"ჯვაროსნებს" ელჩი დახვდა - საქართველოს ნაკრები უკვე ყაზახეთშია

AutoSharing Option
ფოტოები: გალაქტიონ ესაკია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უკვე ყაზახეთშია.

ნაკრები სასტუმრო Comfort Hotel-ში დაბინავდა. აღსანიშნავია, რომ "ჯვაროსნებს" ყაზახეთში საქართველოს ელჩი ზურაბ აბაშიძე დახვდა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი დროით 13:30 საათზე ასტანაში ყაზახეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია გაიმართება.

ხოლო 17:30 საათზე პრესკონფერენციას საქართველოს ნაკრების თავკაცი ვლადიმირ ვაისი გამართავს. 18:00 საათზე კი "ჯვაროსნების" ვარჯიში 15 წუთით მედიისთვის გახსნილი იქნება.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშების სადებიუტო შეხვედრამდე, 4 სექტემბერს თბილისში ბოლო ვარჯიში გამართა. ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე ეროვნულმა გუნდმა 24
ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა.

საწვრთნელ პროცესში მხოლოდ ჯაბა ჯიღაური არ მონაწილეობდა. ფრანგული "გრენობლის" ფეხბურთელი საკლუბო მატჩის გამო ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდა. ეროვნულ გუნდში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა.

Sportall.Ge

ყაზახეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებებს შორის ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩი ასტანაში 6 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელორუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

altსაქართველოს ნაკრებს ახალი საშინაო ფორმა აქვს [VIDEO]

altprosports.kz: ჩაკვეტაძე გაგვტანჯავს, ოქრიაშვილი ტექნიკური, მაგრამ ზარმაცია

altნიკა კვეკვესკირი: მზად ვართ, დავამტკიცოთ, რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს

მკითხველის კომენტარები / 7 /
წარმატებას ვუსრვებ ყველა ნაკრების წევრს და ყველა საქართველოს გულშემატკივარს ხვალ! მიდით ბიჭებო, იბრძოლეთ ისე როგორც წინა საარჩევნო კამპანიის დროს იბრძოლეთ ირლანდიასთან, უელსთან, ავსტრიასთან და სერბეთთან!
ლუკა
17:20 05-09-2018
3
"სტრანა ზნაეტ სვაიხ გეროევ!"
zurab
16:14 05-09-2018
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული