ყველა ჯანმრთელადაა - საქართველოს ნაკრები ყაზახეთში გაემგზავრა

AutoSharing Option
ფოტო: გალაქტიონ ესაკია

საქართველოს ეროვნული ნაკრები ყაზახეთში გაემგზავრა. ნაკრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრინდა და ასტანაში თბილისის დროით 13:00-ზე ჩაფრინდება.

ჩვენი დროით 13:30 საათზე ასტანაში ყაზახეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია გაიმართება.

ხოლო 17:30 საათზე პრესკონფერენციას საქართველოს ნაკრების თავკაცი ვლადიმირ ვაისი გამართავს. 18:00 საათზე კი "ჯვაროსნების" ვარჯიში 15 წუთით მედიისთვის გახსნილი იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშების სადებიუტო შეხვედრამდე, 4 სექტემბერს თბილისში ბოლო ვარჯიში გამართა. ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე ეროვნულმა გუნდმა 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა.

საქართველოს ნაკრები ყაზახეთში მიემგზავრება

საწვრთნელ პროცესში
მხოლოდ ჯაბა ჯიღაური არ მონაწილეობდა. ფრანგული "გრენობლის" ფეხბურთელი საკლუბო მატჩის გამო ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდება. ეროვნულ გუნდში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა.

ყაზახეთში ნაკრებთან ერთად SPORTALL.GE-ს საფეხბურთო მიმომხილველი გალაქტიონ ესაკია გაემგზავრა, რომელიც ნაკრების მზადების შესახებ და სხვა საინტერესო ინფორმაციას ოპერატიულად მოგვაწვდის.

ყაზახეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება ასტანაში 6 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

altვლადიმირ ვაისი: შეიძლება ქაღალდზე ფავორიტები ვართ, მაგრამ ყველაფერი მოედანზე წყდება

altგიორგი ქვილითაია: ტრავმის მიღების შემდეგ პირველად ის ვიკითხე - შევძლებდი თუ არა ნაკრებში თამაშს?



მკითხველის კომენტარები / 9 /
ხვალ ქართულ საფეხბურთო ცხოვრებაში იწყება ახალი ეტაპი, რასაც ქვია ტოლ-სწორებთან თამაში და იქ წარმატების მიღწევა. რასაკვირველია, ქართული ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი ოპტიმისტურადაა განწყობილი ამ თამაშების წინ, რადგან ობიექტურად ვალდებული ვართ ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდეთ. თუ ეს ასე არ მოხდა, ძალიან გულდასაწყვეტი იქნება. ამიტომ ყველამ უნდა იგრძნოს ის დიდი პასუხისმგებლობა, რაც ახლავს ამ თამაშებს. ამასთანავე, საჭირო არ არის ზედმეტი ემოციები, აუცილებელია სრული მობილიზება და მაღალი კონცენტრაცია მთელი თამაშის მანძილზე, განსაკუთრებით ტაიმების ბოლოს!!!!!!!! წარმატება!
გულშემატკივარი 58
14:13 05-09-2018
0
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო, აბა თქვენ იცით, საქართველოსთვის ითამაშეთ, თქვენი ხალხსთვის ითამაშეთ, თქვენი და ჩვენი შვილებისათვის ითამაშეთ, მიდით და გააკეთეთ ის, რაც შეგიძლიათ, დადეთ ყველაფერი მინდორზე და აი მაშინ ნახავთ რა არის ნამდვილი ხალხის სიყვარული, მიდით და იომეთ, იომეთ ბოლომდე, არც ერთი წამით არ მოდუნდეთ, მიდით რა.....
ბმბ
13:25 05-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული