტოქეს ორი ისეთი შემტევი ჰყავს, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ. თორნიკე ოქრიაშვილმა და ლევან მჭედლიძემ ტრავმები მოირჩინეს და ვაისის გუნდის შეტევითი პოტენციალი მნიშვნელოვნად გააძლიერეს. ოქრიაშვილი ტექნიკურია, მაგრამ როგორც ქართველთა უმეტესობა, ზარმაცი ვინგერია. ჩინებული დარტყმა აქვს და მოედნის ხედვა. მჭედლიძე იტალიური სკოლის ტარანული ტიპის ფორვარდია და შესაბამისი ტაქტიკური უნარ-ჩვევების მქონეა".

altნიკა კვეკვესკირი: მზად ვართ, დავამტკიცოთ, რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს

alt ყაზახი ექსპერტი: საქართველო საშინაო გუნდია, სტუმრად თამაში უჭირს - უნდა დავამარცხოთ!

altგიორგი ქვილითაია: ტრავმის მიღების შემდეგ პირველად ის ვიკითხე - შევძლებდი თუ არა ნაკრებში თამაშს?

altsports.kz: საქართველოდან ომახიანი მარშის ხმა ისმის, თუმცა მათ საერთაშორისო სარბიელზე ვერაფერს ვერ მიაღწიეს

altვლადიმირ ვაისი: შეიძლება ქაღალდზე ფავორიტები ვართ, მაგრამ ყველაფერი მოედანზე წყდება

მკითხველის კომენტარები / 12 /
Amxela shesazleblobenis forvard kacharavas rato ar ufrtxian?
Gio
06 სექტემბერი 2018 03:05
0
"აგული ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი".
მანჩო
05 სექტემბერი 2018 21:19
0
ისევ მჭედლიძის ქება...უფსვთხოვ ისემაგრად ითამაშოს მჭედლიძემ,ამ ბიჭზე აზრი შემეცვოს და საქვეყნოდ მოუხდი ბოდიშს
euhh
05 სექტემბერი 2018 17:47
5
ერთი რაც არ მომწონს და ძალიან ცუდად აქვს ფეხბურთის ბოსებს გაკეთებული არის ის რომ ძალიან შემჭიდროებული გრაფიკებია. ბიჭებმა წესიერად ვარჯიშიც ვერ მოასწრეს, ვაკომ და კაშიამ ალბათ 12 საათამდე იფრინეს თბილისამდე და მერე გადაფრენა კიდე. აკლიმატიზაციასაც ვერ მოასწრებენ თამაშამდე, მაშინ როცა ყაზახებმა ტური გააუქმეს და 1 კვირა ერთად ივარჯიშეს. ან მაშინ ბოლო ტურები არ უნდა ეთამაშათ ჩვენებს და ადრე ჩამოვიდოდნენ.
felisio
05 სექტემბერი 2018 17:24
2
"აბანოში გამოჩნდება, არსენ, შენი მოხერხება!"
N
05 სექტემბერი 2018 15:43
0
Es sizarmacem ramdeni talanti da varsklavi dagvigupa miagcevdnen odnav carmatebas da mere ukve zarmacoben... rac dzaan cudia . Magram oqri yoveltvis ixarjeba nakrebis maisurit da daixarjeba yoveltvis
Emigranti
05 სექტემბერი 2018 15:08
0
აი ეს მომწონს, " როგორც ქართველთა უმეტესობა ზარმაცია", ჩვენც დავახასიათოდ ყაზახდა "ღირსებები"?ნიჭით მაინც ორი თავით გჯობნივართ, სამით თუ არა
ალეკო
05 სექტემბერი 2018 14:19
2
თითონ ყაზახები სიზარმაცეში ჩემპიონები არიან! ოქრიაშვილის ზარმაცობა ნაკრებში მე არ მინახავს, ყველაზე მეტსაც მოძრაობს და ყველაზე მონდომებულიცაა, ყოველთვის!
aburjga
05 სექტემბერი 2018 21:56
0
ასე თუ ფიქრობს ყაზახეთის მწვრთნელიც, გადასარევი იქნება
ბმნ
05 სექტემბერი 2018 13:03
0
ამათ მაგრად ეშინიათ, ბოლომდე უნდა შევაშინოთ
roma
05 სექტემბერი 2018 13:01
1
შემეშალა, ლაიქი თქვენ
ბმნ
05 სექტემბერი 2018 15:21
0
ertxel gagachumat ukve okrim amxanagurze kvlav ganmeordeba igive :))))))))))))))
!!!!!!!
05 სექტემბერი 2018 12:12
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული